xareba
 
  • ნაყროვანება
  • სიძვა
  • ვერცხლისმოყვარეობა
  • მრისხანება
  • მწუხარება
  • ჭმუნვა
  • ცუდმედიდობა
  • ამპარტავნება
  • თავშეკავება
  • უბიწოება
  • უპოვარება
  • სიმშვიდე
  • ნეტარი გლოვა
  • მღვიძარება
  • სიმდაბლე
  • სიყვარული
  • მარხვა
  • თავისუფლება
  • სიმდიდრე
  • სიძუნწე
  • სინდისი
  • სიკვდილი
  • მემთვრალეობა
  • ნარკომანია
  • სინანული
  • შური
  • ანტიმოდერნიზმი
  • მოდერნიზმი
  • ადოგმატიზმი
  • ეკუმენიზმი
  • პაპიზმი
  • პროტესტანტიზმი
  • ლიბერალიზმი
  • გლობალიზმი
  • იუდაიზმი
  • სექტანტიზმი
  • ორიგენიზმი
  • სრულიად მართლმადიდებელთა კრება
Xareba.net » რუბრიკები » სხვადასხვა » მოღვაწეობის შედეგად
მოღვაწეობის შედეგად
11-01-2014, 23:04  / ამოსაბეჭდი ვერსია

მოღვაწეობის შედეგად

 

 

   ცხადია, ამქვეყნიური ცხოვრების დროს ბევრი ვერ ასწრებს, ან ვერ ახერხებს სრულყოფილების საფეხურზე ასვლას. ეს მხოლოდ დიდი წმინდანების ხვედრია. მოციქულის თქმით: „აწ ვიცი მცირედ, ხოლო მერმე ვინცა, ვითარცა შევემეცნე." (1 კორ. 13.12). მაგრამ ვის გუ-ლისხმობს და ვისი პირით საუბრობს აქ მოციქული? ნუთუ ეს სიტყვები მხოლოდ იშვიათ რჩეულებს ეკუთვნის?

   სახარებისეული სწავლების თანახმად, მარადიულობაში გადასვლის ჟამს სრულყოფილება შეიძლება მოიპოვოს მანაც, ვინც „მეთერთმეტე" ჟამს მოვალს, ვინც ვერ მოასწრებს დაასრულოს თავისი ამქვეყნიური მოღვაწეობა. ჩვენთვის ეს გარემოება უაღრესად მნიშვნელოვანია. რა უნდა იყოს უფრო მანუგეშებელი?!

   ვინ შეიძლება იმედოვნებდეს სიკვდილის შემდგომი სასწაუ-ლებრივი ნიჭების მიღებას? ცხადია, ეს მისი ხვედრია, ვინც შინაგანი ღვაწლით იმუშაკა. ე.ი. ვისაც სიკვდილის ჟამმა მიუსწრო მოღვა-წეობის პერიოდში და არა უდებებაში. ამ შემთხვევაში, სასწაულის იმედი არცთუ უსაფუძვლოა. უფალს შეუძლია გამარჯვება მიანიჭოს ადამიანს სიკვდილის ჟამს და შეიყვანოს იგი ცათა სასუფეველში. მოვუსმინოთ წმიდა მამებსა და თანამედროვე მოღვაწეებს ამ საკითხებთან დაკავშირებით.

   წმ. იოანე ოქროპირი ბრძანებს: „მოწამეთ ადამიანი არა მხოლოდ თავგანწირული სიკვდილით, არამედ სულიერი განწყობილებითაც ხდება; არა მხოლოდ მოღვაწეობის დასასრულს, არამედ განზრახ-ვისთვისაც იწნება მოწამეობრივი გვირგვინები".1 აქ წმინდანი მოწა-მეობრივ ღვაწლზე საუბრობს, მაგრამ, ბუნებრივია, ეს დამოკი-დებულება ლოცვის ღვაწლსაც და სხვა ღვაწლსაც მიესადაგება. წმინდანთა თხზულებებში ხშირად ვხვდებით მსგავს მოსაზრებას. „ღმერთი გულს უცქერს და განსჯის ადამიანის განზრახვისამებრ"2, - ამბობს ბარსანუფი დიდი. წმ. მაქსიმე აღმსარებელიც იმავე პათოსით საუბრობს: „ღმერთი ჩვენს მიერ გაკეთებულ საქმეს განწყობისამებრ აფასებს: ვაკეთებთ ამას ღვთისთვის, თუ სხვა მიზეზის გამო".3 „ღმერთი მეტწილად უყურებს განწყობას, ვიდრე ხორციელ საქმეს მოღვაწეობის დროს".4 თავად წმიდა წერილი გვმოძღვრავს: „... განმ-კითხველ გონებათა და ზრახვათა გულისათა" (ებრ. 4, 12); „რომელმანცა განანათლოს დაფარული იგი ბნელისა და განაცხადნეს ზრახვანი იგი გულისანი, და მაშინ ქებაჲ იყოს კაცად - კაცადისა ღმრთისა მიერ." (1 კორ. 4, 5).

   ასკეტური ცხოვრების წესი, დაფუძნებული თავშეკავების ღვაწლზე, აუცილებელია ცხონების ნებისმიერი მსურველისათვის. ცხადია, ძალისხმევის მიუხედავად, ყველა სრულად ვერ იმკის ცხოვრებაში თავისი ღვაწლის ნაყოფს. სრულყოფილება არ არის ყველასათვის მისაწვდომი, მაგრამ ღირსი ნილოს სორელის თქმით, „სრულყო-ფილების სიყვარული და მისდამი ლტოლვა არათუ მიღწევადი, არამედ აუცილებელიცაა".5 ეს უაღრესად მნიშვნელოვანი მომენტია მამებისეულ სწავლებაში. ე.ი. სულიერი სრულყოფილების ნიჭი შეიძლება მოპოვებულ იქნეს მარადიულობაში გადასვლის ჟამს.

   ამრიგად, ღირსი ისიხიოსის თქმით, „გულთამხილველი ღმერთი ღვაწლის შედეგად ადამიანს სიკვდილის ჟამს ან სიკვდილის შემდეგ მისცემს მჭვრეტელობითი ლოცვის ნიჭს, რომლითაც, როგორც ალი ცეცხლისა, გაივლის საზვერეებს და მიიღებს თავის წილს წმინ-დანებთან ერთად იმედით აღვსილი მუშაკობის დასაგვირ-გვინებლად".6

   ვის უნდა ჰქონდეს ამ სასწაულის იმედი? ვინც თავისი წადილი საქმით დაამტკიცა, ვინც არ ელის ჯილდოს ამქვეყნად, ის მოიხვეჭს სულიწმიდის ნიჭებს მარადიულ ცხოვრებაში. ღირსი მაკარი დიდიც გვარწმუნებს: „მოღვაწეს, რომელიც თავის აღსასრულს თავგანწირული შინაგანი ღვაწლით ხვდება, შორსაც რომ იყოს წმიდა მამათა სრულყოფილებისაგან, სამართილანად აქვს უფლება იმედოვნებდეს სიკვდილის შემდგომ ღვთისაგან უმაღლესი მადლის მინიჭებას. ის, ვინც არ წყვეტს ლოცვით ღვაწლს, ვისი გულიც ეძებს განღმრთოებას, ვისი სულიც მუდმივად ილტვის ღვთისაკენ, უკვე იმყოფება ურ-თიერთობაში ღმერთთან".7

   მაგრამ ეს ყველაფერი მხოლოდ მრავალწლიანი დაუღალავი მოღვა-წეობის შედეგად მიიღწევა.

   ამრიგად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ იესოს ლოცვის მოხვეჭა მარა-დიულობის მოხვეჭის საწინდარია. ამიტომ, მიუხედავად ჩვენი უშედეგო და უსუსური ლოცვისა, არ დავკარგოთ იმედი, მო-შურნეობით განვაგრძოთ ლოცვის სწავლა, რათა გამოცდილების შე-დეგად ჩვენი არსების ბუნებად იქცეს ლოცვა.8

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

1Св. Иоанн Злотоуст. О Молитве иисосовой. М. 2011. Н. Новиков. გვ. 149.

2იქვე Варсануфий Великий. გვ. 149.

3იქვე Максим Исповедник. Творения. გვ. 112.

4იქვე Симеон Новый Богослов. Творения. გვ. 344.

5Нил Синайский. Флоровский Георгий. Восточные отцы V – VIII в. 2006. გვ. 211.

6Прп. Исихиос. Василий Поляномерульский. О Молитве Иисусовой. М. 1996. გვ. 345.

7Макарий Великий. О Молитве Иисусовой. Н. Новиков. М. 2011. გვ. 151.

8გამოყ. Путь умного делания. О Молитве Иисусовой. Н. Новиков. М. 2011.გვ. 152.

 

 

 

 

 

 

 

მოამზადა დეკანოზმა კონსტანტინე ჯინჭარაძემ  

 

 

 

 


  • მთავარი
  • -- ახალი ამბები
  • -- მნიშვნელოვანი თემები
  • -- კალენდარი
  • -- ქრისტიანული ოჯახი
  • -- მართმადიდებელი ეკლესია
  • -- მართმადიდებლული კატეხიზმო
  • -- ლოცვა
  • -- წმ. მამათა საგანძურიდან
  • -- წერილები სულიერ შვილებს
  • -- წმიდათა ცხოვრება
  • -- რელიგიური ცდომილებანი
  • -- მხილებითი ღვთისმეტყველება
  • -- იდეოლოგიური ცდომილებანი
  • -- თანამედროვე მამები
  • -- ძველი აღთქმის ისტორიიდან
  • -- უახლესი ისტორიიდან
  • -- საეკლესიო სამართალი
  • -- ჭეშმარიტი სასწაულები
  • -- საცდურები
  • -- შეიცანი ჟამი
  • -- კითხვა-პასუხი
  • -- სხვადასხვა
  • -- რუსულენოვანი გვერდი
  • -- ინგლისურენოვანი გვერდი
  • კონტაქტი
  • წმ. ნინო
  • წმ. გიორგი
  • წმ. ვახტანგ გორგასალი
  • წმ. დავით აღმაშენებელი
  • წმ. თამარ მეფე
  • წმ. აცამეტი ასურელი მამა
  • წმ. გრიგოლ ხანძთელი
  • წმ. აბო თბილელი
  • წმ. ქეთევან წამებული
  • წმ. შუშანიკი
  • წმ. არგვეთის მთავარნი დავითი და კონსტანტინე
  • წმ. შალვა, ბიძინა, ელისბარი
  • წმ. ნიკოლოზი
  • წმ. სპირიდონ ტრიმიფუნტელი
  • წმ. მაქსიმე აღმსარებელი
  • წმ. მარკოზ ეფესელი
  • წმ. დავით გარეჯელი
  • წმ. შიო მღვიმელი
  • წმ. იოანე ზედაზნელი
  • წმ. ანტონ მარტმყოფელი
  • წმ. ისე წილკნელი
  • წმ. აბიბოს ნეკრესელი
  • წმ. ზენონ იყალთოელი
  • წმ. ისიდორე სამთავრელი
  • წმ. ამბა იოსებ ალავერდელი
  • წმ. ნეოფიტე ურბნელი
  • წმ. პიროს ბრეთელი
  • აბსურდიზმი
  • ჰუმანიზმი
  • ნიჰილიზმი
  • დარვინიზმი
  • მარქსიზმი
  • ევოლუციონიზმი
  • ახალი ადამიანი
  • მასობრივი კულტურა
  • რევოლუციის სახეობები
  • სპირიტიზმი
  • მაგია, მისნობა, ჯადოქრობა
  • უნია
  • ანტიქრისტე
 
მობ: 591 97 04 90
2012 Xareba.net

Сайт работает под управлением DataLife Engine