მთავარი > წმიდათა ცხოვრება > ჭეშმარიტების მცველნი

ჭეშმარიტების მცველნი


17-07-2012, 11:07
მო­გეხ­სე­ნე­ბათ, მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სია ყვე­ლა დოგ­მა­ტურ და ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ პრობ­ლე­მას კრე­ბის მოწ­ვე­ვით წყვეტს. ასე ხდე­ბო­და ეკ­ლე­სი­ის და­არ­სე­ბის დღი­დან. წმი­და მო­ცი­ქულ­თა კრე­ბა ბრძა­ნებს: `ჯერ უჩ­ნდა სულ­სა წმი­და­სა და ჩვენ­ცა~ (საქ­მე 15.28). შემ­დეგ­ში მო­ცი­ქუ­ლე­ბი ყო­ველ­თვის ამას გვი­ბე­ჯი­თებ­დნენ (ფილ. 2.2; 1 პეტრ. 3.8; ეფ. 4.14; 1 კორ.1 და სხვა). Eეკ­ლე­სი­ის წყო­ბა იყო და არის კრე­ბი­თი. სა­და­ვო დოგ­მა­ტუ­რი სა­კით­ხე­ბი რომ წა­მო­იჭ­რე­ბო­და, ეკ­ლე­სია მას მსოფ­ლიო კრე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით აწეს­რი­გებ­და. მსოფ­ლიო კრე­ბა ზუს­ტად გა­მო­ხა­ტავ­და წმი­და წე­რი­ლი­სა და ეკ­ლე­სი­ის სწავ­ლე­ბას და მი­სი გა­დაწ­ყვე­ტი­ლე­ბა მი­იჩ­ნე­ო­და ღვთის ხმად, რო­მე­ლიც ცვლი­ლე­ბა­სა და რეგ­ლა­მენ­ტი­რე­ბას არ ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბო­და. ამი­ტომ ვამ­ბობთ მარ­თლმა­დი­დებ­ლე­ბი, რომ შვი­დი მსოფ­ლიო კრე­ბა ეკ­ლე­სი­ის უც­დომ­ლო­ბის გა­მომ­ხატ­ვე­ლია, ხო­ლო მი­სი მო­ნა­წი­ლე წმი­და მა­მე­ბი სუ­ლიწ­მი­დის შთა­გო­ნე­ბით მეტ­ყვე­ლე­ბენ. წმი­და ათა­ნა­სე დი­დი ბრძა­ნებ­და: `ღვთის მოწ­მო­ბა, გან­საზ­ღვრუ­ლი მსოფ­ლიო კრე­ბის მი­ერ ნი­კე­ა­ში, უკუ­ნი­სამ­დე ჰგი­ეს~. წმი­და კი­რი­ლე ალექ­სან­დრი­ე­ლი პირ­ვე­ლი ორი მსოფ­ლიო კრე­ბის შე­სა­ხებ წერ­და: `მა­მე­ბი მეტ­ყვე­ლებ­დნენ არა თა­ვი­სით, არა­მედ თვით სუ­ლი ღვთი­სა და მა­მი­სა მეტ­ყვე­ლებ­და მა­თი მეშ­ვე­ო­ბით~. წმი­და მღვდელ­მთა­ვა­რი ბა­სი­ლი დი­დი ერთ-ერთ ეპის­ტო­ლე­ში ამ­ბობ­და: `მა­მებ­მა ყო­ვე­ლი­ვე გან­საზ­ღვრეს ურ­თი­ერ­თშე­თან­ხმე­ბით, სუ­ლიწ­მი­დის შთა­გო­ნე­ბით~. ასე­თი იყო წმი­და მა­მა­თა შე­ხე­დუ­ლე­ბა. არ­ქი­მან­დრი­ტი კი­რი­ლე კოს­ტო­პუ­ლო­სის აზ­რით, `ისი­ნი, ვინც ეჭ­ვო­ბენ, რომ წმი­და მა­მე­ბი მსოფ­ლიო კრე­ბებ­ზე სუ­ლიწ­მი­დის შთა­გო­ნე­ბით იღებ­დნენ გა­დაწ­ყვე­ტი­ლე­ბებს, მკრე­ხე­ლო­ბენ სუ­ლიწ­მი­დის წი­ნა­აღ­მდეგ.
 და­ვას­კვნით, რომ მსოფ­ლიო კრე­ბა შედ­გე­ბა ეპის­კო­პო­სე­ბი­სა­გან, რომ­ლე­ბიც მო­ცი­ქულ­თა მემ­კვიდ­რე­ნი არი­ან და სუ­ლიწ­მი­დის მად­ლით აღ­ვსილ­ნი ფლო­ბენ ჭეშ­მა­რი­ტე­ბას (ჩჰა­რის­მა ვე­რი­ტა­ტის) _ ეკ­ლე­სი­ის უც­დო­მე­ლო­ბის სა­ფუძ­ველს. არა­ვის აქვს უფ­ლე­ბა, ეჭ­ვქვეშ და­ა­ყე­ნოს ეს ჭეშ­მა­რი­ტე­ბა და, ამა­ვე დროს, მარ­თლმა­დი­დებ­ლად დარ­ჩეს. პი­რი­ქით, ასე­თი ადა­მი­ა­ნი ერეს­ში ვარ­დე­ბა.
   მსოფ­ლიო კრე­ბა ყოვ­ლად­წმი­და სუ­ლის ია­რა­ღია. ის უდა­ვო ჭეშ­მა­რი­ტე­ბაა, ჭეშ­მა­რი­ტე­ბა, რო­მე­ლიც ცხო­ნე­ბა­სა და თა­ვი­სუფ­ლე­ბას გვა­ნი­ჭებს~.
   მაგ­რამ იე­რარ­ქთა და მორ­წმუ­ნე­თა ყო­ვე­ლი შეკ­რე­ბა მსოფ­ლიო კრე­ბა რო­დია, დოგ­მა­ტუ­რი სა­კით­ხე­ბის გა­დაწ­ყვე­ტის უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბა სწო­რედ მსოფ­ლიო და არა ად­გი­ლობ­რივ კრე­ბას ჰქონ­და. სამ­წუ­ხა­როდ, ეკ­ლე­სი­ის ის­ტო­რი­ას ახ­სოვს მრა­ვა­ლი ისე­თი კრე­ბა, რო­მელ­საც მსოფ­ლიო კრე­ბის პრე­ტენ­ზია ჰქონ­და და . . . მი­ი­ღო ნა­ხევ­რად არი­ა­ნუ­ლი სიმ­ბო­ლო (ან­კვი­რი­ი­სა, 358 წ.); კრე­ბა, სა­დაც იმ­პე­რა­ტო­რებ­მა აღი­ა­რეს, პატ­რი­არ­ქებ­მა კი სა­ჯა­როდ გა­მო­აც­ხა­დეს ერე­სი, ხო­ლო პა­პე­ბი და­ე­მორ­ჩილ­ნენ ამ მო­საზ­რე­ბას.*

 რა­ტომ იქ­ნა უარ­ყო­ფი­ლი ეს კრე­ბე­ბი? ისი­ნი ხომ მსოფ­ლიო კრე­ბე­ბის­გან გა­რეგ­ნუ­ლად არაფ­რით გან­სხვავ­დე­ბო­და? მხო­ლოდ იმი­ტომ, რომ მა­თი გა­დაწ­ყვე­ტი­ლე­ბე­ბი არ აღი­ა­რა მთელ­მა ეკ­ლე­სი­ამ, ვით ხმა ეკ­ლე­სი­ი­სა.
   ამ­რი­გად, რო­გორც ვხე­დავთ, თვით კრე­ბაც კი არ არის დაზ­ღვე­უ­ლი შეც­დო­მე­ბი­სა­გან. ახალ­მო­წა­მე ა. ნო­ვო­სე­ლო­ვი ამ­ბობ­და: `უც­დო­მე­ლო­ბა არის კუთ­ვნი­ლე­ბა არა კრე­ბი­სა, არა­მედ ქრის­ტეს მთე­ლი ეკ­ლე­სი­ი­სა, რო­მე­ლიც ამოწ­მებს თა­ვის სწავ­ლე­ბას კრე­ბა­ზე...
   ეკ­ლე­სია არც ერთ კრე­ბას წი­ნას­წარ არა­სო­დეს ანი­ჭებ­და მსოფ­ლიო მნიშ­ვნე­ლო­ბას. მას არა­სო­დეს უთ­ქვამს, რომ ესა და ეს სწავ­ლე­ბა ჭეშ­მა­რი­ტია, რად­გან მსოფ­ლიო კრე­ბამ ასე და­ად­გი­ნა. ხდე­ბო­და  პი­რი­ქით _ რო­დე­საც კრე­ბა ჭეშ­მა­რიტ სწავ­ლე­ბას აღი­ა­რებ­და, ეკ­ლე­სია მას მსოფ­ლიო კრე­ბის ტი­ტულს ანი­ჭებ­და. სა­ჭი­რო­ე­ბის ჟამს ად­ვი­ლად და­ვამ­ტკი­ცებთ, რომ არ არ­სე­ბობს არა­ნა­ი­რი ხი­ლუ­ლი ნი­შა­ნი, რი­თაც მსოფ­ლიო კრე­ბა, რო­გორც იუ­რი­დი­უ­ლი ორ­გა­ნო, ეპის­კო­პოს­თა სხვა და­ნარ­ჩე­ნი შეკ­რე­ბე­ბი­სა­გან გა­ნირ­ჩე­ო­დეს...
   აღ­მო­სავ­ლე­თის პატ­რი­არ­ქთა ცნო­ბილ ეპის­ტო­ლე­ში (1848 წ.) გა­მოთ­ქმუ­ლია აზ­რი, რომ ეკ­ლე­სია არ იცავს სარ­წმუ­ნო­ებ­რივ სა­კით­ხებ­ში სა­ვალ­დე­ბუ­ლო იე­რარ­ქი­ულ ავ­ტო­რი­ტეტს. აი, რა გა­ნაც­ხა­დეს აღ­მო­სავ­ლე­თის უმაღ­ლეს­მა იე­რარ­ქებ­მა მთე­ლი მსოფ­ლი­ოს გა­სა­გო­ნად: `ჩვენ­თან არც პატ­რი­არ­ქებს და არც კრე­ბებს არა­სო­დეს შე­ეძ­ლოთ რა­ი­მე სი­ახ­ლის შე­მო­ტა­ნა, რად­გან ჩვენ­თან სარ­წმუ­ნო­ე­ბის მცვე­ლი თა­ვად ქრის­ტეს სხე­უ­ლია ანუ თვით მორ­წმუ­ნე ხალ­ხი~.
   ჩვე­ნი ძი­რი­თა­დი სათ­ქმე­ლი ის გახ­ლავთ, რომ არ არ­სე­ბობს ხი­ლუ­ლი ნი­შა­ნი ჭეშ­მა­რი­ტე­ბი­სა. მაგ­რამ ამ ძი­რი­თად სა­კითხს სხვა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი კით­ხვე­ბი უკავ­შირ­დე­ბა. სა­ხელ­დობრ: თუ ეკ­ლე­სი­ა­ში არ არ­სე­ბობს ხი­ლუ­ლი ნი­შა­ნი ჭეშ­მა­რი­ტე­ბი­სა, მა­შინ სად და რო­გორ ვი­პო­ვოთ სხვა­დას­ხვა ის­ტო­რი­ულ პე­რი­ო­დებ­ში წა­მოჭ­რი­ლი რე­ლი­გი­უ­რი პრობ­ლე­მე­ბი­სა თუ გა­უ­გებ­რო­ბე­ბის პა­სუ­ხი? ვინ და რო­გორ იცავ­და მარ­თლმა­დი­დებ­ლურ სწავ­ლე­ბას? რო­გორ მოქ­მე­დებ­დნენ ეკ­ლე­სი­ის რჩე­უ­ლი მოღ­ვა­წე­ე­ბი სწავ­ლე­ბის პრო­ცეს­ში?
   მივ­მარ­თოთ ეკ­ლე­სი­ის ის­ტო­რი­ა­ში ცნო­ბილ მა­გა­ლი­თებს, რაც უთუ­ოდ ნა­თელ­ყოფს ბევრ სა­ჭოჭ­მა­ნო­სა და გა­სარ­კვევს. და­ვიწ­ყებთ ფლო­რენ­ცი­ის კრე­ბით...

* - უარყოფილი კრებები: ტიროსის (335 წ.), ანტიოქიის (341 წ.), სელივკიის (359 წ.), კონსტანტინოპოლის (360 წ.), ნიკეის (360 წ.), სირმიის (351, 357-359 წ.წ.), ეფესოს (449 წ.) _ ე.წ. ავაზაკთა კრება და ა.შ

უკან დაბრუნება