xareba
 
  • ნაყროვანება
  • სიძვა
  • ვერცხლისმოყვარეობა
  • მრისხანება
  • მწუხარება
  • ჭმუნვა
  • ცუდმედიდობა
  • ამპარტავნება
  • თავშეკავება
  • უბიწოება
  • უპოვარება
  • სიმშვიდე
  • ნეტარი გლოვა
  • მღვიძარება
  • სიმდაბლე
  • სიყვარული
  • მარხვა
  • თავისუფლება
  • სიმდიდრე
  • სიძუნწე
  • სინდისი
  • სიკვდილი
  • მემთვრალეობა
  • ნარკომანია
  • სინანული
  • შური
  • ანტიმოდერნიზმი
  • მოდერნიზმი
  • ადოგმატიზმი
  • ეკუმენიზმი
  • პაპიზმი
  • პროტესტანტიზმი
  • ლიბერალიზმი
  • გლობალიზმი
  • იუდაიზმი
  • სექტანტიზმი
  • ორიგენიზმი
  • სრულიად მართლმადიდებელთა კრება
Xareba.net » რუბრიკები » სხვადასხვა » უფლისა და მოყვასის სიყვარულის გარეშე ვერ გადარჩები
უფლისა და მოყვასის სიყვარულის გარეშე ვერ გადარჩები
20-01-2014, 00:01  / ამოსაბეჭდი ვერსია

უფლისა და მოყვასის სიყვარულის გარეშე ვერ გადარჩები

 

 

 

პატერიკის სიტყვიდან; ამბავი სამი ბერისა, ვინც სულიერ მამას თავიანთ საქმეთა შესახებ ეკითხებოდნენ, მოწყალება და სიყვარული კი არ გააჩნდათ

 

   უფალმა გვითხრა: შეიყუარო უფალი ღმერთი შენი ყოვლითა გულითა შენითა და ყოვლითა სულითა შენითა და ყოვლითა გონებითა შენითა. ესე არს დიდი და პირველი მცნებაჲ. და მეორე, მსგავსი ამისი: შეიყუარო მოყუასი შენი, ვითარცა თავი თჳსი (მათ. 22, 37-39). ეს სიტყვები ცხადად გვიჩვენებს, რომ სიყვარული ღვთისა და სიყვარული მოყვასისა განუყოფელია და რომ პირველი სრული არაა მეორის გარეშე. და მაინც, მრავალი მიიჩნევს, რომ მოყვასის სიყვარულის გარეშეც გადარჩებიან და რომ კმარა, უფლის სიყვარული დაამტკიცონ მარხვით, ლოცვითა და სხვა ღვაწლით, რაც მხოლოდ მათ შეეხებათ. ცდებიან ამგვარი ადამიანები: ვისაც მოყვასის სიყვარული არა აქვს, მას ღვთის სიყვარულიც არ გააჩნიათ და, ამდენად, ვერასოდეს გადარჩება.

   ოდესღაც სამი ბერი, რომლითაც გულში მოყვასის სიყვარული არ უღვიოდათ, მივიდა სულიერ ცხოვრებაში გამოცდილ წმინდა მამასთან და თავი მოჰქონდათ თავიანთი საქმეებით. პირველმა თქვა:

   - მე ზეპირად დავისწავლე მთელი ძველი და ახალი აღთქმა. რა მერგება ამისთვის?

   წმინდა მამამ მიუგო:

   - ჰაერი სიტყვებით აავსე, და მაინც, არა გაქვს სარგებელი შენი შრომისგან.

   პირველის შემდეგ მეორემ ჰკითხა:

   - ხოლო მე, მამაო, წმინდა წერილი სრულიად გადავიწერე საკუთრივ მოსახმარად!

   ბერმა უთხრა:

   - არც შენ გაქვს სარგებელი. მაშინ მესამემ წამოიძახა:

   - მე კი, მამაო, სასწაულებს ვახდენ!

   - არც შენ გაქვს სარგებელი, - უთხრა წმინდა მამამ, - რადგან შენც სიყვარული განაგდე შენგან.

   შემდეგ სამივეს მიუბრუნდა და თქვა:

   - თუკი სულის ხსნა გსურთ, გიყვარდეთ ყველა და სიყვარულს მოწყალება დაურთეთ, მაშინ გადარჩებით.

   ამგვარად, ძმანო, უწყოდეთ, რომ, ვისაც მოყვასი არ უყვარს, მასში არც ღვთის სიყვარული ცოცხლობს, და ამგვარი ადამიანი ვერ გადარჩება.უკუეთუ ვინმე თქუეს, ამბობს ქრისტეს საყვარელი მოწაფე, ვითარმედ მიყუარს ღმერთი და ძმაჲ თჳსი სძულდეს, მტყუარ არს, რამეთუ რომელსა არა უყუარდეს ძმაჲ თჳსი, რომელი იხილა, ღმერთი, რომელი არა უხილავს, ვითარ ძალ - უც შეყუარებად? და ესე მცნებაჲ მოვიღეთ მისგან, რაჲთა რომელსა უყუარდეს ღმერთი, უყუარდეს ძმაჲცა თჳსი (1 იოან. 4, 20-21). ამინ.

 

 

 

 

 

 

 

 

„სვინაქსარი". ტომი I.   

 

 


  • მთავარი
  • -- ახალი ამბები
  • -- მნიშვნელოვანი თემები
  • -- კალენდარი
  • -- ქრისტიანული ოჯახი
  • -- მართმადიდებელი ეკლესია
  • -- მართმადიდებლული კატეხიზმო
  • -- ლოცვა
  • -- წმ. მამათა საგანძურიდან
  • -- წერილები სულიერ შვილებს
  • -- წმიდათა ცხოვრება
  • -- რელიგიური ცდომილებანი
  • -- მხილებითი ღვთისმეტყველება
  • -- იდეოლოგიური ცდომილებანი
  • -- თანამედროვე მამები
  • -- ძველი აღთქმის ისტორიიდან
  • -- უახლესი ისტორიიდან
  • -- საეკლესიო სამართალი
  • -- ჭეშმარიტი სასწაულები
  • -- საცდურები
  • -- შეიცანი ჟამი
  • -- კითხვა-პასუხი
  • -- სხვადასხვა
  • -- რუსულენოვანი გვერდი
  • -- ინგლისურენოვანი გვერდი
  • კონტაქტი
  • წმ. ნინო
  • წმ. გიორგი
  • წმ. ვახტანგ გორგასალი
  • წმ. დავით აღმაშენებელი
  • წმ. თამარ მეფე
  • წმ. აცამეტი ასურელი მამა
  • წმ. გრიგოლ ხანძთელი
  • წმ. აბო თბილელი
  • წმ. ქეთევან წამებული
  • წმ. შუშანიკი
  • წმ. არგვეთის მთავარნი დავითი და კონსტანტინე
  • წმ. შალვა, ბიძინა, ელისბარი
  • წმ. ნიკოლოზი
  • წმ. სპირიდონ ტრიმიფუნტელი
  • წმ. მაქსიმე აღმსარებელი
  • წმ. მარკოზ ეფესელი
  • წმ. დავით გარეჯელი
  • წმ. შიო მღვიმელი
  • წმ. იოანე ზედაზნელი
  • წმ. ანტონ მარტმყოფელი
  • წმ. ისე წილკნელი
  • წმ. აბიბოს ნეკრესელი
  • წმ. ზენონ იყალთოელი
  • წმ. ისიდორე სამთავრელი
  • წმ. ამბა იოსებ ალავერდელი
  • წმ. ნეოფიტე ურბნელი
  • წმ. პიროს ბრეთელი
  • აბსურდიზმი
  • ჰუმანიზმი
  • ნიჰილიზმი
  • დარვინიზმი
  • მარქსიზმი
  • ევოლუციონიზმი
  • ახალი ადამიანი
  • მასობრივი კულტურა
  • რევოლუციის სახეობები
  • სპირიტიზმი
  • მაგია, მისნობა, ჯადოქრობა
  • უნია
  • ანტიქრისტე
 
მობ: 591 97 04 90
2012 Xareba.net

Сайт работает под управлением DataLife Engine