xareba
 
  • ნაყროვანება
  • სიძვა
  • ვერცხლისმოყვარეობა
  • მრისხანება
  • მწუხარება
  • ჭმუნვა
  • ცუდმედიდობა
  • ამპარტავნება
  • თავშეკავება
  • უბიწოება
  • უპოვარება
  • სიმშვიდე
  • ნეტარი გლოვა
  • მღვიძარება
  • სიმდაბლე
  • სიყვარული
  • მარხვა
  • თავისუფლება
  • სიმდიდრე
  • სიძუნწე
  • სინდისი
  • სიკვდილი
  • მემთვრალეობა
  • ნარკომანია
  • სინანული
  • შური
  • ანტიმოდერნიზმი
  • მოდერნიზმი
  • ადოგმატიზმი
  • ეკუმენიზმი
  • პაპიზმი
  • პროტესტანტიზმი
  • ლიბერალიზმი
  • გლობალიზმი
  • იუდაიზმი
  • სექტანტიზმი
  • ორიგენიზმი
  • სრულიად მართლმადიდებელთა კრება
Xareba.net » რუბრიკები » სხვადასხვა » მაცხოვრის სიტყვებზე: სასუფეველი ცათაჲ იიძულების
მაცხოვრის სიტყვებზე: სასუფეველი ცათაჲ იიძულების
13-01-2014, 00:01  / ამოსაბეჭდი ვერსია

მაცხოვრის სიტყვებზე: სასუფეველი ცათაჲ იიძულების

 

 

შეგონება შრომასა და ზეციურ სასუფეველზე

 

   უფალი ამბობს: სასუფეველი ცათაჲ იიძულების; და რომელნი აიძულებდენ, მათ მიიტაცონ იგი (მათ. 11, 12). როგორ გავიგოთ ეს სიტყვები? ჩვენი აზრით, მეტად მარტივად შეიძლება მათი გაგება. იშრომე, იმუშავე საკუთარი სულის გადასარჩენად, ილოცე, თავშეკავებით იცხოვრე, შეასრულე შენი წოდების საქმენი, რაც გაკისრია, თავი გაიმდიდრე ქრისტიანული სათნოებებით და გადარჩები.

   შეგონებაში შრომასა და ზეციურ სასუფეველზე ვკითხულობთ: ნუ იზარმაცებთ, ძმანო, ხსნის საქმეში, და ნუ იქნებით თავშე-უკავებელნი, ვითარცა პირუტყვნი - მხოლოდ საკვებსა და სასმელზე ფიქრით შეპყრობილნი; რადგან არა მხოლოდ ამ ცხოვრებაში აგვირჩია ქრისტემ, არამედ ცათა სასუფეველში მოგვიწოდა და გვიჩვენა გზა, რომლითაც შევძლებთ იქ შესვლას. ნათქვამია, რომ მრავალი მწუხარების დათმენით გვიწევს ცათა სასუფეველში შესვლა და ვინც აიძულებს, იგი მიიტაცებს მას; და მიმტაცებელთა ეს ძალისხმევა სთნავს უფალს და იგი მარადიულ ცხოვრებას გვიძღვნის. უფალმა უწყის ჩვენი გული და ხედავს, როდის ვშრომობთ ფარისევლობის გარეშე მისთვის და საკუთარი ხსნისათვის, როდის მივისწრაფით ეკლესიისკენ, რათა გალობით ვადიდოთ ჩვენი შემოქმედი; როდის ვატარებთ დროს ლოცვებსა და მღვიძარებაში. და ასეთებს უფალი ანგელოზურ ღირსებაში აღამაღლებს. ამგვარ ადამიანებს, ვინც ცათა სასუფევლის მისაღწევად ძალას იხმევს, ღმერთი ცნობს, ვით მის მეგობრებს."

   ამგვარად, ძმანო, ცათა სასუფევლის მოსაპოვებლად ძალისხმევა არ ნიშნავს რამე განსაკუთრებულს, არამედ ეს გახლავთ ჩვენი უცვლელი სწრაფვა ცათა სასუფევლის მისაღწევად და მასთან დაკავშირებული გმირობა და შრომა. მრავალნი ამბობენ: „სული რომ იხსნა, ეს ამგვარად უნდა გესმოდეს, ის კი - იმგვარად," თავად კი ხსნის მოსაპოვებლად თითის განძრევაც არ სურთ. ამიტომ, ცათა სასუფევლის მოსაპოვებლად გულმოდგინე შრომისას ბევრს ნუ იფილოსოფოსებთ ფუჭად, არამედ მუდამ გახსოვდეთ აი, რა: იმქვეყნად, თუკი უბრალო ადამიანი ხარ, უფალი არ გკითხავს, რა ძალისხმევით მიიღწევა ცათა სასუფეველი, არამედ შეგეკითხება: იმისათვის, რომ სული გეხსნა, ასრულებდი თუ არა საკუთარ საქმეს პატიოსნად, გულმოდგინედ და ღვთისმოშიშებით, თუმც კი უბრალო მწყემსი იყავ? შრომობდი განა ღვთის სადიდებლად, მოყვასთა სასარგებლოდ და საკუთარი სულის გადასარჩენად? გიყვარდა განა ღმერთი ყველაზე მეტად, ხოლო მოყვასი - ვით თავი შენი? აი, რას გკითხავს ღმერთი.

   ამიტომ, ვეუბენით ყველას, იხმიეთ ძალი ცათა სასუფევლის მისაღწევად, მაგრამ ამ დროს ნურასდროს დაივიწყებთ, რომ უკუეთუ არა მოიქცეთ და იქმნნეთ, ვითარცა ყრმანი, ვერ შეხჳდეთ სასუფეველსა ცათასა (მათ. 18, 3). ამინ.

 

 

„სვინაქსარი". ტომი I.  

 

 


 

 



  • მთავარი
  • -- ახალი ამბები
  • -- მნიშვნელოვანი თემები
  • -- კალენდარი
  • -- ქრისტიანული ოჯახი
  • -- მართმადიდებელი ეკლესია
  • -- მართმადიდებლული კატეხიზმო
  • -- ლოცვა
  • -- წმ. მამათა საგანძურიდან
  • -- წერილები სულიერ შვილებს
  • -- წმიდათა ცხოვრება
  • -- რელიგიური ცდომილებანი
  • -- მხილებითი ღვთისმეტყველება
  • -- იდეოლოგიური ცდომილებანი
  • -- თანამედროვე მამები
  • -- ძველი აღთქმის ისტორიიდან
  • -- უახლესი ისტორიიდან
  • -- საეკლესიო სამართალი
  • -- ჭეშმარიტი სასწაულები
  • -- საცდურები
  • -- შეიცანი ჟამი
  • -- კითხვა-პასუხი
  • -- სხვადასხვა
  • -- რუსულენოვანი გვერდი
  • -- ინგლისურენოვანი გვერდი
  • კონტაქტი
  • წმ. ნინო
  • წმ. გიორგი
  • წმ. ვახტანგ გორგასალი
  • წმ. დავით აღმაშენებელი
  • წმ. თამარ მეფე
  • წმ. აცამეტი ასურელი მამა
  • წმ. გრიგოლ ხანძთელი
  • წმ. აბო თბილელი
  • წმ. ქეთევან წამებული
  • წმ. შუშანიკი
  • წმ. არგვეთის მთავარნი დავითი და კონსტანტინე
  • წმ. შალვა, ბიძინა, ელისბარი
  • წმ. ნიკოლოზი
  • წმ. სპირიდონ ტრიმიფუნტელი
  • წმ. მაქსიმე აღმსარებელი
  • წმ. მარკოზ ეფესელი
  • წმ. დავით გარეჯელი
  • წმ. შიო მღვიმელი
  • წმ. იოანე ზედაზნელი
  • წმ. ანტონ მარტმყოფელი
  • წმ. ისე წილკნელი
  • წმ. აბიბოს ნეკრესელი
  • წმ. ზენონ იყალთოელი
  • წმ. ისიდორე სამთავრელი
  • წმ. ამბა იოსებ ალავერდელი
  • წმ. ნეოფიტე ურბნელი
  • წმ. პიროს ბრეთელი
  • აბსურდიზმი
  • ჰუმანიზმი
  • ნიჰილიზმი
  • დარვინიზმი
  • მარქსიზმი
  • ევოლუციონიზმი
  • ახალი ადამიანი
  • მასობრივი კულტურა
  • რევოლუციის სახეობები
  • სპირიტიზმი
  • მაგია, მისნობა, ჯადოქრობა
  • უნია
  • ანტიქრისტე
 
მობ: 591 97 04 90
2012 Xareba.net

Сайт работает под управлением DataLife Engine