მთავარი > მართმადიდებელი ეკლესია, მთავარი გვედის ფოტო > ჩვენი ეკლესია მართლმადიდებელია, ხოლო განდგომილთა ეკლესია - არამართლმადიდებელი. ამას ამტკიცებს სასწაულები, რომლებიც ჩვენს ეკლესიაში ხდება, განდგომილებთან კი - არა

ჩვენი ეკლესია მართლმადიდებელია, ხოლო განდგომილთა ეკლესია - არამართლმადიდებელი. ამას ამტკიცებს სასწაულები, რომლებიც ჩვენს ეკლესიაში ხდება, განდგომილებთან კი - არა


1-01-2014, 00:01
 

ჩვენი ეკლესია მართლმადიდებელია, ხოლო განდგომილთა ეკლესია - არამართლმადიდებელი. ამას ამტკიცებს სასწაულები, რომლებიც ჩვენს ეკლესიაში ხდება, განდგომილებთან კი - არა

 

წმინდა ბასილის სასწაული, ნიკეაში რომ მოახდინა

   

   დამამტკიცებლად იმისა, რომ ერთის მხრივ, ჩვენი ეკლესია არის ჭეშმარიტი, წმინდა და მართლმადიდებელი, ხოლო მეორეს მხრივ, რომ განდგომილთა ეკლესია არაა მართლმადიდებელი, არამედ ცბიერთა შესაყარია, სხვა მრავალთა შორის შეიძლება დავასახელოთ ისიც, რომ ჩვენს ეკლესიაში დღემდეც ხდებოდა, ახლაც ხდება, და, ცხადია, მომავალშიც მოხდება ჭეშმარიტი სასწაულები; ხოლო განდგომილებს ჭეშმარიტი სასწაულები არა აქვთ, არცა ჰქონიათ და არც ექნებათ. ამის მაგალითს, ძმანო, ახლავე წარმოგიდგენთ. ბერძენთა მეფე ვალენტმა, ვინც რწმენით ერეტიკოსი - არიანელი იყო, თავის სახელმწიფოში დახურა მართლმადიდებლური ეკლესიები, გადასცა ისინი არიანელთა მფლობელობაში და ყველა მართლმა-დიდებელი ეპისკოპოსის განდევნა ბრძანა. მათ კი უთხრეს:

   - მანამ, ვიდრე აღასრულებდე ბრძანებას ჩვენი განდევნის შესახებ, ნება დართე ბასილი დიდის, არიანელებს რწმენის შესახებ ესაუბროს. თუკი ისინი ამ საუბარში დაამარცხებენ ბასილის, მაშინ ჩვენ ყველანი უსიტყვოდ დავმორჩილდებით შენს ნებას.

   მეფე დათანხმდა და ბასილის ნიკეაში მოუწოდა. ბასილიმ ვალენტს შესთავაზა, ღმერთს გადაეწყვიტა მისი და არიენელთა დავა, და ამგვარად მოიქცა: ჩაარაზინა ერთ    - ერთი ეკლესიის კარი და არიანე-ლებს მიმართა:

   - გსურთ განა, ამ კარის მეშვეობით განსაზღვროთ, ვისი რწმენაა მართალი? თუკი თქვენი ლოცვის შედეგად იგი თავისთავად გაიღება, გვეცოდინება, რომ სიმართლე თქვენსკენაა. ხოლო თუკი ჩვენი ლოცვა გააღებს კარს, მაშინ დაე ყველამ ირწმუნოს, რომ მართლად ღმერთს ჩვენ ვადიდებთ, და არა თქვენ.

   არიანელები დასთანხმდნენ და დილიდან საღამომდე ილოცეს კარის გასაღებად, მაგრამ, როგორც გადმოცემა ამბობს, „არც ხმა იყო, არც მორჩილება". შემდეგ მართლმადიდებელთა ჯერი დადგა. წმინდა ბასილი ღვთისმსახურებთან და მრევლთან ერთად ეკლესიას მოუახლოვდა, მუხლი მოიყარა და ლოცვა დაიწყო. „და გაისმა ანაზდად ქუხილი დიდი და განიხვნა კარი ეკლესიისა". ყველანი შეძრწუნდნენ და ღმერთი ადიდეს. მეფემ ბრძანა, მართლმადი-დებელთათვის დაებრუნებინათ ეკლესიები, მრავალი ძღვენით აავსო ბასილი და მშვიდობით განუტევა.

   დამაჯერებელი მაგალითია. როგორც ხედავთ, არიენელები მთელ დღეს ლოცულობდნენ ეკლესიის კარიბჭის განსახვნელად, მაგრამ არც რა ხმა იყო, არც მორჩილება. ილოცეს მართლმადიდებლებმა, და კარი თავისთავად გაიღო. მაშასადამე, ცხადია, რომ მართლმადიდებ-ლებთან იყო ღვთის მადლი, რომლის შეწევნითაც მორწმუნისათვის ყველაფერი შესაძლო ხდება, და მათ ლოცვას ამაოდ არ ჩაუვლია. იგივე ხდება ჩვენს დღეებშიაც. ჩვენს მართლმადიდებლურ ეკლესიებში დღესდღეობითაც იხილვება წმინდანთა უხრწნელი ნაწილები, რომელთა მახლობლადაც უფლის ძალით უდიდესი სასწაულები ხდება; მსგავს დიდ სასწაულებს მოგვივლენენ წმინდა სათნომყოფელნიც, აწ გარდასულნი; წმინდა ხატებიც, და ბოლოს, ზოგადად უფალი.

   ხოლო განდგომილებთან ვხედავთ რაიმე მსგავსს? არა, იქ მხოლოდ განხეთქილება ჩანს: სად მღვდლობაა, სად - უმღვდლობა; სხვაგან - გაქცეულნი, მწირნი და ასე შემდეგ, უსასრულოდ. ამ დროს, ყველას ერთსა და იმავე ძველად ნაბეჭდ წიგნებზე დაყრდნობით სწამს. განა შესაძლებელია, ამგვარ ვითარებაში მათთან ღვთის მადლი სუ-ფევდეს? განა შესაძლოა, სასწაულები მოევლინოთ? არა, ცხადია, და ხსნა მათთან შეუძლებელია. ერიდეთ, ძმანო განდგომილებს, და ეკრძალენით, ნუ ვინმე იყოს წარმტყუენველ თქუენდა სიბრძნის მოყუარებითა და ცუდითა საცთურითა მოძღუ-რებისა მისებრ კაცთაჲსა, წესთა მათებრ ამის სოფლისათა და არა ქრისტეს მიერ (კოლ. 2,8.). ამინ.

 

 

 

"სვინაქსარი". ტომი I. 

 



უკან დაბრუნება