მთავარი > კითხვა-პასუხი, მთავარი გვედის ფოტო > კითხვაზე პასუხი

კითხვაზე პასუხი


5-05-2014, 20:01
   გიორგის შეკითხვის გაგრძელება: მამაო ალბათ, კარგად ვერ ჩა-მოგიყალიბეთ შეკითხვა. მე მხედველობაში მაქვს შემდეგი გარემოება - თუკი ვიცით, რომ ადამიანის სული უკვდავია ნებისმიერ შემთხ-ვევაში, გინდაც ჯოჯოხეთში მოხვედრისას, გინდაც ცხონებისას, ეს ხომ ავტომატურად ნიშნავს იმას, რომ სატანჯველის შემთხვევაში სულს აქვს უნარი დაითმინოს ტანჯვა. შესაბამისად, მიჩნდება ბუ-ნებრივი შეკითხვა: რა აზრი აქვს ასეთ, თუნდაც მარადიულ სატანჯ-ველს, თუკი სულს გააჩნია ამის დათმენის უნარი? არაფერ შუაშია ბუდიზმის ხსენება ჩემ შეკითხვასთან დაკავშირებით.

   

   პასუხი: ცოდვილების მარადიული სატანჯველი ღვთის რისხვის მანიშნებელი კი არ არის, არამედ ცოდვის შედეგი. ადამიანის თავი-სუფალი არჩევანი განაპირობებს მის საბოლოო ხვედრს. ცოდვის ჩა-დენით ირღვევა ღვთის მიერ დადგენილი ცხოვრების ნორმები: შე-დეგად ადამიანი საკუთარ თავში წარმოშობს ამ ტანჯვას.

   ჯოჯოხეთი არ არის ქმნილება ღვთისა. სიბნელეს არა აქვს არსი, ის სინათლის ნაკლებობაა. ასევე ადგილს, სადაც არ არის ღვთის მადლი, სადაც არ მკვიდრობს ღმერთი, ჯოჯოხეთი ეწოდება.

   ამრიგად, ჯოჯოხეთის არსებობა არის შედეგი ღვთისაგან ეშმაკის განშორებისა, შემდეგ ეშმაკისათვის ადამიანთა მიბაძვა - მიმსგავ-სებისა. ამიტომ ბრძანებს მაცხოვარი: "წარვედით ჩემგან, წყეულნო, ცეცხლსა მას საუკუნესა, რომელი განმზადებულ არს ეშმაკისათვის და ანგელოზთა მისთათვის". ადამიანებმა, რომლებმაც ღმერთთან კავ-შირი გაწყვიტეს და ეშმაკს შეეკრნენ, თავად გაწირეს თავის ჯოჯოხე-თისათვის. ღმერთს რომ ისინი სამოთხეში დაეტოვებინა, ეს უფრო მტანჯველი იქნებოდა მათთვის, ვინაიდან ისინი ვერ უძლებენ ღვთის სიახლოვეს.

 

ღმერთმა დაგლოცოს. 

 


უკან დაბრუნება