მთავარი > მართმადიდებლული კატეხიზმო, მთავარი გვედის ფოტო > ვრცელი მართლმადიდებლური კატეხიზმო (წმინდა წერილისა და წმინდა გადმოცემის შესახებ)
ვრცელი მართლმადიდებლური კატეხიზმო (წმინდა წერილისა და წმინდა გადმოცემის შესახებ)18-05-2015, 00:02 |
კითხვა: არსებობს თუ არა წმინდა გადმოცემის ერთგული საცავი?
პასუხი: ყველა ჭეშმარიტი მორწმუნე, სარწმუნოების წმინდა გადმო-ცემით შეერთებული, ერთად და მემკვიდრეობით, ღვთის მოწყობით, შეადგენს ეკლესიას, რომელიც წარმოადგენს წმინდა გადმოცემის ერ-თგულ საცავს, ანდა, წმინდა პავლე მოციქულის გამოთქმით, „ეკლესი-აჲ ღმრთისა ცხოველისაჲ, სუეტი და სიმტკიცე ჭეშმარიტებისაჲ" (1 ტიმოთ. 3, 15). წმინდა ირინეოს ლიონელი წერს: „არ უნდა ვეძებოთ სხვებთან ჭეშ-მარიტება, რომლის დასესხებაც ადვილად შეიძლება ეკლესიისგან. რა-მეთუ მასში, როგორც მდიდარ საუნჯეში, მოციქულებმა მთელი სა-ვსებით ჩააბრძანეს ყოველივე, რაც ჭეშმარიტებას მიეკუთვნება, ასე რომ, თითოეულ მსურველს შეუძლია მიიღოს მისგან ცხოვრების სა-სუმელი. იგი არს ბჭე ცხონებისა" (ერესების წინააღმდეგ. წიგ. 3. თავ. 4).
(გაგრძელება იქნება...)
უკან დაბრუნება |