xareba
 
  • ნაყროვანება
  • სიძვა
  • ვერცხლისმოყვარეობა
  • მრისხანება
  • მწუხარება
  • ჭმუნვა
  • ცუდმედიდობა
  • ამპარტავნება
  • თავშეკავება
  • უბიწოება
  • უპოვარება
  • სიმშვიდე
  • ნეტარი გლოვა
  • მღვიძარება
  • სიმდაბლე
  • სიყვარული
  • მარხვა
  • თავისუფლება
  • სიმდიდრე
  • სიძუნწე
  • სინდისი
  • სიკვდილი
  • მემთვრალეობა
  • ნარკომანია
  • სინანული
  • შური
  • ანტიმოდერნიზმი
  • მოდერნიზმი
  • ადოგმატიზმი
  • ეკუმენიზმი
  • პაპიზმი
  • პროტესტანტიზმი
  • ლიბერალიზმი
  • გლობალიზმი
  • იუდაიზმი
  • სექტანტიზმი
  • ორიგენიზმი
  • სრულიად მართლმადიდებელთა კრება
Xareba.net » რუბრიკები » სხვადასხვა » ჭეშმარიტი მეგობრობის შესახებ
ჭეშმარიტი მეგობრობის შესახებ
17-03-2014, 00:01  / ამოსაბეჭდი ვერსია

ჭეშმარიტი მეგობრობის შესახებ

 

 

 

ბერების ცხოვრებიდან

 

   ზოგიერთი ადამიანის მიმართ განსაკუთრებულ სიყვარულს ვგრძნობთ და ვუმეგობრდებით. მეგობრობა არ არღვევს მცნებას ყოველი ადამიანის სიყვარულის შესახებ. თავად მაცხოვარს, იესო ქრისტეს, განსაკუთრებული სიყვარულით უყვარდა მოციქულები - იოანე, პეტრე, იაკობი და მეგობარი მისი - ლაზარე; წმინდა პეტრეს - წმინდა მარკოზი; პავლე მოციქულს - წმინდა ტიმოთე და წმინდა თეკლა; წმინდა გრიგოლ ნაზიანელს - წმინდა ბასილი დიდი. ჩვენც ფრთხილად უნდა ამოვარჩიოთ მეგობარი და უნდა შეგვეძლოს, ერთმანეთისაგან გავარჩიოთ ჭეშმარიტი და მავნებელი მოყვასი. მეგობრობა ურთიერთგამხნევებისა და სარწმუნოებაში განმტკიცების საწინდარი უნდა იყოს. უნდა განგვიმტკიცოს კეთილსინდისიერება, უფლისა და ახლობლებისადმი სიყვარული. ქრისტიანმა მეგობრებმა იმ მოგზაურებს უნდა მიბაძონ, რომლებიც ერთმანეთს ეურდნობიან, რადგან ამ დროს ჭეშმარიტი მეგობარი შეუცვლელი საგანძურია და მთელი ქვეყნიერების სიმდიდრედ გვიღირს.

   წმინდა თეოდოსის თანაცხოვრებულთა მონასტერში ცხოვრობდა ორი ბერი, რომელთაც ისე უყვარდათ ერთმანეთი, რომ პირობა დადეს, არასოდეს დაშორებოდნენ. თავიანთი სათნო ცხოვრებით ისინი სამაგალითონი იყვნენ სხვა ძმებისათვის. მაგრამ ერთ - ერთ მათგანს ისეთი ძალით შეუჩნდა ეშმაკი, რომ გადაწყვიტა საერო ცხოვრებას დაბრუნებოდა. მეგობარი დაცემულ ძმას ურჩევდა, ეს ნაბიჯი არ გადაედგა, მაგრამ ვერაფერი გააწყო. ერთგულმა მეგობარმა არ დაივიწყა დადებული პირობა და მასთან ერთად საერო ცხოვრებას დაუბრუნდა. დაცემული ძმა ყველანაირ საძრახის საქმეს ჩადიოდა. მეგობარი მუდამ ევედრებოდა, დაეტევებინა საშინელი ყოფა და მონასტერს დაბრუნებოდა, მაგრამ საქმე სულ უფრო და უფრო ცუდად მიდიოდა. ამასობაში ქალაქში, სადაც ისინი იმყოფებოდნენ, ღირსმა მამა აბრაამმა მონასტრის აშენება წამოიწყო. ორივე მეგობარი მშენებლებს შეუერთდა. სამუშაოს შემდეგ დაცემული ძმა ცხოველურ გართობას არ იშლიდა, მისი მეგობარი კი მთელ დროს მდუმარებაში, მარხვაში, ცრემლის ღვრასა და ლოცვაში ატარებდა. ეს ამბავი მამა აბრაამის ყურამდეც მივიდა. მან უხმო ბერს და ჰკითხა:

   - საიდან ხარ, ძმაო, და რა არის მიზეზი შენი აქ ყოფნისა?

   ბერმა თანმიმდევრულად უამბო თავისი მეგობრის შესახებ, როგორ სურდა, გადაერჩინა იგი და როგორ იტანჯებოდა მისი ცოდვების გამო. მაშინ სულიწმიდით აღსავსე ღირსმა მამამ შესძახა:

   - წადი, უფალმა გიბოძა შენი ძმის სული.

   ღირსი მამისაგან წამოსულიც კი არ იყო ბერი, რომ დაცემული მეგობარი მიუახლოვდა და უთხრა:

   - საყვარელო ძმაო, წამიყვანე უდაბნოში, იხსენი ჩემი სული.

   ვის შეუძლია, გადმოსცეს წმიდა მოღვაწის სიხარული. მან მყისვე წაიყვანა გონსმოსული მეგობარი უდაბნოში, სადაც ორივენი განმარ-ტოვდნენ და დროს სინანულში, მარხვასა და ლოცვაში ატარებდნენ. ასე ღვთივსათნოდ გადასახლდნენ ისინი სამუდამო განსასვენე-ბელში.

   ხომ მართალია, ძმანო, რომ ჭეშმარიტი მეგობარი შეუცვლელი საგანძურია?! ისიც ხომ მართალია, რომ მეგობარი, ზემოთხრობილ შემთხვევაში მფარველ ანგელოზად გვევლინება? ამიტომ, ეძიეთ ღვთისმოსავებთან სიახლოვე. მათთან მეგობრობა კეთილ ნაყოფს გამოიღებს. თუკი ოდესმე დაეცემით, მეგობარი წამოგაყენებთ, თუ შეუძლოდ შეიქმნებით, მეგობარი გამოგაჯანსაღებსთ. ის გასწავლით, როგორ უნდა იცხოვროთ უფალთან თანხმობით და სასოებით. იგი აამაღლებს თქვენს სულს მიწიდან ზეცამდე. მისი თავდადება თქვენთვის კეთილ ნაყოფს გამოიღებს და ასეთ ადამიანთან მეგობრობა თქვენთვის შეუფასებელი იქნება. ეს ურთიერთობა იქნება წმინდა, აღსავსე სათნოებითა და უფლის სიყვარულით. იგი იქნება სამუდამო ნეტარებისაკენ მიმავალი გზა. ძნელია ამ გზის გავლა, მაგრამ ამ სიძნელეს ის თავდადება და ღვთისმოსაობა შეამსუბუქებს, რითაც მეგობრები ერთმანეთს ამ გზაზე სვლის დროს ეხმარებიან. ჭეშმარიტი მეგობრები ურთიერთშემწეობით მოიპოვებენ ზეციურ სასუფეველს. ამინ.

 

 

 

„სვინაქსარი". ტომი II.  

 

 


 


  • მთავარი
  • -- ახალი ამბები
  • -- მნიშვნელოვანი თემები
  • -- კალენდარი
  • -- ქრისტიანული ოჯახი
  • -- მართმადიდებელი ეკლესია
  • -- მართმადიდებლული კატეხიზმო
  • -- ლოცვა
  • -- წმ. მამათა საგანძურიდან
  • -- წერილები სულიერ შვილებს
  • -- წმიდათა ცხოვრება
  • -- რელიგიური ცდომილებანი
  • -- მხილებითი ღვთისმეტყველება
  • -- იდეოლოგიური ცდომილებანი
  • -- თანამედროვე მამები
  • -- ძველი აღთქმის ისტორიიდან
  • -- უახლესი ისტორიიდან
  • -- საეკლესიო სამართალი
  • -- ჭეშმარიტი სასწაულები
  • -- საცდურები
  • -- შეიცანი ჟამი
  • -- კითხვა-პასუხი
  • -- სხვადასხვა
  • -- რუსულენოვანი გვერდი
  • -- ინგლისურენოვანი გვერდი
  • კონტაქტი
  • წმ. ნინო
  • წმ. გიორგი
  • წმ. ვახტანგ გორგასალი
  • წმ. დავით აღმაშენებელი
  • წმ. თამარ მეფე
  • წმ. აცამეტი ასურელი მამა
  • წმ. გრიგოლ ხანძთელი
  • წმ. აბო თბილელი
  • წმ. ქეთევან წამებული
  • წმ. შუშანიკი
  • წმ. არგვეთის მთავარნი დავითი და კონსტანტინე
  • წმ. შალვა, ბიძინა, ელისბარი
  • წმ. ნიკოლოზი
  • წმ. სპირიდონ ტრიმიფუნტელი
  • წმ. მაქსიმე აღმსარებელი
  • წმ. მარკოზ ეფესელი
  • წმ. დავით გარეჯელი
  • წმ. შიო მღვიმელი
  • წმ. იოანე ზედაზნელი
  • წმ. ანტონ მარტმყოფელი
  • წმ. ისე წილკნელი
  • წმ. აბიბოს ნეკრესელი
  • წმ. ზენონ იყალთოელი
  • წმ. ისიდორე სამთავრელი
  • წმ. ამბა იოსებ ალავერდელი
  • წმ. ნეოფიტე ურბნელი
  • წმ. პიროს ბრეთელი
  • აბსურდიზმი
  • ჰუმანიზმი
  • ნიჰილიზმი
  • დარვინიზმი
  • მარქსიზმი
  • ევოლუციონიზმი
  • ახალი ადამიანი
  • მასობრივი კულტურა
  • რევოლუციის სახეობები
  • სპირიტიზმი
  • მაგია, მისნობა, ჯადოქრობა
  • უნია
  • ანტიქრისტე
 
მობ: 591 97 04 90
2012 Xareba.net

Сайт работает под управлением DataLife Engine