მთავარი > კალენდარი, მთავარი გვედის ფოტო > 12 თებერვალი (ახ. სტ.) - ხს. წმ. მღვდელთავართა ბასილი დიდისა, გრიგოლ ღვთისმეტყველისა და იოანე ოქროპირისა

12 თებერვალი (ახ. სტ.) - ხს. წმ. მღვდელთავართა ბასილი დიდისა, გრიგოლ ღვთისმეტყველისა და იოანე ოქროპირისა


12-02-2024, 00:00

 

12 თებერვალი (ახ. სტ.) - ხს. წმ. მღვდელთავართა ბასილი დიდისა, გრიგოლ ღვთისმეტყველისა და იოანე ოქროპირისა

 

 

   12 თებერვალს მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს ხსენების დღეს წმიდათა შორის მამათა ჩვენთა, დიდთა მღვდელმთავართა: ბასილი დიდისა, გრიგოლი ღვთისმეტყველისა და იოანე ოქროპირისა. 

   კონსტანტინეპოლში დიდხანს მიმდინარეობდა კამათი იმის თაობაზე, თუ ვისთვის მიენიჭებინათ უპირატესობა სამი მღვდელმთავრიდან: ერთნი ბასილი დიდს (ხს. 1 იანვარს) აყენებდნენ უფრო მაღლა, მეორენი - გრიგოლ ღვთისმეტყველს (ხს. 25 იანვარს), სხვები კი - იოანე ოქროპირს (ხს. 13 ნოემბერს). ამ მიზეზით ქრისტიანებს შორის განხეთქილება წარმოიშვა. 

   ღვთის ნებით, 1084 წელს სამივე მღვდელმთავარი ერთად ეჩვენა მიტროპოლიტ იოანეს და განუცხადეს, რომ თანასწორნი არიან უფლის წინაშე და უბრძანეს ერთ დღეს დაეწესებინათ მათი ხსენება.

 

 

Xareba.net - ის რედაქცია 


უკან დაბრუნება