მთავარი > კითხვა-პასუხი, მთავარი გვედის ფოტო > კითხვაზე პასუხი
კითხვაზე პასუხი27-02-2014, 22:54 |
თამუნა ჯოხაძეს შეკითხვა: გამარჯობათ მამაო. მაპატიეთ რომ ასეთ დროს გწერთ ჩემს გასაჭირზე. ვარ 3 წლის დაოჯახებული და ამ ხნის მანძილზე, ერთხელაც არ დავრჩენილვარ ორსულად. მიზეზი ჩემშია, ჰორმონალური დარღვევა მაქვს, 12 წლიდან მოყოლებული ანუ იმ დღიდან, როდესაც დედათა წესი მომივიდა და დამეწყო. 28 წლის ვარ ამჟამად და 12 წლიდან მოყოლებული ვმკურნალობ, მაგრამ ამაოდ. სამი კლინიკა გამოვიცვალე. არ დამიკლია მკურნალობა ამ ხნის მანძილზე და წესრიგში ვერა და ვერ ჩამიყენეს. თვეების დაგვიანებით მაქვს დედათა წესი ან წამლის დახმარებით მომყავს. უკვე რა გავაკეთო და რა გზას მივმართო აღარ ვიცი. ხელოვნური განაყოფიერებაც თუ შედგა და ამის შედეგად მოხდა ორსულობა ესეც დასადგენია. ეკლესიურად ეგ დიდი ცოდვაა მამაო? დაუშვებელია? უკვე ხელოვნურ განაყოფიერებაზე ვფიქრობ, თუ შედგა ჩემს შემთხვევაში და დავორსულდი ამის შედეგად და ამიტომ გეკთხებით მამაო. ან სხვა რა საშუალებაა ეკლესიურად, რომ მივმართო და სასწაული მოახდინოს და ჩემს შემთხვევაში დავორსულდე?
პასუხი: ძალიან კარგად მესმის თქვენი გულისტკივილის. სამწუხაროდ, საკმაოდ ხშირად გვაქვს საქმე ასეთ პრობლემებთან. მაგრამ იუმედობაში ყოფნა არ გმართებს. ჯერ ერთი, მხოლოდ სამი წლის დაოჯახებული ხარ და ყველაფერი წინ გაქვს. მეტი ლოცვისა და სიწმინდეების მოლოცვას გირჩევ. უფრო მეტად გააცოცხლე შენში სარწმუნოება. მუდამ იქონიე ღვთის იმედი და ყოველივე ღვთის ნებას მიანდე. ღვთის განგება ჩვენთვის ხშირად დაფარულია, რას გვასწავლის ღმერთი ამ განსაცდელით, რისი გამოსწორება გვმართებს, ეს არის ყურადსაღები. რაც შეეხება ხელოვნურ განაყოფიერებას. ეკლესია არ მიიჩნევს მართებულად ამის გაკეთებას. შევეცდები აგიხსნათ თუ რატომ. ხელოვნური განაყოფიერების დროს არა ერთი, არამედ უამრავი უჯრედი ნაყოფიერდება. ე.წ. ემბრიონი, უკვე განაყოფიერებულ უჯრედებს ნიშნავს, რომლებშიც ღვთისაგან ადამიანის უკვდავი სული მყოფობს. ხელოვნური ჩასახვის დროს ხდება "საუკეთესო" ემბრიონის ან ორი, მაქსიმუმ სამი ემბრიონის შეჩევა, რომლებიც რეალურად შეუძლია იტვირთოს და გააჩინოს ქალმა. დანარჩენებს უმოწყალოდ კლავენ. ბავშვი ან ბავშვები მძიმე ცოდვით იბადებიან: საკუთარი დედმამიშვილის მკვლელობის ხარჯზე. ღმერთმა დაგლოცოს და გაგამრავლოს ბუნებრივად! ხშირად თქვით აღსარება და ეზიარეთ.
უკან დაბრუნება |