მთავარი > მნიშვნელოვანი თემები, სრულიად მართლმადიდებელთა კრება, მთავარი გვედის ფოტო > "ქორწინების საიდუმლო და მისი დამაბრკოლებელი მიზეზები" - ს შესახებ
"ქორწინების საიდუმლო და მისი დამაბრკოლებელი მიზეზები" - ს შესახებ3-09-2016, 00:07 |
15. დოკუმენტში „ქორწინების საიდუმლო და მისი დამაბრკოლებე-ლი მიზეზები" ვკითხულობთ: ა) „ქორწინება მართლმადიდებლებისა არამართლმადიდებლებთან იკრძალება კანონიკური აკრიბიის მიხედვით" (ტრულის კრების 72-ე კანონი). თითქოს არანაირი შენიშვნა არ უნდა გვქონდეს, მაგრამ შემდეგ ვკითხულობთ. ბ) თითოეული ავტოკეფალური მართლმადიდებლური ეკლესიის წმინდა სინოდი საეკლესიო იკონომიის პრაქტიკის გამოყენებას უნდა მიუდგეს საეკლესიო კანონთა პრინციპის შესაბამისად, სამოძღვრო განსჯის სულით, ადამიანის ცხონების მიზნით. ჩნდება სამართლიანი შეკითხვა: თუ შერეული ქორწინება იკრძალ-ება აკრიბიით ანუ რჯულის კანონის დოგმატური განსაზღვრებით, მაშინ როგორ შეიძლება ადგილობრივმა ეკლესიებმა ამ საკითხში იკონომიის პრინციპი გამოიყენონ? წმინდა მამების სწავლების თანახმად, დოგმატური საკითხების ჩამოყალიბების დროს უადგილოა იკონომია. „მოგეხსენებათ, იკონომია დროებითი დაშვებაა, გადახვევაა აკრიბიისაგან ადამიანის ცხონებისათვის, მაგრამ მისი გამოყენება დაუშვებელია ამგვარი სახის დოკუმენტის მიღების დროს. იგივე ეხება მარხვის საკითხსაც." - შენიშნა ნავჰაქტის მიტროპოლიტმა იერო-თეოსმა (ვლახოსი).(გაგრძელება...)
Xareba.net - ის რედაქცია უკან დაბრუნება |