xareba
 
  • ნაყროვანება
  • სიძვა
  • ვერცხლისმოყვარეობა
  • მრისხანება
  • მწუხარება
  • ჭმუნვა
  • ცუდმედიდობა
  • ამპარტავნება
  • თავშეკავება
  • უბიწოება
  • უპოვარება
  • სიმშვიდე
  • ნეტარი გლოვა
  • მღვიძარება
  • სიმდაბლე
  • სიყვარული
  • მარხვა
  • თავისუფლება
  • სიმდიდრე
  • სიძუნწე
  • სინდისი
  • სიკვდილი
  • მემთვრალეობა
  • ნარკომანია
  • სინანული
  • შური
  • ანტიმოდერნიზმი
  • მოდერნიზმი
  • ადოგმატიზმი
  • ეკუმენიზმი
  • პაპიზმი
  • პროტესტანტიზმი
  • ლიბერალიზმი
  • გლობალიზმი
  • იუდაიზმი
  • სექტანტიზმი
  • ორიგენიზმი
  • სრულიად მართლმადიდებელთა კრება
Xareba.net » რუბრიკები » წმ. მამათა საგანძურიდან » რა მდგომარეობაშია სიკვდილის ჟამს ცოდვილთა და მართალთა სულები
რა მდგომარეობაშია სიკვდილის ჟამს ცოდვილთა და მართალთა სულები
11-03-2014, 00:01  / ამოსაბეჭდი ვერსია

რა მდგომარეობაშია სიკვდილის ჟამს ცოდვილთა და მართალთა სულები

 

 

 

წმიდა მამათა სწავლანი მომაკვდავთათვის

 

   როგორ მდგომარეობაშია სიკვდილის ჟამს ცოდვილთა და მართალთა სულები? რა გითხრათ ამის შესახებ? ეკლესია მოგვი-წოდებს - მოვასწროთ, ძმანო, სიკვდილამდე მონანიება, ვინაიდან ჩვენი ცხოვრება ხანმოკლეა, ტანჯვა კი გრძელი. აღსასრული ახლოსაა, შიში და ძრწოლა - განუზომელი, რადგან იქ შენდობა არ არის. დაფიქრდით, რაოდენ საშინელია ცოდვილთა ყოფა ჯოჯოხეთში. ამქვეყნად ცხოვრებისას მათ დაივიწყეს უფლის შიში, არ აღასრულეს უფლის მცნებები, ახლა კი ჯოჯოხეთში არიან, ევედრებიან ღმერთს ყოფის სულ მცირედ შემსუბუქებას მაინც, მაგრამ საშველი არ აქვთ. ამიტომ მოთქვამენ ჯოჯოხეთის ქვესკნელში, იხსენებენ თავიანთ ცოდვებს - სიზარმაცეს, მუცელღმერთობას, ხორციელ დაცემას და მრავალგვარ ბოროტ ქმედებას, ნანობენ, მაგრამ შენდობას ვერ იღებენ, რადგან გარდაცვალების შემდეგ შენდობა არ არსებობს.

   როგორ ცხოვრობენ იმქვეყნად მართალნი?

   ღვთის სიტყვა ამბობს, ნეტარნი არიან გარდაცვლილი მართალნი და ჩვილნი. ვინაიდან ჩვენთვის სიკვდილი მძიმეა, მათთვის კი - მალხი-ნებელი. სააქაოს ჩვენ ყველას გვეშინია, ისინი კი საიქიოს ხარობენ. ჩვენ აქ წინასწარ ვგრძნობთ წამების დასაწყისს, ისინი კი იქ ნეტარებით ცხოვნდებიან. ისინი თითქოს გვაუწყებენ: „ანგელოზებმა მშვიდობიანად გაყარეს ჩვენი სულები სხეულებს, დაუბრკოლებლად გადავლახეთ ზეციური საზვერეები. ეშმაკებმა ვერ აღმოაჩინეს ჩვენში ის, რასაც ეძებდნენ და იმედოვნებდნენ. როდესაც იხილეს ჩვენი განუხრწნელი სხეულები - შერცხვათ, როდესაც იხილეს ჩვენი მართალი სულები - თავი დაგვანებეს, როდესაც იხილეს წაუბილწავი ენები - დადუმდნენ. ჩვენ შევძელით, განვშორებოდით მათ, ვადიდე-ბდით ღმერთს და ვამბობდით: „კურთხეულია უფალი, რადგან მათ კბილებში არ ჩაგვაგდო და გაგვათავისუფლა მათი კლანჭებიდან. გვეუბნებოდნენ ანგელოზები და ხარობდნენ ჩვენს გამო, გვესალ-მებოდნენ მართალნი, ნუგეშისცემულნი იყვნენ ღვთისმოსავნი და ამბობდნენ - „კარგად ჰქმენით, ღვთის შვილნო, რომ მოხვედით და დაიმკვიდრეთ სამუდამო სასუფეველი."

   როგორც ხედავთ, ძმანო, როგორც კი ცოდვილი სული გაეყრება სულს, ბნელში აღმოჩნდება, უფლისაგან განშორებული ინანიებს ცოდვებს და დარდობს, მართალთა სულები კი ნათელში არიან და სამუდამოდ განისვენებენ. რა დასკვნა შეიძლება გამოვიტანოთ აქე-დან? ცოდვილთამაგვარი ყოფის ასაცილებლად საიქიო ცხოვრებაში, უნდა დავფიქრდეთ იმაზე, თუ რა გახდა მათი უფალთან დაშორების მიზეზი, უნდა დავფიქრდეთ სამუდამო წყვდიადზე, იმ სატანჯ-ველებზე, რომელშიც ცოდვილნი იმყოფებიან, უნდა დავფიქრდეთ მათ უნაყოფო სინანულზე და ამავე დროს, ვიფიქროთ სასუფეველზე, სადაც, წმიდა ეფრემ ასურის თქმით, თვალშეუდგამი ნათელი და ენით გამოუთქმელი სიხარულია, სადაც არ არსებობს დრტვინვა, სიკვდილი, მწუხარება, ზრუნვა, მაგრამ არის მშვიდობა, ნუგეში, სიხარული, ისმის მედღესასწაულეთა ხმა, აქ შეიძლება ამოუცნობი სიბრძნის შემეცნება, აქ შეიძლება იხილო ურიცხვ ანგელოზთა დასი, მოციქულთა საყდარნი, წინასწარმეტყველთა პირველსამყოფელნი, პატრიარქთა კვერთხები, წამებულთა გვირგვინები, მართალთა ქებანი. აქ დავანებულია ჯილდო და გამზადებულია ადგილი ყოველივეს საწყისისა, ძალაუფლებისა და წესისა (სიტყვა თქმული უფლის მეო-რედ მოსვლის შესახებ). ასეთია წმინდანთა ნეტარება, დაუღამებელი დღეები ღვთის სასუფევლისა. ვისმინოთ ყოველივე ეს, მივსდიოთ წმიდანთა კვალს და დავიმკვიდროთ ზეციური სასუფეველი. „ეძიებდეთ და ჰპოვებდეთ", ამინ.

 

 

„სვინაქსარი". ტომი 2. 

 

 


 


  • მთავარი
  • -- ახალი ამბები
  • -- მნიშვნელოვანი თემები
  • -- კალენდარი
  • -- ქრისტიანული ოჯახი
  • -- მართმადიდებელი ეკლესია
  • -- მართმადიდებლული კატეხიზმო
  • -- ლოცვა
  • -- წმ. მამათა საგანძურიდან
  • -- წერილები სულიერ შვილებს
  • -- წმიდათა ცხოვრება
  • -- რელიგიური ცდომილებანი
  • -- მხილებითი ღვთისმეტყველება
  • -- იდეოლოგიური ცდომილებანი
  • -- თანამედროვე მამები
  • -- ძველი აღთქმის ისტორიიდან
  • -- უახლესი ისტორიიდან
  • -- საეკლესიო სამართალი
  • -- ჭეშმარიტი სასწაულები
  • -- საცდურები
  • -- შეიცანი ჟამი
  • -- კითხვა-პასუხი
  • -- სხვადასხვა
  • -- რუსულენოვანი გვერდი
  • -- ინგლისურენოვანი გვერდი
  • კონტაქტი
  • წმ. ნინო
  • წმ. გიორგი
  • წმ. ვახტანგ გორგასალი
  • წმ. დავით აღმაშენებელი
  • წმ. თამარ მეფე
  • წმ. აცამეტი ასურელი მამა
  • წმ. გრიგოლ ხანძთელი
  • წმ. აბო თბილელი
  • წმ. ქეთევან წამებული
  • წმ. შუშანიკი
  • წმ. არგვეთის მთავარნი დავითი და კონსტანტინე
  • წმ. შალვა, ბიძინა, ელისბარი
  • წმ. ნიკოლოზი
  • წმ. სპირიდონ ტრიმიფუნტელი
  • წმ. მაქსიმე აღმსარებელი
  • წმ. მარკოზ ეფესელი
  • წმ. დავით გარეჯელი
  • წმ. შიო მღვიმელი
  • წმ. იოანე ზედაზნელი
  • წმ. ანტონ მარტმყოფელი
  • წმ. ისე წილკნელი
  • წმ. აბიბოს ნეკრესელი
  • წმ. ზენონ იყალთოელი
  • წმ. ისიდორე სამთავრელი
  • წმ. ამბა იოსებ ალავერდელი
  • წმ. ნეოფიტე ურბნელი
  • წმ. პიროს ბრეთელი
  • აბსურდიზმი
  • ჰუმანიზმი
  • ნიჰილიზმი
  • დარვინიზმი
  • მარქსიზმი
  • ევოლუციონიზმი
  • ახალი ადამიანი
  • მასობრივი კულტურა
  • რევოლუციის სახეობები
  • სპირიტიზმი
  • მაგია, მისნობა, ჯადოქრობა
  • უნია
  • ანტიქრისტე
 
მობ: 591 97 04 90
2012 Xareba.net

Сайт работает под управлением DataLife Engine