მთავარი > წმ. მამათა საგანძურიდან, წმიდათა ცხოვრება, მთავარი გვედის ფოტო > მონაზვნებს, რომლებმაც აბბა ანტონისგან დამოძღვრა ითხოვეს, მაგრამ შეთავაზებულთაგან ერთის გაკეთება არ შეეძლოთ, ხოლო მეორის გაკეთების სურვილი არ ჰქონდათ, ბერი, როგორც უძლურებს, ფაფით გაუმასპინძლდა

მონაზვნებს, რომლებმაც აბბა ანტონისგან დამოძღვრა ითხოვეს, მაგრამ შეთავაზებულთაგან ერთის გაკეთება არ შეეძლოთ, ხოლო მეორის გაკეთების სურვილი არ ჰქონდათ, ბერი, როგორც უძლურებს, ფაფით გაუმასპინძლდა


23-02-2020, 00:02

მონაზვნებს, რომლებმაც აბბა ანტონისგან დამოძღვრა ითხოვეს, მაგრამ შეთავაზებულთაგან ერთის გაკეთება არ შეეძლოთ, ხოლო მეორის გაკეთების სურვილი არ ჰქონდათ, ბერი, როგორც უძლურებს, ფაფით გაუმასპინძლდა

 

   აბბა ანტონთან ძმები მივიდნენ და განუცხადეს: „გვითხარი სიტყვა, როგორ ვცხონდეთ". ბერმა მიუგო: „წმინდა წერილი ხომ მოგისმენიათ? თქვენთვის ეგეც საკმარისია". „მამაო, შენგანაც გვსურს მოვისმინოთ ამის შესახებ", - არ ცხრებოდნენ ძმები. მაშინ აბბა ანტონიმ უთხრა: „სახარება გვეუბნება: „ხოლო მე გეტყვი თქვენ: არა წინააღდგომად ბოროტისა, არამედ რომელმან გცეს შენ ყვრიმალსა მარჯვენასა, მიუპყარ მას ერთკერძოიცა" (მათ. 5, 39). ძმებმა მიუგეს: „ჩვენ მაგის შესრულება არ ძალგვიძს". ბერმა კვლავ დამოძღვრა: „თუ თქვენ მეორე ლოყის მიშვერა არ შეგიძლიათ, ერთში გარტყმა მაინც დაითმინეთ". „არც ეგ შეგვიძლია", - მიუგეს მათ. მაშინ წმინდა მამამ თავის მოწაფეს მიმართა: „ძმებს ფაფა მოუმზადე, რადგა ისინი სუსტები არიან". შემდეგ კი ძმებს მიუბრუნდა და განუცხადა: „თუკი ერთის გაკეთება არ ძალგიძთ და მეორის გაკეთების სურვილი არ გაგაჩნიათ, მე რას გიშველით? საჭიროა, რომ ილოცოთ!"

 

 

იღუმენი მარკოზი (ლოზინსკი)

წიგნიდან „მქადაგებლის პატერიკი"



უკან დაბრუნება