მთავარი > რელიგიური ცდომილებანი > ეგვიპტური კერპთაყვანისმცემლობა
ეგვიპტური კერპთაყვანისმცემლობა26-12-2014, 00:03 |
სხვადასხვა ქვეყნებში კერპთაყვანისცემის ფორმები საფუძვლიანა-დაა გაანალიზებული დეკანოზ თეიმურაზის (უიარაღო) წიგნში „რე-ლიგიების ისტორია". მასში ვრცლადაა მოთხრობილი ძველი და ახ-ალი რელიგიების ისტორია, მათი წარმოშობისა და განვითარების გზები. ჩვენც ამ ავტორის ნაშრომს დავეყრდნობით და დავიწყებთ ეგ-ვიპტით. ეგვიპტეში სახელმწიფო იდეოლოგია და რელიგია განუყოფელი ერ-თიანობა იყო. ეგვიპტურ რელიგიაში დიდ როლს ასრულებდა კოსმოგენური შეხე-დულებების სისტემა, ანუ მოძღვრება სამყაროს წარმოშობასა და მოწესრიგებაზე, ამ პროცესში ღვთაებათა ფუნქციაზე... ეგვიპტელების წინაშე გადაშლილი იყო მთელი სამყაროს პანორამა: ციური სხეულები, დედამიწა, სტიქიები, მცენარეები, ცხოველები, მი-ნერალები, ადამიანი. მათი წარმოშობა, ბუნებრივია, უკავშირდებოდა ღმერთების სახელს, რომლებიც თავის მხრივ, გენეზისს პოულობდნენ ერთ რომელიმე ღვთაებაში, როგორც უზენაეს ძალაში. ასეთი უზენა-ესი ღვთაება ეგვიპტეში ძირითადად მზე გახლდათ. ძველი დროიდან წამყვანი იყო მზის ღვთაება - რა. ცალკეული მითიური ციკლების თანახმად, სამყაროს შემქმნელად და მზის ღვთაება რას დამბადებლად ცხოველი ან ფრინველი გვევლინება; ერთ-ერთი ვერსიით, მზე ოქროს ხბოს სახით იშვა ცისაგან. ცას განასახიერებდა უზარმაზარი ძროხა, რომელიც პირველქმნილი ქაოსიდან ამოვიდა. ღვთაება რას აღზევებამ ხელი შეუწყო მის დაახლოებას მეორე ღვთა-ებასთან - ატუმთან. შედეგად ეს ორი ღვთაება გაერთიანდა. ეგვიპტის ოფიციალურ პანთეონში ჩნდება ახალი ღვთაება - რა-ატუმი. საერთოდ, ღვთაება რა არასდროს კარგავდა აქტუალობას. მისი კულ-ტი იმდენად ძლიერი იყო, რომ თვით ფარაონი გამოცხადდა რას შვი-ლად. როგორც ვხედავთ, მზესთან დაკავშირებულ ღვთაება რას ცენტრალ-ური ადგილი უკავია ეგვიპტეში. ძველი ეგვიპტის რელიგიას შესაძ-ლოა მზის რელიგიაც ვუწოდოთ. მოგვიანებით წინა პლანზე ღვთაება ამონი გამოვიდა. ეს ღვთაებაც მზესთან იყო დაკავშირებული. თავდაპირველად ამონი იყო უშუა-ლოდ თებეზ მთავარი ღვთაება. მოგვიანებით იგი შეერწყა მზის ღვთაების - რას კულტს და ამონ-რა ეგვიპტის უზენაესი ღვთაება გა-ხდა. ეგვიპტურ პანთეონს შეადგენდა უთვალავი ლოკალური ღვთაება, რომლებსაც თავიანთი ფესვებით უძველესი დროის ფეტიშებამდე მი-ვყავართ. და ბოლოს თავად ეგვიპტის ფარაონები ცხადდებოდნენ ღვთაებად და ღვთაების შვილად. (ამის შესახებ ცალკე ვისაუბრებთ). ეგვიპტური რელიგია გარკვეული პოპულარულობით გამოირჩეოდა. ბერძნები აღფრთოვანებულნი იყვნენ ეგვიპტელთა საოცარი მიღწევე-ბით. მაგრამ სულ სხვაგვარი იყო ბიბლიური ხედვა. ჭეშმარიტი ღმე-რთის თაუვანისმცემელი ებრაელების აზრით, ეგვიპტური პანთეონი წყვდიადის, ცრურწმენებისა და ჯადოქრობის სიმბოლოთა სამყაროს განასახიერებდა. ეგვიპტის გამოცდილებას გმობს ბიბლია, აღიქვამს მას, ვით „ცთომილებებისა და სიცრუის ნიმუშს". ეს აზრი წითელ ზო-ლად გასდევს ძველ აღთქმას. ებრაელები ზიზღითა და გაოცებით უყურებდნენ იეროგლიფების ქვეყანას, ვინაიდან ადამიანები თაყვანს სცემდნენ... კერპებს.1
1რელიგიების ისტორია. დეკ. თეიმურაზი (უარაღო). თბ. 2013. გვ. 30.
მოამზადა დეკანოზმა კონსტანტინე ჯინჭარაძემ
უკან დაბრუნება |