მთავარი > კითხვა-პასუხი > კითხვაზე პასუხი

კითხვაზე პასუხი


16-12-2013, 21:43

   გელასის შეკითხვა: ითვლება თუ არა ეკლესიის მსახურის (მნათე, მედავითნე, მგალობელი) დამოკიდებულება სარწმუნოების მიმართ ნელ - თბილად ან გულგრილად, როცა იგი პარალელურად მუშაობს საერო სამსახურში და ამის გამო ხანდახან უცდება ან აგვიანებს საეკლესიო მსახურებაზე?

   პასუხი: კლირიკოსის (მედავითნე, მგალობელი, მნათე) საეკლე-სიო მსახურება შეთანხმებული უნდა იყოს ტაძრის წინამძღვართან ან მოძღვართან. მიუხედავად იმისა, რომ ეს ადამიანები ეკლესიაში მსახურობენ, ისინი ერისკაცები არიან, შესაბამისად აქვთ სრული უფლება, ვიტყოდით, მოვალეობაც კი იმუშაონ საერო სამსახურში და მატერიალურად უზრუნველყონ თავისი ოჯახი.

   ამრიგად, სამსახურში სიარული არ შეიძლება ჩაითვალოს გულგრი-ლებად. წმ. წერილი ბრძანებს: „ოფლითა შენითა სჭამდე პურსა შენ-სა", და მხოლოდ მეშვიდე დღე, ანუ კვირა უნდა მიუძღვნა უფალს.

   თუ სამსახურის გამო კლირიკოსი ვერ ახერხებს დროულად მსახუ-რებაზე მისვლას, როგორც მოგახსენეთ, შეათანხმოს მოძღვართან.

ღმერთმა დაგლოცოთ!

   



უკან დაბრუნება