მთავარი > წმიდათა ცხოვრება, ჭეშმარიტი სასწაულები, მთავარი გვედის ფოტო > ახალგაზრდა ზოსიმეს ბერმა უდაბნოში დამკვიდრების ნება არ მისცა და აუწყა, რომ ის ბაბილონის ეკლესიის ეპისკოპოსი გახდებოდა
ახალგაზრდა ზოსიმეს ბერმა უდაბნოში დამკვიდრების ნება არ მისცა და აუწყა, რომ ის ბაბილონის ეკლესიის ეპისკოპოსი გახდებოდა3-08-2020, 16:18 |
ბერმა ზოსიმემ მიატოვა ეპისკოპოსობა და ისევ თავის კელიას დაუბრუნდა. ის ძალიან დიდი მოღვაწე იყო. აი, რა გვიამბო მან: „ერთხელ, სიჭაბუკეში, სინას მთიდან ამონიაკში (ადგილი ლიბიაში) წავედი, მინდოდა იქ დავმკვიდრებულიყავი. უდაბნოში ერთი ძაძებით შემოსილი ბერი ვიხილე, მისალმებაც კი ვერ მოვასწარი, რომ ბერმა მითხრა: „ზოსიმე, რისთვის მოხვედი? დატოვე აქაურობა, აქ შენი დარჩენა არ შეიძლება!". ვიფიქრე, ალბათ საიდანღაც მიცნობს-მეთქი, მის წინ მუხლი მოვიდრიკე და ვკითხე: „მამაო! ღვთის გულისათვის, მითხარი, საიდან მიცნობ?" გაირკვა, რომ ორი დღის წინ გამოცხადებით ეუწყა: „შენთან მოვა მონაზონი ზოსიმე, არ მისცე აქ დარჩენის უფლება, რადგან მას ბაბილონის ეკლესია უნდა ჩავაბარო ეგვიპტეში".
იღუმენი მარკოზი (ლოზინსკი)
უკან დაბრუნება |