მთავარი > მხილებითი ღვთისმეტყველება, მთავარი გვედის ფოტო > XX - XXI სს მოდერნისტი ღვთისმეტყველები (ქაოსის ღვთისმეტყველება)

XX - XXI სს მოდერნისტი ღვთისმეტყველები (ქაოსის ღვთისმეტყველება)


12-05-2015, 00:03

XX - XXI სს მოდერნისტი ღვთისმეტყველები (ქაოსის ღვთისმეტყველება)

 

 

 მართლმადიდებელი მღვდელმსახურის ამოცანაა თავის მრევლს განუმარტოს, რომ ყველანაირი ბოროტების საწყისი ცოდვაა. ის ნებ-ისმიერი ადამიანის შინაგან სამყაროში პოულობს ადგილს. მხოლოდ ქრისტე ღმერთს შეუძლია შეგვეწიოს ცოდვასთან ბრძოლაში. ღვთის მადლი ადამიანს მთელი სისავსით მხოლოდ ერთი, წმიდა, კათოლი-კე და სამოციქულო ეკლესიის საიდუმლოების, ღვთისმსახურების, ტრადიციის მეშვეობით ეძლევა, რაც მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდანების მიერ პირველი საუკუნიდან მოყოლებული უცვლელ-ადაა შენარჩუნებული.

  ლიბერალ-მოდერნისტების ძირითადი ნაკლი ისაა, რომ ისინი არ-ად აგდებენ ეკლესიის დოგმატურ განსაზღვრებებს, ჭეშმარიტ მართ-ლმადიდებლურ სწავლებას ცხონების შესახებ. ლიბერალები უარყო-ფენ, რომ ბოროტების პირველმიზეზი, როგორც ბუნებრივ სამყარო-ში, ასევე ადამიანებში, ცოდვაა. ისინი ამახინჯებენ ბიბლიას, წმინ-დანთა ცხოვრების ზნეობრივ და ისტორიულ ფაქტებს, ტოლობის ნი-შანს სვამენ ღვთაებრივ მადლსა და დემონური ძალების ენერგიას შორის, ხშირ შემთხვევაში უარყოფენ, რომ ქრისტე კაცობრიობის ერ-თადერთი მხსნელია.

  ზოგიერთი ლიბერალი ღვთისმეტყვლი უარყოფს ძველი აღთქმის წიგნების ნაწილს, სადაც საუბარია სამყაროს შექმნის, სასწაულების, მამამთავრების, წარღვნის ისტორიის შესახებ. ყოველივე ამას ისინი მითოლოგიად, ძველ ზღაპრებად ან უბრალოდ სტიქიურ უბედურე-ბებად მიიჩნევენ. მაგალითად, წარღვნას მოდერნისტები არა კაცობ-რიობის ცოდვების გამო მოვლენილ ღვთის რისხვად, არამედ უბრალ-ოდ უბედურ შემთხვევად მიიჩნევენ, რომელიც თურმე ლოკალური ყოფილა. თურმე „თავად ღმერთმა ინება დაებრუნებინა სამყარო ქა-ოსისაკენ, რომელშიც თავიდანვე იმყოფებოდა".1

   დაბოლოს, ისინი უარყოფენ კაცობრიობის ისტორიის დასასრულისა და ქრისტეს მეორედ მოსვლის გარდუვალ ფაქტს.

   როდესაც წარღვნის ისტორია ლეგენდად ცხადდება, შედეგად ეჭვქ-ვეშ დგება ქრისტეს წინასწარმეტყველებაც სამყაროს აღსასრულის შე-სახებ, რომელიც მათე მახარებლის მიერაა მითითებული (მათ. 2.4). სწორედ წარღვნის მაგალითით ამოწმებს მაცხოვარი მისი მეორედ მოსვლის, ვით უტყუარი ისტორიული მოვლენის წინასწარმეტყვე-ლებას: „ვითარცა-იგი იყვნეს დღეთა მათ შინა პირველ წყლითრღუ-ნისისათა... ესრეთ იყოს მოსვლაცა ძისა კაცისა" (მათ. 24. 37-39).

   არაორაზროვანია სწავლება სამყაროს აღსასრულისა და სამსჯავროს შესახებ, მაგრამ ლიბერალები მას მაინც სხვადასხვაგვარ ინტერპრეტი-რებას უკეთებენ - თითქოს ის „პერპარენტული სამსჯავროა", „ღმერთი არ შეიძლება მარად ტანჯავდეს" და ა.შ.

   ერთი სიტყვით, ყოველი ბოროტების მთავარი მიზეზი - სატანა შენ-იღბული რჩება. მაგალითად, გამოცხადების ტექსტში წერია: „და გარ-დამოვარდა ვეშაპი იგი დიდი, გუელი დასაბამისა, რომელსა ეწო-დების ეშმაკი და სატანა, რომელი აცთუნებს ყოველსა სოფელსა; გა-რდამოვარდა ქუეყანად და ანგელოზნი მისნი მის თანა გარდამო-ცვივეს". (გამოცხ. 12. 9). ლიბერალები ამ წინადადებას განმარტავენ: „ამ შემთხვევაში ბოროტების ყველა გამოვლინება შეერწყმის ერთმა-ნეთს: ქაოსის საშინელება ნახაში (ანუ გველი), რომელმაც აცდუნა ადამიანი ედემში, და დაცემული სული, რომელმაც შეცვალა სამყაროს გეზი".2

  გამოდის, რომ სულ სახვადასხვა არსებებია აპოკალიფსური მხეცი, რომელმაც აცდუნა პირველი ადამიანები და დაცემული სული. ისინი „შეერწყმიან ერთმანეთს, და ესაა ბოროტების გამოვლინება".

   ამრიგად, მოდერნისტ-ლიბერალები უარყოფენ რა მართლმადიდებ-ლურ დოგმატებსა და გადმოცემას, ადამიანს ანტიქრისტიანული ძა-ლების ზეგავლენის ქვეშ ამყოფებენ. ეს კი ათეიზმზე უარესი გახლავთ.

   სახარება გვასწავლის, რომ სამყაროს აღსასრულის ერთ-ერთი ძირი-თადი ნიშანი კაცობრიობაში ჭეშმარიტი სარწმუნოების უკიდურესი შემცირება იქნება. (ლუკ. 18.8). წმ. პავლე მოციქული ამ რელიგიურ-ზნეობრივ მდგომარეობას განდგომილებას უწოდებს და დასძენს, რომ მოვლენა წინ უძღვის ანტიქრისტეს მოსვლას. (თეს. 2. 3-5). განდგომი-ლება არ გახლავთ მხოლოდ ათეიზმი, არამედ გაცილებით უფრო დახვეწილი საცთური, კერძოდ, სიცრუე შერეული სიმართლესთან - ცრუ რელიგიური სწავლებები შემოთავაზებული ჭეშმარიტების სახ-ით.

   მღვდელმონაზონი სერაფიმეს (როუზი) თავის წიგნში „მართლმადი-დებლობა და მომავლის რელიგია" შენიშნავს, რომ საყოველთაო გან-დგომილების ხილული გამოვლინება იქნება ერთიანი უნივერსალური რელიგიის შექმნა, რომელშიც შეეცდებიან არა მხოლოდ ქრისტიან-ული კონფესიების, არამედ არაქრისტიანული რელიგიებისა და წარ-მართული ფორმაციების გაერთიანებას.

  დავასკვნით: „ქაოსის ღვთისმეტყველება", რომელსაც გვთავაზობენ თანამედროვე ლიბერალ-მოდერნისტები, რომელშიც შეინიშნება მყა-რი მართლმადიდებლური განსაზღვრებებისა და გადმოცემის ჩანაც-ვლება „მეცნიერული კვლევებით", გახლავთ ანტიქრისტეს რელიგიის შექმნისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯი. სწორედ ეს შეუწყობს ხელს ანტიქრისტეს გამეფებას.

 

 

 

 

 

 

 

1А. Мен. Как Коментатор Священного Писания. Пр. С. Антиминсов.

2იქვე. Пр. С. Антиминсов.

 

 

 

 

 

 

 

 

 

მოამზადა დეკანოზმა კონსტანტინე ჯინჭარაძემ 



უკან დაბრუნება