xareba
 
  • ნაყროვანება
  • სიძვა
  • ვერცხლისმოყვარეობა
  • მრისხანება
  • მწუხარება
  • ჭმუნვა
  • ცუდმედიდობა
  • ამპარტავნება
  • თავშეკავება
  • უბიწოება
  • უპოვარება
  • სიმშვიდე
  • ნეტარი გლოვა
  • მღვიძარება
  • სიმდაბლე
  • სიყვარული
  • მარხვა
  • თავისუფლება
  • სიმდიდრე
  • სიძუნწე
  • სინდისი
  • სიკვდილი
  • მემთვრალეობა
  • ნარკომანია
  • სინანული
  • შური
  • ანტიმოდერნიზმი
  • მოდერნიზმი
  • ადოგმატიზმი
  • ეკუმენიზმი
  • პაპიზმი
  • პროტესტანტიზმი
  • ლიბერალიზმი
  • გლობალიზმი
  • იუდაიზმი
  • სექტანტიზმი
  • ორიგენიზმი
  • სრულიად მართლმადიდებელთა კრება
Xareba.net » რუბრიკები » სხვადასხვა » უკურნებელ სნეულებს
უკურნებელ სნეულებს
25-01-2014, 00:02  / ამოსაბეჭდი ვერსია

უკურნებელ სნეულებს

 

 

წმინდა გრიგოლის სიტყვა მართალთა გარდაცვალების შესახებ

 

   ამქვეყნად უკურნებლად სნეულია მრავალი, ვისთვისაც თითქმის უსარგებლოა ექიმთა დახმარება, რაც თავადაც გაცობიერებული აქვთ და დღიდან დღემდე სიკვდილს მოელიან მხოლოდ. რით ვანუგეშოთ საბრალონი? რა შეგონება შევთავაზოთ? უპირველესად აი, რა ვუთხრათ:

  წმინდა გრიგოლი მართალთა გარდაცვალების შესახებ ამბობს: „ცხოვრობდა მავანი მონა, ქონებით უპოვარი, მაგრამ მდიდარი კეთილი საქმეებით. დიდხანს ავადმყოფობდა იგი და მისი სნეულება იმგვარი იყო, რომ არათუ წამოჯდომა არ შეეძლო სარეცელზე, არამედ გვერდსაც კი ვერ იცვლიდა და ხელიც კი ვერ მიჰქონდა ბაგესთან. დედა და ძმები უვლიდნენ მას, ხოლო კეთილი ადამიანები ქრისტეს სახელით მოწყალებას უგზავნიდნენ, რასაც იგი, თავის მხრივ, დედისა და ძმების ხელით უპოვართ ურიგებდა. უწიგნური იყო, მაგრამ საღვთო ტექსტების მოსმენა უყვარდა. ამიტომ შეიძინა წიგნები და დიდი ყურადღებით უსმენდა, რასაც უკითხავდნენ - ამით ნუგეშს ჰპოვებდა თავის ავადობაში, და მოუკლებლად ადიდებდა ღმერთს. როდესაც სიკვდილის ჟამი მოუახლოვდა, გალობა და ღვთის დიდება წამოიწყო და მის სანახავად მოსულებიც გალობაც მიიწვია. და აი, როდესაც საერთო გალობა გაისმა, მან უცებ დააჩუმა ყველანი და წამოიძახა:

   - ჩუმად, ჩუმად! ნუთუ არ გესმით, რა გასაოცარი გალობა ისმის ზეციდან!

   ამ სიტყვებით აღესრულა. მისი ღარიბული სამყოფელი ცხედრიდან მომავალმა სურნელებამ აავსო, და ყველამ ადიდა ღმერთი.

  აი, სნეულნო, შეგონება, ნუგეში, გამხნევება თქვენთვის! როგორც ხედავთ, წმინდა გრიგოლი შეგაგონებთ, რომ თქვენც, მიუხედავად სნეულებისა, შეგიძლიათ მოყვასს ესა თუ ის სიკეთე გაუკეთოთ და, გარდა ამისა, ასე თუ ისე შეგიძლიათ ღვთის სიტყვაც შეისწავლოთ. ნუგეშს ჰპოვებთ მით, რომ სიკეთის ქმნის და უფლის სიტყვის შესწავლის საზრაურად ქრისტიანულ, უმტკივნეულო, შეურცხვენელ, მშვიდ აღსასრულს და ქრისტეს საშინელ სამსჯავროზე კეთილ განაჩენს ეღირსებით. ხოლო გაგამხნევებთ წმინდა გრიგოლის სიტყვები მით, რომ გამცნობთ: სიკვდილის გზით თქვენ გადახვალთ იმ წმინდა ქალაქში, ახალ იესრუსალიმში, რომელიც ციდან ეშვება, შემკული, ვით სძალი თავისი ქმრისათვის; ქალაქში, რომელსაც არ სჭირდებაარც მზე, არცთუ მთვარე, რადგანაც ღვთის დიდება გაანათებს მას და კრავია მისი ლამპარი (აპოკ. 21, 1. 2.23). რომ სიკვდილის შემდეგ გადახვალთ ქალაქში, სადაც ჩამოგეხსნებათ ყოველივე მიწიერი ტვირთი, და ღმერთმა აჴოცოს ყოველივე ცრემლი თუალთაგან მათთა, და სიკუდილი არღარა იყოს, არცა გლოვაჲ, არცა ღაღადებაჲ, არცა ტკივილი, რამეთუ პირველნი იგი წარჴდეს(აპოკ. 21, 4). ამინ.

 

 

„სვინაქსარი". ტომი I. 


 

 



  • მთავარი
  • -- ახალი ამბები
  • -- მნიშვნელოვანი თემები
  • -- კალენდარი
  • -- ქრისტიანული ოჯახი
  • -- მართმადიდებელი ეკლესია
  • -- მართმადიდებლული კატეხიზმო
  • -- ლოცვა
  • -- წმ. მამათა საგანძურიდან
  • -- წერილები სულიერ შვილებს
  • -- წმიდათა ცხოვრება
  • -- რელიგიური ცდომილებანი
  • -- მხილებითი ღვთისმეტყველება
  • -- იდეოლოგიური ცდომილებანი
  • -- თანამედროვე მამები
  • -- ძველი აღთქმის ისტორიიდან
  • -- უახლესი ისტორიიდან
  • -- საეკლესიო სამართალი
  • -- ჭეშმარიტი სასწაულები
  • -- საცდურები
  • -- შეიცანი ჟამი
  • -- კითხვა-პასუხი
  • -- სხვადასხვა
  • -- რუსულენოვანი გვერდი
  • -- ინგლისურენოვანი გვერდი
  • კონტაქტი
  • წმ. ნინო
  • წმ. გიორგი
  • წმ. ვახტანგ გორგასალი
  • წმ. დავით აღმაშენებელი
  • წმ. თამარ მეფე
  • წმ. აცამეტი ასურელი მამა
  • წმ. გრიგოლ ხანძთელი
  • წმ. აბო თბილელი
  • წმ. ქეთევან წამებული
  • წმ. შუშანიკი
  • წმ. არგვეთის მთავარნი დავითი და კონსტანტინე
  • წმ. შალვა, ბიძინა, ელისბარი
  • წმ. ნიკოლოზი
  • წმ. სპირიდონ ტრიმიფუნტელი
  • წმ. მაქსიმე აღმსარებელი
  • წმ. მარკოზ ეფესელი
  • წმ. დავით გარეჯელი
  • წმ. შიო მღვიმელი
  • წმ. იოანე ზედაზნელი
  • წმ. ანტონ მარტმყოფელი
  • წმ. ისე წილკნელი
  • წმ. აბიბოს ნეკრესელი
  • წმ. ზენონ იყალთოელი
  • წმ. ისიდორე სამთავრელი
  • წმ. ამბა იოსებ ალავერდელი
  • წმ. ნეოფიტე ურბნელი
  • წმ. პიროს ბრეთელი
  • აბსურდიზმი
  • ჰუმანიზმი
  • ნიჰილიზმი
  • დარვინიზმი
  • მარქსიზმი
  • ევოლუციონიზმი
  • ახალი ადამიანი
  • მასობრივი კულტურა
  • რევოლუციის სახეობები
  • სპირიტიზმი
  • მაგია, მისნობა, ჯადოქრობა
  • უნია
  • ანტიქრისტე
 
მობ: 591 97 04 90
2012 Xareba.net

Сайт работает под управлением DataLife Engine