მთავარი > საცდურები > როდის მოდიან გმობის ზრახვები ჩვენივე მიზეზით (წმიდა პაისი მთაწმინდელი)
როდის მოდიან გმობის ზრახვები ჩვენივე მიზეზით (წმიდა პაისი მთაწმინდელი)21-03-2015, 06:59 |
– წმიდაო მამაო, როდესაც ჩემში გმობის ზრახვების შემოს-ვლას ვიგრძნობ, მაგრამ არ შევითვისებ მას, ამ დროს რაიმე ბრალი თუ მედება? – თუ შენ შემოსწყრები და არ მიიღებ ამ გულისსიტყვას, მა-შინ უბრალო ხარ. –
წმიდაო მამაო, მაშ როდის არის ადამიანი დამნაშავე გმო-ბის გულისსიტყვებში?! – თუ ადამიანი მასზე შემოსეულ ამგვარ აზრებს შემოსწყრე-ბა და საუბარს არ გაუბამს მათ, მაშინ, რაკიღა საკვებს ვერ იპოვიან, თვითონვე დაიხევენ უკან. ხე მოურწყველობით ხმე-ბა. ხოლო ის, ვინც თუნდაც მცირეოდენად დაიწყებს ტკბობას ამგვარი გულისსიტყვებით, საკუთარ თავში საკვებს აძლევს მათ, „რწყავს" „ძველ კაცს." ასეთ შემთხვევაში გულისსიტ-ყვები ადვილად არ „ხმებიან". –
მე კი, წმიდაო მამაო, ზოგჯერ ასეთი რამ მემართება; ვიღებ გმობის აზრებს, ვურიგდები
მათ, შემდეგ მივხვდები ხოლმე, მაგრამ მათ განდევნას უკვე ვეღარ ვახერხებ. – ასეთ შემთხვევაში ეშმაკი გაძლევს შაქარყინულს, შენ მას აფურთხებ, მაგრამ არა – მაშინათვე. გარკვეული ხნის შემდეგ დაუყოვნებლივ გადმოფურთხება უნდა ისწავლო. სხვა შემთ-ხვევაში, შაქარყინულით მოტყუებულს ეშმაკი შემდეგ მწარე ბალახის წვენს შეგასმევს და დაგცინებს კიდეც.
წმიდა პაისი მთაწმინდელი უკან დაბრუნება |