xareba
 
  • ნაყროვანება
  • სიძვა
  • ვერცხლისმოყვარეობა
  • მრისხანება
  • მწუხარება
  • ჭმუნვა
  • ცუდმედიდობა
  • ამპარტავნება
  • თავშეკავება
  • უბიწოება
  • უპოვარება
  • სიმშვიდე
  • ნეტარი გლოვა
  • მღვიძარება
  • სიმდაბლე
  • სიყვარული
  • მარხვა
  • თავისუფლება
  • სიმდიდრე
  • სიძუნწე
  • სინდისი
  • სიკვდილი
  • მემთვრალეობა
  • ნარკომანია
  • სინანული
  • შური
  • ანტიმოდერნიზმი
  • მოდერნიზმი
  • ადოგმატიზმი
  • ეკუმენიზმი
  • პაპიზმი
  • პროტესტანტიზმი
  • ლიბერალიზმი
  • გლობალიზმი
  • იუდაიზმი
  • სექტანტიზმი
  • ორიგენიზმი
  • სრულიად მართლმადიდებელთა კრება
Xareba.net » რუბრიკები » საცდურები » გაუწაფავნი თავს ნუ იდებენ ღვთის სიტყვის განმარტებას
გაუწაფავნი თავს ნუ იდებენ ღვთის სიტყვის განმარტებას
18-01-2014, 07:03  / ამოსაბეჭდი ვერსია

გაუწაფავნი თავს ნუ იდებენ ღვთის სიტყვის განმარტებას

 

 

 

სიტყვა პატერიკიდან მასზედ, თუ როგორ იღვაწოს მონაზონმა კეთილად

 

   წმინდა წერილის კითხვის მოყვარენი ხშირად სრულიად ურიდლად შეუდგებიან ხოლმე მის სიტყვათა განმარტებას. არ გირჩევდით, ძმანო, ამის კეთებას. ღვთის სიტყვა მრავლად შეიცავს ბოლომდე გაუცხადებელს, იდუმალს, მინიშნებულს და გამოუცნობს, და მის განმარტებას წმინდა მამათაგანაც კი ცოტანი თუ იდებდნენ თავს. ხოლო თუკი ვინმე განუსწავლელი და მხოლოდ ამპარტავნების გამო ჰკიდებს ხელს ამ საქმეს, იგი მძიმე ცოდვას სჩადის და მეტად საბრალოა.

   მავანმა ბერმა, როდესაც წმინდა წერილში წაიკითხა სიტყვები: (იოან. 6, 27), ჩათვალა, რომ ამ სიტყვათა მიხედვით, ადამიანმა უხორცო ანგელოზის მსგავსად უნდა იცხოვროს და რომ ცოდვაა საზრდოს მოსაპოვებლად ზრუნვა და საერთოდ, ხორციელი შრომა. უნდა ვიცოდეთ, რომ ეს სიტყვები უფალმა იესომ წარმოთქვა მის მიერ ხუთი პურით მრავალრიცხოვანი ხალხის დაპურებასთან დაკავშირებით. სასწაულებრივად დანაყრებული ხალხი მეორე დღეს იესოს დაეძებდა, სურდათ, სასწაული განმეორებულიყო. და აი, უფალმა შეაგონა ამის მსურველნი, რომ ამიერიდან ნუღარ მოელოდებოდნენ მისგან ხრწნადი საკვების მიღებას, რომელიც სასწაულებრივად მიეძღვნათ მათ წინადღეს, არამედ ეზრუნათ უხრწნელ საკვებზე, ანუ მასთან იდუმალ შეერთებაზე, რომელსაც ყველას აღირსებს უფალი თავისი სისხლისა და ხორცის საიდუმლოს მეშვეობით. მაგრამ ბერმა ეს ვერ გაიგო. არასწორად ესმოდა მას აგრეთვე უფლის მიერ მართასთვის თქმული: (ლუკ. 10, 41), და სხვა. ეწვია ერთხელაც იგი ღირს სილუანს სინას მთაზე და, დაინახა რა მისი მოწაფეები მომუშავენი, განიზრახა, შეეტყობინებინა ღირსი მამისა და მისი მოწაფეებისათვის წმინდა წერილის სიტყვების თავისეული მცდარი გაგება - ეთქვა მათთვის, რომ მუშაობა თითქოსდა ცოდვაა უფლის სიტყვისაებრ:იქმოდეთ ნუ საზრდე-ლსა წარსაწყმედელსა; ხოლო მარიამ კეთილი ნაწილი გამოირჩია. სხვას იქნებ კიდევაც დაეჯერებინა მისი უგუნური განმარტებისთვის, მაგრამ ღირსი სილუანი ბრძენი ადამიანი იყო, გარდა ამისა, ღვთის მადლითაც იყო განათლებული. იგი მიხვდა განმარტების უაზრობას და არამკითხე მასწავლებელს მალევე ასწავლა ჭკუა. იგი მიუბრუნდა თავის მოწაფეს ზაქარიას და უთხრა:

   - სტუმარი ცარიელ ოთახში შეიყვანე.

   მან მოსული დააბინავა. ამის შემდეგ ცოტა ხანში ბერები სადილად დასხდნენ. ოთახში განმატროებული სტუმარი ფანჯრიდან ხედავდა ამას და ფიქრობდა: „ახლა მეც დამიძახებენ." მაგრამ არავინ დაჰ-პატიჟა. შიმშილით შეწუხებულმა ვეღარ მოითმინა, გამოვიდა სენაკიდან, ღირს მამას მიუახლოვდა და ჰკითხა:

   - მამაო, საზრდელი მიიღეთ თუ არა?

   - მივიღეთ, - მიუგო წმინდა ბერმა.

   - რად არ მიხმეთ? - განაგრძობდა სტუმარი.

   - რად უნდა მოგვეხმე? შენ სულიერი ადამიანი ხარ და საკვები არ გჭირდება; ჩვენ კი ხორციელნი ვართ, საზრდელი გვესაჭიროება და ამიტომ ვმუშაობთ კიდევაც. თანაც, შენ ხომ თავად ამბობ საკუთარ თავზე, რომ კეთილი ნაწილი გამოგირჩევია. ასე რომ, იკითხე წიგნები და სულიერი სიტყვები დაგანაყრებს.

   შერცხვენილმა სტუმარმა, საბედნიეროდ, გაიგო თავისი შეცდომა და ფეხებში ჩაუვარდა ბერს. ღირსმა მამამ, ცხადია, შეუნდო მას და უთხრა:

   - ნუ დაივიწყებ, რომ ხორციელ შრომასაც სარგებელი მოაქვს.

   ამგვარად, ძმანო, გაფრთხილდით ღვთის სიტყვის განმარტებისას. იკითხეთ იგი, განისწავლეთ მასში, ჩაუღრმავდით წმინდა მამათა და სულიერ მწყემსთა მოცემულ განმარტებებს, მაგრამ ღმერთმა დაგიფაროთ ფიქრისგან, რომ თავად სხვებზე უკეთ შეგიძლიათ წმინდა წერილის განმარტება და საკუთარი თვითნებური განმარ-ტებების თავს მოხვევა სხვათათვის. ჩვენზე უფრო გონიერნიც და ათასწილად უფრო განსწავლულიც იყვნენ არიოზი, მაკედონიოსი, ნესტორი, ევტიხი და მათი მსგავსნი, მაგრამ სადამდე მივიდნენ უფლის სიტყვის თვითნებური განმარტების გამო? რამდენი სული დაღუპეს? ეს თავადაც მოგეხსენებათ. ასე რომ, კვლავ ვიმეორებ, გაფრთხილდით ღვთის სიტყვის განმარტებისას. ამინ.

 

 

 

 

„სვინაქსარი". ტომი I.  

 

 


 

 


  • მთავარი
  • -- ახალი ამბები
  • -- მნიშვნელოვანი თემები
  • -- კალენდარი
  • -- ქრისტიანული ოჯახი
  • -- მართმადიდებელი ეკლესია
  • -- მართმადიდებლული კატეხიზმო
  • -- ლოცვა
  • -- წმ. მამათა საგანძურიდან
  • -- წერილები სულიერ შვილებს
  • -- წმიდათა ცხოვრება
  • -- რელიგიური ცდომილებანი
  • -- მხილებითი ღვთისმეტყველება
  • -- იდეოლოგიური ცდომილებანი
  • -- თანამედროვე მამები
  • -- ძველი აღთქმის ისტორიიდან
  • -- უახლესი ისტორიიდან
  • -- საეკლესიო სამართალი
  • -- ჭეშმარიტი სასწაულები
  • -- საცდურები
  • -- შეიცანი ჟამი
  • -- კითხვა-პასუხი
  • -- სხვადასხვა
  • -- რუსულენოვანი გვერდი
  • -- ინგლისურენოვანი გვერდი
  • კონტაქტი
  • წმ. ნინო
  • წმ. გიორგი
  • წმ. ვახტანგ გორგასალი
  • წმ. დავით აღმაშენებელი
  • წმ. თამარ მეფე
  • წმ. აცამეტი ასურელი მამა
  • წმ. გრიგოლ ხანძთელი
  • წმ. აბო თბილელი
  • წმ. ქეთევან წამებული
  • წმ. შუშანიკი
  • წმ. არგვეთის მთავარნი დავითი და კონსტანტინე
  • წმ. შალვა, ბიძინა, ელისბარი
  • წმ. ნიკოლოზი
  • წმ. სპირიდონ ტრიმიფუნტელი
  • წმ. მაქსიმე აღმსარებელი
  • წმ. მარკოზ ეფესელი
  • წმ. დავით გარეჯელი
  • წმ. შიო მღვიმელი
  • წმ. იოანე ზედაზნელი
  • წმ. ანტონ მარტმყოფელი
  • წმ. ისე წილკნელი
  • წმ. აბიბოს ნეკრესელი
  • წმ. ზენონ იყალთოელი
  • წმ. ისიდორე სამთავრელი
  • წმ. ამბა იოსებ ალავერდელი
  • წმ. ნეოფიტე ურბნელი
  • წმ. პიროს ბრეთელი
  • აბსურდიზმი
  • ჰუმანიზმი
  • ნიჰილიზმი
  • დარვინიზმი
  • მარქსიზმი
  • ევოლუციონიზმი
  • ახალი ადამიანი
  • მასობრივი კულტურა
  • რევოლუციის სახეობები
  • სპირიტიზმი
  • მაგია, მისნობა, ჯადოქრობა
  • უნია
  • ანტიქრისტე
 
მობ: 591 97 04 90
2012 Xareba.net

Сайт работает под управлением DataLife Engine