მთავარი > სხვადასხვა, მთავარი გვედის ფოტო > შემეცნება

შემეცნება


28-08-2018, 00:02

შემეცნება

 

   შემეცნების უმთავრესი ამოცანა ჭეშმარიტების შეცნობაა. იგივე სიყვარული ჭეშმარიტებისა, რომლის მოძიება და დაუფლება ადამიანის მთავარი ამოცანა ხდება. წმინდა წერილი ბრძანებს: „შეიცანი ჭეშმარიტება და ჭეშმარიტებამან განგათავისუფლნეს შენ" (ინ.).

   ჭეშმარიტების მოძიებისთვის შრომობს გონება, ნებასა და გულთან ერთად. შემეცნების მიზანი და საგანი მხოლოდ ჭეშმარიტება შეიძლება იყოს, ვინაიდან, ვინც იპოვა ღმერთი, მან ყველაფერი იპოვა.

   ღვთისშემეცნება განსხვავდება რაიმე საგნის შემეცნებისაგან. ამიტომ ღვთისშემეცნებას არა აქვს საზღვარი, ხოლო მისი საიდუმლოებანი ადამიანისათვის მთელი სისავსით მიუწვდომელია. ჩვენ შევიმეცნებთ ღმერთს მისივე მოქმედებითა და ჩვენზე მზრუნველობით, მაგრამ არ შეგვიძლია ღვთაებრივი არსის სრული წვდომა. იმისათვის, რომ შეიმეცნო და გაითავისო განცხადებული ჭეშმარიტება, რწმენასთან ერთად სარწმუნოებრივი საქმეებიც გვესაჭიროება. ამის გარეშე არ არსებობს ჭეშმარიტი შემეცნება.

   ღვთისშემეცნებაში ღვთისმეტყველება უნდა გაიმიჯნოს ცხონების სწავლებისაგან. თუ პირველს (ღვთისმეტყველებას) ცოდნით მივყავართ რწმენამდე, რწმენას კი ღვთის თაყვანისცემამდე, ცხონების სწავლებაში ღვთაებრივი სწავლება პირდაპირ რწმენით მიიღება და შემდგომ პიროვნება უღრმავდება მოძიებულ ჭეშმარიტებას.

 

 

 

 

დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე 

Xareba.net - ის რედაქცია 

 


უკან დაბრუნება