მთავარი > წმიდათა ცხოვრება, საცდურები, სინანული, მთავარი გვედის ფოტო > ცოდვით დაცემულმა ძმამ სასოწარკვეთა დაძლია, ღვთის მოწყალების იმედით აღვსილმა გულწრფელად შეინანა და გადარჩა
ცოდვით დაცემულმა ძმამ სასოწარკვეთა დაძლია, ღვთის მოწყალების იმედით აღვსილმა გულწრფელად შეინანა და გადარჩა17-09-2020, 15:52 |
ერთი ძმა, რომელიც ალექსანდრიის მონასტერში მოღვაწეობდა, ცოდვით დაეცა და დიდი მწუხარების გამო დემონებმა ის სასოწარკვეთილებამდე მიიყვანეს. მაგრამ ძმამ, როგორც გამოცდილმა მოღვაწემ, საკუთარ თავს შეუძახა: „მე მწამს ღვთის გულუხვობის, უფალი მოიღებს ჩემზე წყალობას". „საიდან უწყი, რომ ღმერთი წყალობას მოგმადლებს?" - ედავებოდნენ დემონები. „ვინ ხართ და რა თქვენი საქმეა ჩავიდინე თუ არა რაიმე?" უკუნეთისა და გეენის ნაშიერნო, თუკი უფალი მოწყალეა და კეთილი, თქვენ რა გეკითებათ?" - პასუხობდა მათ მონაზონი. ძმის სიტყვებით შეურაცხყოფილი დემონები, ბოლოს და ბოლოს, იმედგაცრუებულნი განეშორნენ მას. ღვთის მოწყალებას მინდობილმა მონაზონმა კი უფლის შეწევნით გულწრფელად შეინანა და გადარჩა.
იღუმენი მარკოზი (ლოზინსკი) წიგნიდან „მქადაგებლის პატერიკი"
უკან დაბრუნება |