მთავარი > კითხვა-პასუხი > კითხვაზე პასუხი
კითხვაზე პასუხი2-11-2013, 13:31 |
გიორგის
შეკითხვა: მოძღვარო, გთხოვთ აგვიხსნათ, რა დატ-ვირთვა აქვს „ტატუ"
- ს, როდესაც ადამიანები ტატუს, იგივე „ნაკოლ-კა" - ს იხატავენ სხეულზე... ზოგიერთი
მათგანი სხვადასხვა რელიგიური კონფესიის წარმომადგენელია და ამბობს, რომ ეს ტრადიცია
აღმოსავლეთიდან მომდინარეობს, ზოგიერთი კი დედის, ან შეყვარებულის სახელს ამოიტვიფრავს
სხეულზე... რამდენად სწორია თუნდაც უწყინარი საგნის (მაგალითად, ყვავილის ან რაიმე
მსგავსის) ამოტვიფრვა, დახატვა სხეულზე?
პასუხი: ტატუირებას იდეოლოგიურ, რელიგიურ მნიშვნელობას ანიჭებენ აღმოსავლური კულტების წარმომადგენლები, აგრეთვე სატანისტები. სხვადასხვა გამოსახულებებით ისინი გარეგნულად თავის შინაგან მდგომარეობას გამოხატავენ. ცნობილია, რომ ქურდული სამყაროს წარმომადგენლებიც აქტიურად იყენებენ ამ საშუალებას. როგორც ჩანს, ეს არაჯანსაღი პათოსი საზოგადოების გარკვეულ წრეებში მოდათ იქცა. ტატუირებით იწონებენ თავს, იკეთებენ რეკლამას და ა. შ. მართლმადიდებლობისთვის ტატუირება ყოვლად მიუღებელია. ადამიანი ხატებაა ღვთისა. ის არ საჭიროებს ზედმეტ გამოსახულებებს სხეულზე. ყველა შეგნებული ქრისტიანი, რომელმაც თავის დროზე გაიკეთა ტატუირება, ნანობს თავის საქციელს და უგუნურ გატაცებად მიიჩნევს.
უკან დაბრუნება |