მთავარი > წმიდათა ცხოვრება > ღირსი თეოდორე სტუდიელი

ღირსი თეოდორე სტუდიელი


17-07-2012, 11:27
ღირსი თეოდორე სტუდიელი
 ამ­ჯე­რად გი­ამ­ბობთ ორ ეპი­ზოდს უდი­დე­სი ღვთის რჩე­უ­ლის _ ღირ­სი თე­ო­დო­რე სტუ­დი­ე­ლის ცხოვ­რე­ბი­დან. ამ ამ­ბებ­მა, ვფიქ­რობ, უფ­რო მე­ტად უნ­და ნა­თელ­ყოს ეკ­ლე­სი­ა­ში ავ­ტო­რი­ტე­ტის ვი­ნა­ო­ბის სა­კით­ხი. თხრო­ბა რომ არ გა­მიგ­რძელ­დეს, წმინ­და­ნის ცხოვ­რე­ბას სრუ­ლი­ად არ გად­მოგ­ცემთ, თუმ­ცა ყვე­ლას გირ­ჩევთ, მას გა­ეც­ნოთ.
  ბი­ძამ, ნე­ტარ­მა პლა­ტონ­მა, რო­მე­ლიც დიდ­ხანს მო­საგ­რე­ობ­და ოლიმ­პის მთა­ზე, წმი­და თე­ო­დო­რეს და მის ძმებს უდაბ­ნო­ში მო­ნაზ­ვნუ­რი ცხოვ­რე­ბი­სა­კენ მო­უ­წო­და. ძმებ­მა მად­ლი­ე­რე­ბით მი­ი­ღეს სუ­ლი­ერ ცხოვ­რე­ბა­ში გა­მოც­დი­ლი ნა­თე­სა­ვის რჩე­ვა, და­ტო­ვეს კონ­სტან­ტი­ნო­პო­ლი, ოლიმ­პის მახ­ლობ­ლად დამ­კვიდ­რდნენ და წმი­და იო­ა­ნე ღვთის­მეტ­ყვე­ლის სა­ხე­ლო­ბის ეკ­ლე­სია აა­გეს. ტაძ­რის გარ­შე­მო თან­და­თან შე­მო­იკ­რი­ბა საძ­მო და და­არ­სდა მო­ნას­ტე­რი, რომ­ლის იღუ­მე­ნიც გახ­და ნე­ტა­რი პლა­ტო­ნი.
  რამ­დე­ნი­მე წლის ბე­რუ­ლი ცხოვ­რე­ბის შემ­დეგ ღირ­სი თე­ო­დო­რე სუ­ლი­ე­რი მოძ­ღვრის და­ჟი­ნე­ბუ­ლი თხოვ­ნით მღვდელ­მო­ნაზ­ვნად ეკურ­თხა. მოგ­ვი­ა­ნე­ბით, რო­ცა ნე­ტა­რი პლა­ტო­ნი მო­ნას­ტრის იღუ­მე­ნო­ბი­დან გა­დად­გა, საძ­მომ მის ნაც­ვლად ერ­თსუ­ლოვ­ნად აირ­ჩია თე­ო­დო­რე. იგი მო­ნას­ტრის ძმო­ბას რო­გორც კე­თილ­მსა­ხუ­რი ცხოვ­რე­ბით, ასე­ვე გულ­თბი­ლი მა­მობ­რი­ვი ქა­და­გე­ბე­ბი­თაც მოძ­ღვრავ­და.
 იმხა­ნად, 790 წლის დე­კემ­ბერ­ში, ტახტს ლე­ონ VII-ის ძე, ოცი წლის კონ­სტან­ტი­ნე და­ე­პატ­რო­ნა, მან მმარ­თვე­ლო­ბას ჩა­მო­ა­ცი­ლა დე­და, კე­თილ­მსა­ხუ­რი ირი­ნე, რო­მე­ლიც მე­უღ­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ ფაქ­ტი­უ­რად გა­ნა­გებ­და ქვე­ყა­ნას. Aა­ხალ­გაზ­რდა, ვნე­ბებს აყო­ლილ­მა იმ­პე­რა­ტორ­მა ძა­ლით აღ­კვე­ცა მო­ნაზ­ვნად თა­ვი­სი კა­ნო­ნი­ე­რი მე­უღ­ლე და ხორ­ცი­ე­ლი ნა­თე­სა­ვი თე­ო­დო­ტა შე­ირ­თო. ამ უკა­ნო­ნო­ბას ღმერ­თშე­მო­სი­ლი პატ­რი­არ­ქი ტა­რა­სი შე­ე­წი­ნა­აღ­მდე­გა. მან ჯვრის­წე­რა­ზე უა­რი გა­ნაც­ხა­და, ვი­ნა­ი­დან დამ­ნა­შა­ვე­თა სუ­ლე­ბი ქრის­ტეს თა­ნა­ზი­არ­ნი არ არი­ან. მემ­რუ­შე­ებ­თან წმი­და ტაძ­რის ერ­თი პრეს­ვი­ტე­რი და იკო­ნო­მო­სი იო­სე­ბი ახ­ლობ­ლობ­და. მან იკის­რა ახალ­გაზ­რდე­ბის ჯვრის­წე­რა და შე­ას­რუ­ლა კი­დეც ეს საქ­მე. ამით იო­სებ­მა და­არ­ღვია ღვთი­უ­რი და ადა­მი­ა­ნუ­რი კა­ნო­ნე­ბი. მა­ლე მე­ფეს სხვა დიდ­გვროვ­ნებ­მაც მი­ბა­ძეს, მა­გა­ლი­თად, ლან­გო­ბარ­დე­ბი­სა და გო­თე­ბის მე­ფე­ებ­მა. ისი­ნი თა­ვი­ან­თი მრუ­შუ­ლი კავ­ში­რე­ბის გა­მარ­თლე­ბას იმ­პე­რა­ტო­რის ქმე­დე­ბა­ში პო­უ­ლობ­დნენ.
   ყო­ვე­ლი­ვე ამის შემ­დეგ ღირ­სი თე­ო­დო­რე გა­ბე­დუ­ლად შე­უდ­გა სა­ეკ­ლე­სიო კა­ნო­ნე­ბი­სა და მარ­თლმორ­წმუ­ნე­თა ზნე­ო­ბის დაც­ვას. მან ყვე­ლა მო­ნას­ტერ­ში და­აგ­ზავ­ნა ეპის­ტო­ლე, რო­მელ­შიც იმ­პე­რა­ტო­რი კონ­სტან­ტი­ნე VI ქრის­ტი­ა­ნუ­ლი ქორ­წი­ნე­ბის შე­სა­ხებ საღ­ვთო დად­გე­ნი­ლე­ბის უგუ­ლე­ბელ­ყო­ფი­სათ­ვის ეკ­ლე­სი­ი­დან გან­კვე­თი­ლად გა­მო­აც­ხა­და. უს­ჯუ­ლო თვით­მპყრო­ბე­ლი ჯერ ლიქ­ნით ეცა­და წმი­და მა­მის გა­და­ბი­რე­ბას, მაგ­რამ რო­ცა ვე­რა­ფერს გახ­და, მხე­დარ­თა რაზმს უბ­რძა­ნა მო­ნას­ტრის დარ­ბე­ვა. ამის შემ­დეგ სას­ტი­კად ნა­წა­მე­ბი თე­ო­დო­რე და მი­სი თა­ნა­მო­საგ­რე­ე­ბი ქა­ლაქ თე­სა­ლო­ნიკ­ში გა­და­ა­სახ­ლეს, ყვე­ლა­ნი, დატ­ყვე­ვე­ბულ­ნი, ცალ-ცალ­კე და­ტო­ვეს. პყრო­ბი­ლე­ბა­შიც არ და­დუ­მე­ბუ­ლა ღირ­სი მა­მის მამ­ხი­ლე­ბე­ლი ხმა.
   თუ რა­ო­დენ შე­დე­გი­ა­ნი გა­მოდ­გა მსოფ­ლი­ოს­თვის წმი­და თე­ო­დო­რეს მოქ­მე­დე­ბა, აქ­ვე შეგ­ვიძ­ლია დავ­რწმუნ­დეთ: ხერ­სო­ნი­სა და ბოს­ფო­რის ქვეყ­ნებ­ში მოღ­ვა­წე ეპის­კო­პო­სებ­მა და პრეს­ვი­ტე­რებ­მა, აგ­რეთ­ვე, კე­თილ­მოღ­ვა­წე ბერ-მო­ნაზ­ვნებ­მა მი­სი ბრძო­ლა სა­ხა­რე­ბის სწავ­ლე­ბას­თან შე­თან­ხმე­ბუ­ლად მი­იჩ­ნი­ეს და მი­სი შე­მარ­თე­ბაც გა­ი­ზი­ა­რეს, ასე რომ, ამ შემ­თხვე­ვა­შიც ას­რულ­და წმი­და წე­რი­ლის სიტ­ყვე­ბი: `თქვენ­მან მან შურ­მან აღა­ბაძ­ვნა მრა­ვალ­ნი~ (2 კორ. 92). ღირ­სი თე­ო­დო­რეს მიმ­ბაძ­ვე­ლე­ბი უკ­ვე აღარ იღებ­დნენ შე­მო­სა­წირს მათ­გან, რომ­ლე­ბიც უმ­ცრო­სი კონ­სტან­ტი­ნეს მსგავ­სად იქ­ცე­ოდ­ნენ. მათ წმი­და ზი­ა­რე­ბი­სა­გან გა­ნა­ყე­ნებ­დნენ თე­ო­დო­რეს მიმ­დევ­რე­ბი. შემ­დეგ­ში ამ სა­სუ­ლი­ე­რო პი­რებ­საც შე­უ­ტი­ეს და ეკ­ლე­სი­ე­ბი­დან გა­აგ­დეს.  ათას­ნა­ი­რად შე­ა­ვიწ­რო­ვეს ისი­ნი მდევ­ნე­ლებ­მა. და მა­ინც: მთელ რო­მის იმ­პე­რი­ა­ში უს­ჯუ­ლო ქმე­დე­ბა­თა მი­მართ შიშ­მა და­ი­სად­გუ­რა, კე­თილ­მორ­წმუ­ნე­თა დევ­ნა თა­ვაშ­ვე­ბულ­თათ­ვის ერ­თგვარ ლა­გა­მად იქ­ცა და ბო­რო­ტე­ბის ნა­კა­დი შე­ნელ­და.
   ამ­გვა­რად, ღირ­სი თე­ო­დო­რე კი­დევ უფ­რო ცნო­ბი­ლი გახ­და არა მარ­ტო მახ­ლო­ბელ ქვეყ­ნებ­ში, არა­მედ მთელ მსოფ­ლი­ო­ში.
   ცო­ტა ხან­ში კონ­სტან­ტი­ნეს თა­ვი­სი­ვე ჯა­რი აუ­ჯან­ყდა. ახალ­გაზ­რდა მე­ფემ ორი­ვე თვა­ლი და­კარ­გა და ტახ­ტიც გა­მო­ე­ცა­ლა. კვლავ იმ­პე­რა­ტო­რი გახ­და დე­დო­ფა­ლი ირი­ნე. ამ კე­თილ­მსა­ხურ­მა დე­დამ ტყვე­ო­ბის­გან გა­ა­თა­ვი­სუფ­ლა წმი­და თე­ო­დო­რე, აღად­გი­ნა ურ­თი­ერ­თო­ბა პატ­რი­არქ ტა­რა­სის­თან, ხო­ლო პრეს­ვი­ტერ იო­სებს აუკ­რძა­ლა მღვდელ­მსა­ხუ­რე­ბა. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ დე­დო­ფა­ლი ორი­ვე წმინ­და­ნის _ პატ­რი­არქ ტა­რა­სი­სა და ღირ­სი თე­ო­დო­რეს მოქ­მე­დე­ბებს და­დე­ბი­თად აფა­სებ­და.
   ეკ­ლე­სი­ურ-ის­ტო­რი­უ­ლი ცხოვ­რე­ბის ამ მე­ტად სა­ყუ­რად­ღე­ბო მო­ნაკ­ვეთ­ში არის კი­დევ ერ­თი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ეპი­ზო­დი.
   რო­ცა კონ­სტან­ტი­ნე მე­ექ­ვსემ უკა­ნო­ნოდ შე­ირ­თო თე­ო­დო­ტა, მან კონ­სტან­ტი­ნო­პო­ლის პატ­რი­არქ ტა­რა­სის კა­ნო­ნი­ერ ცოლ­თან მა­რი­ამ­თან გან­ქორ­წი­ნე­ბა და ახალ მე­უღ­ლეს­თან ჯვრის­წე­რა მოს­თხო­ვა. პატ­რი­არ­ქი შე­წუხ­და და შე­ე­ვედ­რა იმ­პე­რა­ტორს, ასე არ მოქ­ცე­უ­ლი­ყო. Mმუ­და­რამ არ გაჭ­რა. იმ­პე­რა­ტო­რი და­ჟი­ნე­ბით ით­ხოვ­და მე­ო­რე ქორ­წი­ნე­ბის უფ­ლე­ბას. მა­შინ პატ­რი­არ­ქი ზი­ა­რე­ბი­სა­გან გან­ყე­ნე­ბით და­ე­მუქ­რა ხე­ლი­სუ­ფალს. Eეს უკა­ნას­კნე­ლი ღირ­სე­ულ­მა წი­ნა­აღ­მდე­გო­ბამ გა­ნა­რის­ხა და მიზ­ნის მი­საღ­წე­ვად მძი­მე დი­დე­ბა­საც კი არ მო­ე­რი­და: იმ­პე­რა­ტო­რი ეკ­ლე­სი­ა­ში ხატ­მებ­რძო­ლე­ბას, ერესს აღად­გენ­და, თუ სურ­ვილს არ შე­უს­რუ­ლებ­დნენ. დიდ­მა სა­შიშ­რო­ე­ბა­მაც ვერ მოდ­რი­კა პატ­რი­არ­ქი, იგი კვლავ უარ­ზე იდ­გა. Aამ დროს კონ­სტან­ტი­ნე მე­ექ­ვსეს მწედ მო­ევ­ლი­ნა რი­გი­თი სა­სუ­ლი­ე­რო პი­რი, კონ­სტან­ტი­ნო­პო­ლის ტაძ­რის ეკო­ნო­მო­სი, მღვდელ­მო­ნა­ზო­ნი იო­სე­ბი. მან არად ჩა­აგ­დო პატ­რი­არ­ქის გან­კარ­გუ­ლე­ბა და მემ­რუ­შე ხე­ლი­სუ­ფალს მე­ო­რედ დას­წე­რა ჯვა­რი.
   რო­გო­რი  რე­ა­გი­რე­ბა მო­ახ­დი­ნა ამა­ზე პატ­რი­არ­ქმა ტა­რა­სიმ?
   რა თქმა უნ­და, იგი პრინ­ცი­პუ­ლად კიც­ხავ­და, უკა­ნო­ნოდ მი­იჩ­ნევ­და იმ­პე­რა­ტო­რის საქ­ცი­ელს, მაგ­რამ სიტ­ყვი­ერ ბრალ­დე­ბას სჯერ­დე­ბო­და. მან გა­ით­ვა­ლის­წი­ნა იკო­ნო­მი­ის პრინ­ცი­პი და სჯუ­ლის კა­ნო­ნი­სა­მებრ არ მი­ი­ღო კონ­კრე­ტუ­ლი ზო­მე­ბი მე­ფის წი­ნა­აღ­მდეგ. პატ­რი­არ­ქმა შე­არ­ბი­ლა ეკ­ლე­სი­უ­რი კა­ნო­ნე­ბით ნა­კარ­ნა­ხე­ვი სიმ­კაც­რე, რა­თა შე­ე­კა­ვე­ბი­ნა გან­რის­ხე­ბუ­ლი, უფ­რო დი­დი ბო­რო­ტე­ბის ჩა­სა­დე­ნად ამარ­თუ­ლი იმ­პე­რა­ტო­რი. კონ­სტან­ტი­ნე მე­ექ­ვსე ხომ ხატ­მებ­რძო­ლო­ბის, ერე­სის გა­ნახ­ლე­ბით იმუქ­რე­ბო­და. სა­სუ­ლი­ე­რო ხე­ლი­სუ­ფალ­მა სა­ე­რო ხე­ლი­სუ­ფალ­თან და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა­ში იკო­ნო­მი­ით იხელ­მძღვა­ნე­ლა, აკ­რი­ვი­ის კა­ნო­ნის ზედ­მი­წევ­ნით დაც­ვას ამ­ჯო­ბი­ნა დრო­ე­ბით შე­ჩე­რე­ბუ­ლი­ყო, რა­თა არ და­ერ­ღვია ეკ­ლე­სი­ა­ში _  მშვი­დო­ბა, მრევ­ლში _  სიმ­შვი­დე.
   სულ სხვაგ­ვა­რად მოქ­მე­დებ­და ნე­ტა­რი თე­ო­დო­რე (პლა­ტონ­თან და ძმო­ბის სხვა წევ­რებ­თან ერ­თად) იმ­პე­რა­ტო­რის უკა­ნო­ნო ქორ­წი­ნე­ბის გა­მო.
   ფლო­რენ­ცი­ი­სა და კონ­სტან­ტი­ნო­პო­ლის კრე­ბე­ბის ის­ტო­რი­ამ ცხად­ყო, რომ სარ­წმუ­ნო­ებ­რივ სა­კით­ხებ­ში ცალ­კე­უ­ლი პი­როვ­ნე­ბე­ბის ზნე­ობ­რი­ვი ავ­ტო­რი­ტე­ტი ყო­ველ­თვის აღე­მა­ტე­ბო­და იე­რარ­ქის იუ­რი­დი­ულ ავ­ტო­რი­ტეტს. ზო­გი­ერ­თი იე­რარ­ქი ხომ ხში­რად ცდე­ბო­და და თა­ვი­სი შე­ხე­დუ­ლე­ბით ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბო­და კი­დეც მსოფ­ლიო ეკ­ლე­სი­ის ერ­თი­ან ცნო­ბი­ე­რე­ბას.
   თუ თქვენ გუ­ლის­ყუ­რით წა­ი­კით­ხეთ ღირ­სი თე­ო­დო­რეს ცხოვ­რე­ბის ზე­მოთ მოყ­ვა­ნი­ლი ეპი­ზო­დი, ყუ­რად­ღე­ბას მი­აქ­ცევ­დით დე­დო­ფალ ირი­ნეს პო­ზი­ცი­ას პატ­რი­არქ ტა­რა­სი­სა და იღუ­მენ თე­ო­დო­რეს მი­მართ _ დე­დო­ფალ­მა ორი­ვეს მოქ­მე­დე­ბა­ში ზნე­ობ­რი­ვი მი­ზან­და­სა­ხუ­ლო­ბა და­ი­ნა­ხა.
   რაც შე­ე­ხე­ბა ამ მოღ­ვა­წე­თა გან­სხვა­ვე­ბულ მოქ­მე­დე­ბას: ეს, პი­როვ­ნუ­ლი თა­ვი­სე­ბუ­რე­ბე­ბის გარ­და, მა­თი სხვა­დას­ხვაგ­ვა­რი მდგო­მა­რე­ო­ბი­თაც აიხ­სნე­ბა. პა­ტა­რა მო­ნას­ტრის იღუ­მენს შე­ეძ­ლო არ გა­ეთ­ვა­ლის­წი­ნე­ბი­ნა იმ­პე­რა­ტო­რის მუ­ქა­რა და ისე ემოქ­მე­და; მაგ­რამ პატ­რი­არქს, მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ერის სიმ­შვი­დი­სა და უსაფ­რთხო ცხოვ­რე­ბი­სათ­ვის მზრუნ­ველს, სხვა პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა ეკის­რე­ბო­და. მას ახ­სოვ­და ხატ­მებ­რძო­ლო­ბის, ერე­სის სა­ში­ნე­ლე­ბა­ნი და, ბუ­ნებ­რი­ვია, მუ­ქა­რის გა­უთ­ვა­ლის­წი­ნებ­ლო­ბით მო­სა­ლოდ­ნელ შე­დეგს უფ­რო მძი­მედ მი­იჩ­ნევ­და, ვიდ­რე თმე­ნით გა­მოწ­ვე­ულ და­ნა­კარგს. ამი­ტო­მაც პრინ­ცი­პულ­მა, გა­უბ­ზა­რა­ვი სუ­ლის პატ­რი­არ­ქმა და­ით­მი­ნა ამა ქვეყ­ნის ძლი­ერ­თა თავ­ნე­ბო­ბა, უკა­ნო­ნო­ბა და ოდენ სიტ­ყვი­ერ წი­ნა­აღ­მდე­გო­ბას დას­ჯერ­და.
   უდა­ვოა: გმი­რი ზე­მო­აღ­ნიშ­ნუ­ლი ეკ­ლე­სი­ურ-ის­ტო­რი­უ­ლი დრა­მი­სა, ბი­ზან­ტი­ა­ში რომ გა­თა­მაშ­და, ღირ­სი თე­ო­დო­რეა. მან ეკ­ლე­სი­ის წი­აღ­ში უზარ­მა­ზა­რი მო­რა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა გა­აღ­ვი­ვა. თუმ­ცა სტუ­დი­ის მო­ნას­ტრის იღუ­მე­ნის ბრწყინ­ვა­ლე სა­ხემ არ უნ­და დაჩ­რდი­ლოს ჩვენს თვალ­ში არა­ნაკ­ლებ გმი­რუ­ლი მოქ­მე­დე­ბა კონ­სტან­ტი­ნო­პო­ლის პატ­რი­არ­ქი­სა. იგი გო­ნივ­რუ­ლად და­ად­გა `იკო­ნო­მი­ის~ პო­ლი­ტი­კას, თა­ვად იტ­ვირ­თა გამ­კლა­ვე­ბო­და ყვედ­რე­ბე­ბი­სა და უნ­დობ­ლო­ბის ფრი­ად უსი­ა­მო ნი­აღ­ვარს, მრევ­ლის მხრი­დან მო­სა­ლოდ­ნელს, და ეს გა­ა­კე­თა არა ში­შის გა­მო, არა­მედ მრა­ვალ­რიც­ხო­ვა­ნი მრევ­ლის უდი­დეს გან­საც­დელ­თა­გან და­სა­ცა­ვად.
   გა­ნა არ ჩანს წმი­და პატ­რი­არქ ტა­რა­სი­სა და ღირ­სი თე­ო­დო­რე სტუ­დი­ე­ლის მოქ­მე­დე­ბებ­ში ღვთის ნე­ბა?! პატ­რი­არ­ქის თმე­ნამ მშვი­დო­ბა შე­უ­ნარ­ჩუ­ნა ეკ­ლე­სი­ას, ხო­ლო ბე­რის კად­ნი­ე­რე­ბამ მოს­ვე­ნე­ბა და­უ­კარ­გა მე­ფეს, რო­მე­ლიც ზნე­ობ­რი­ვი სე­ნის შე­ტა­ნას ლა­მობ­და მის წი­აღ­ში.
   იმა­ვე ღვთის გან­გე­ბამ არ და­ა­ყოვ­ნა და და­სა­ჯა წმი­და ეკ­ლე­სი­ის შე­უ­რაც­ხმყო­ფე­ლი: უკა­ნო­ნო ქორ­წი­ნე­ბა­ში მყო­ფი იმ­პე­რა­ტო­რი 796 წლის 4 სექ­ტემ­ბერს დაბ­რმავ­და და სამ­შობ­ლო­დან გა­და­ა­სახ­ლეს. ზნე­ობ­რი­ვი დარ­ტყმა, რო­მე­ლიც მას მო­შურ­ნე ბერ­მა მი­ა­ყე­ნა, თით­ქოს ზე­ცი­უ­რი სამ­სჯავ­როს მი­ერ იყო სან­ქცი­რე­ბუ­ლი და გა­მარ­თლე­ბუ­ლი.
   ეკ­ლე­სი­ამ წმინ­და­ნად შე­რაც­ხა პატ­რი­არ­ქი ტა­რა­სიც და ბე­რი თე­ო­დო­რე სტუ­დი­ე­ლიც, რი­თაც და­ა­დას­ტუ­რა ორი­ვეს ერ­თგუ­ლე­ბა ქრის­ტე­სად­მი.
   ღირ­სი თე­ო­დო­რეს ამ­ბავ­ში კი­დევ ერ­თი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გა­რე­მო­ე­ბაა ხაზ­გა­სას­მე­ლი: თუ წმი­და მარ­კოზ ეფე­სე­ლი და წმი­და გრი­გოლ პა­ლა­მა ძი­რი­თა­დად მარ­თლმა­დი­დებ­ლო­ბის დოგ­მა­ტურ ჭეშ­მა­რი­ტე­ბას იცავ­დნენ, ღირ­სი თე­ო­დო­რე ზნე­ობ­რივ-კა­ნო­ნი­კუ­რი სი­მარ­თლის მცვე­ლად და ხატ­მებ­რძო­ლო­ბის წი­ნა­აღ­მდეგ ამ­ხედ­რე­ბულ ბე­რად მოგ­ვევ­ლი­ნა. ეს უთუ­ოდ უნ­და აღ­ვნიშ­ნოთ, რა­თა ნა­თელ­ვყოთ, რა­ო­დენ დი­დია, ძალ­მო­სი­ლია, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ზნე­ობ­რი­ვი ავ­ტო­რი­ტე­ტი ეკ­ლე­სი­ა­ში და რამ­დე­ნად შეზ­ღუ­დუ­ლია თვით­ნე­ბა იე­რარ­ქის ავ­ტო­რი­ტე­ტი იმა­ვე ეკ­ლე­სი­ა­ში. ამის და­ნახ­ვა და გა­აზ­რე­ბა დი­დად სა­სარ­გებ­ლოა ჩვენ­თვის.

უკან დაბრუნება