მთავარი > წმ. მამათა საგანძურიდან > პირფერობა და პირმოთნეობა
პირფერობა და პირმოთნეობა24-03-2014, 00:08 |
„არაფერი ისე სწრაფად და ადვილად არ დაგაზიანებს, როგორც პირფერობა" * * * „არ არსებობს იმაზე სასტიკი განსაცდელი, ვიდრე პირფერ ადამიანთან შეხვედრაა" წმიდა იოანე ოქროპირი
* * * „ვინც გეპირფერება, ის აშკარა მტერზე საშიშია შენთვის" * * * „პირფერს ენაზე თაფლი აქვს, გულში კი ღვარძლს ატარებს - სიტყვით მშვიდობას გპირდება, საქმით კი მახვილს გიმზადებს" წმიდა ტიხონ ზადონელი
* * * „ზოგიერთი ჩვენი სათნოების უკანა სახე მრავალ მანკიერებაზე უარესია" * * * „ისეც ხდება, რომ ზოგიერთი დიდებისათვის იმდაბლებს თავს" ამბა დოროთე
* * * „ზოგიერთს ბაგეზე მეზვერის სიტყვები აკერია, მაგრამ გული და აზრები ფარისევლისა აქვს" * * * „მრავალნი სიტყვით აღიარებენ ღმერთს, ზნეობით კი მასთან დაშორებულნი არიან" წმიდა გრიგოლ დიოლოღოსი
* * * „ზოგიერთი მზად არის, მთელ კაცობრიობას ძმასავით ჩაეხუტოს, მაგრამ ეს მხოლოდ სიტყვით, საქმით კი ძმასაც არ მოეხვევა" * * * „მლიქვნელებს ფუტკარივით ბაგეზე თაფლი აქვთ, პირში კი - ბოღმა" * * * „მძიმე მდგომარეობაა, როდესაც ბაგეზე სიწმინდეა, გულში კი უკანონობა და ბოროტება" ამბა ისაია
* * * „მიაჩვიე ენა, ის ილაპარაკოს, რაც გულში გაქვს" * * * „აშკარა მოტყუებაა, როდესაც ყველას სხვანაირად ექცევიან, ვიდრე ამბობენ და ბაგეებით პირდებიან" * * * „ნუ იქნები ორპირი, ანუ სიტყვით ერთს ამბობდე და გულში სხვა გქონდეს; რამეთუ ასეთი, წმიდა წერილის მიხედვით, წყევას ექვემდებარება" (ზირ. 28, 15) წმიდა მარკოზ მოსაგრე
* * * „ყოველთვის ისე მოიქეცი, რომ შენი ქმედებების მიზეზი საერთო წესით მთელ კაცობრიობას ემსახურებოდეს" * * * „კი არ უნდა გეჩვენებოდეს, არამედ სინამდვილეში ასე უნდა იყოს" * * * „ატარე სათნოების სახე, მაგრამ არა იმისათვის, რომ მოატყუო ისინი, ვინც გხედავენ, არამედ იმისათვის, რომ მათ სარგებლობა მოუტანო" წმიდა ნილოს სინელი უკან დაბრუნება |