xareba
 
  • ნაყროვანება
  • სიძვა
  • ვერცხლისმოყვარეობა
  • მრისხანება
  • მწუხარება
  • ჭმუნვა
  • ცუდმედიდობა
  • ამპარტავნება
  • თავშეკავება
  • უბიწოება
  • უპოვარება
  • სიმშვიდე
  • ნეტარი გლოვა
  • მღვიძარება
  • სიმდაბლე
  • სიყვარული
  • მარხვა
  • თავისუფლება
  • სიმდიდრე
  • სიძუნწე
  • სინდისი
  • სიკვდილი
  • მემთვრალეობა
  • ნარკომანია
  • სინანული
  • შური
  • ანტიმოდერნიზმი
  • მოდერნიზმი
  • ადოგმატიზმი
  • ეკუმენიზმი
  • პაპიზმი
  • პროტესტანტიზმი
  • ლიბერალიზმი
  • გლობალიზმი
  • იუდაიზმი
  • სექტანტიზმი
  • ორიგენიზმი
  • სრულიად მართლმადიდებელთა კრება
Xareba.net » რუბრიკები » საცდურები » როგორ უნდა მოიქცნენ მოზარდები იმ ადამიანებთან, რომლებიც მათ მშობლების ნების წინააღმდეგ მოქმედებას ასწავლიან
როგორ უნდა მოიქცნენ მოზარდები იმ ადამიანებთან, რომლებიც მათ მშობლების ნების წინააღმდეგ მოქმედებას ასწავლიან
3-03-2014, 00:01  / ამოსაბეჭდი ვერსია

როგორ უნდა მოიქცნენ მოზარდები იმ ადამიანებთან, რომლებიც მათ მშობლების ნების წინააღმდეგ მოქმედებას ასწავლიან

 

 

სიტყვა წმიდა ეფრემისა, არ დაემორჩილოთ ავშემგონებლებს

    მოზარდებო, დღეს თქვენ მოგმართავთ და აი, რას გეტყვით: ჩვენ ხშირად ვხედავთ, რომ გარს ბოროტი ადამიანები გარტყიათ, რომლებიც მშობლების ნების წინააღმდეგ წასვლისაკენ გიბიძგებენ, თქვენ კი მათ ემორჩილებით. თუ დაფიქრებულხართ, რატომ გაქვთ მუდმივი უსიამოვნება და კამათი მშობლებთან, რატომ არის უთანხმოება თქვენს ოჯახებში? რა თქმა უნდა, ავი და ბოროტი ადამიანების შეგონების გამო. ვთქვათ, შეხვდა ახალგაზრდა ვინმე ავ ადამიანს, რომელსაც თავისი ოჯახური პრობლემების შესახებ გაენდო. ბოროტი კაცი დაიწყებს ამ გაუგებრობათა გაზვიადებას და შვილს დედ - მამის წინააღმდეგ აამხედრებს. ცხადია, ამ შეხვედრის შემდეგ, ახალგაზრდა დაბრუნდება სახლში არა ისეთი, როგორიც სახლიდან გამოვიდა, არამედ შეცვლილი. ნელ - ნელა დაიწყებს ხმის ამაღლებას მშობლების წინააღმდეგ, შემდეგ კი ეს გაღვივებული ნაპერწკალი ცეცხლად გადაიქცევა, რაც საბოლოოდ შეიწირავს ოჯახის სიმშვიდესა და ბედნიერებას.

   აქედან გამომდინარე, მართებული იქნება თუ განერიდებით ადა-მიანებს, რომლებიც შეგაგონებენ - წინ აღუდგეთ მშობლების ნებას; განეშორეთ მათ, როგორც მომაკვდინებელ იარებს და როგორც ეფრემ ასური იტყოდა, უფლის შემწეობით, მხოლოდ ასეთ შემთხვევაში, გაექცევით ოჯახურ შფოთსა და საშინელ უბედურებას. შეიძლება იკითხოთ, როგორ განვერიდოთ ბოროტ ადამიანებს, რა მოვი-მოქმედოთ ამისთვის? ამაზე ახლავე გიპასუხებთ.

    ერთ კაცს ფრიად დამჯერი და ღირსეული ძე ჰყავდა. ერთ ბოროტ კაცს სურდა ეს უკანასკნელი მამას წაჩხუბებოდა და უთხრა:

- შემომფიცე, რომ ისე მოექცევი მამას, როგორც მე გასწავლი. გამოუცდელი ყმაწვილი არც კი დაეჭვებულა, ისე დადო ფიცი მის წინაშე. ბოროტმა კაცმა უთხრა:

- ახლავე წადი სახლში, ეჩხუბე მამაშენს და აწყენინე, ენით დაუკოდე გული და უტიფრად უყურე სახეში. იცოდე, რაც გითხარი, ყველაფერი შეასრულე, არ დაგავიწყდეს, რომ შემომფიცე.

    ახალგაზრდა მიხვდა რაშიც იყო საქმე და ბოროტის შემგონებელს უპასუხა:

- ვხედავ, შენ ცბიერი და ცრუ ადამიანი ხარ, მტრობ მამაჩემს და ჩემი სულის წარწყმედაც გსურს. იცოდე, ვერასოდეს მაცდუნებ ისე, როგორც ევა აცდუნა გველმა და შენი ბოროტი ცბიერებით ვერ ჩამადენინებ დანაშაულს. მძაგს შენი უღმერთო რჩევა და არასოდეს შევწყვეტ მამის მორჩილებას, ვინაიდან ცხონება მსურს. ჯვრის ძალით დავიცობ სასმენელს, რომ არ გავიგონო შენი სიტყვები და გავექცე შენს პირფერობას. მოციქული ასე გვასწავლის - განეშოროთ მზაკვარ ადამიანს და ევედრეთ ღმერთს, რათა არარა ბოროტი გეყოს თქუენ (2 კორ. 13, 7)".

    ასე რომ, ახალგაზრდებო, ერიდეთ ბოროტ ადამიანებს, მათ, ვინც გამხედრებთ მშობელთა წინააღმდეგ! თქვენ ისევე უნდა უპასუხოთ ამგვარებს, როგორც კეთილმა შვილმა უპასუხა ვერაგ მრჩეველს, რომელიც მამის ურჩობას შთააგონებდა. დაიცავით სასმენელნი და დაუყოვნებლივ განერიდეთ მათ, არ დაარღვიოთ უფლის მცნება მშობლების მორჩილების შესახებ და არ დაამციროთ თქვენში საღვთო მოწყალება. ღვთის სიტყვა ამბობს: მამის პატივსმცემელი შვილებით გაიხარებს და მისი ვედრების ჟამს შესმენილ იქნება. მამის მადიდებელი დღეგრძელი იქნება და უფლის მორჩილი თავის დედას შვებას მოუტანს. როგორც ბატონებს, ისე დაემორჩილება თავის მშობლებს. საქმით და სიტყვით პატივი ეცი მამას, რათა კურთხევა გადმოვიდეს შენზე (ზირ. 3, 5-118) გახსოვდეთ პავლე მოციქულის სიტყვები: ნუ სცთებით, რამეთუ გახრწნიან წესთა კეთილთა ზრახვანი ბოროტნი (1 კორ. 15, 33). მტკიცედ გახსოვდეთ, დაემორჩილეთ მშობლებს, რადგან უფლის მადლი და წყალობა მხოლოდ იმ ოჯახზე გადმოდის, მხოლოდ ისეთ ოჯახში ივანებენ უფლის ანგელოზები, სადაც უფროს - უმცროსობაა, სადაც ბავშვები არა მარტო სიტყვით, არამედ, საქმითაც ემორჩილებიან დედ - მამას. ამინ.

„სვინაქსარი". ტომი 2.


  • მთავარი
  • -- ახალი ამბები
  • -- მნიშვნელოვანი თემები
  • -- კალენდარი
  • -- ქრისტიანული ოჯახი
  • -- მართმადიდებელი ეკლესია
  • -- მართმადიდებლული კატეხიზმო
  • -- ლოცვა
  • -- წმ. მამათა საგანძურიდან
  • -- წერილები სულიერ შვილებს
  • -- წმიდათა ცხოვრება
  • -- რელიგიური ცდომილებანი
  • -- მხილებითი ღვთისმეტყველება
  • -- იდეოლოგიური ცდომილებანი
  • -- თანამედროვე მამები
  • -- ძველი აღთქმის ისტორიიდან
  • -- უახლესი ისტორიიდან
  • -- საეკლესიო სამართალი
  • -- ჭეშმარიტი სასწაულები
  • -- საცდურები
  • -- შეიცანი ჟამი
  • -- კითხვა-პასუხი
  • -- სხვადასხვა
  • -- რუსულენოვანი გვერდი
  • -- ინგლისურენოვანი გვერდი
  • კონტაქტი
  • წმ. ნინო
  • წმ. გიორგი
  • წმ. ვახტანგ გორგასალი
  • წმ. დავით აღმაშენებელი
  • წმ. თამარ მეფე
  • წმ. აცამეტი ასურელი მამა
  • წმ. გრიგოლ ხანძთელი
  • წმ. აბო თბილელი
  • წმ. ქეთევან წამებული
  • წმ. შუშანიკი
  • წმ. არგვეთის მთავარნი დავითი და კონსტანტინე
  • წმ. შალვა, ბიძინა, ელისბარი
  • წმ. ნიკოლოზი
  • წმ. სპირიდონ ტრიმიფუნტელი
  • წმ. მაქსიმე აღმსარებელი
  • წმ. მარკოზ ეფესელი
  • წმ. დავით გარეჯელი
  • წმ. შიო მღვიმელი
  • წმ. იოანე ზედაზნელი
  • წმ. ანტონ მარტმყოფელი
  • წმ. ისე წილკნელი
  • წმ. აბიბოს ნეკრესელი
  • წმ. ზენონ იყალთოელი
  • წმ. ისიდორე სამთავრელი
  • წმ. ამბა იოსებ ალავერდელი
  • წმ. ნეოფიტე ურბნელი
  • წმ. პიროს ბრეთელი
  • აბსურდიზმი
  • ჰუმანიზმი
  • ნიჰილიზმი
  • დარვინიზმი
  • მარქსიზმი
  • ევოლუციონიზმი
  • ახალი ადამიანი
  • მასობრივი კულტურა
  • რევოლუციის სახეობები
  • სპირიტიზმი
  • მაგია, მისნობა, ჯადოქრობა
  • უნია
  • ანტიქრისტე
 
მობ: 591 97 04 90
2012 Xareba.net

Сайт работает под управлением DataLife Engine