მთავარი > კითხვა-პასუხი, მთავარი გვედის ფოტო > კითხვა - პასუხი

კითხვა - პასუხი


10-12-2013, 19:31
 კითხვა - პასუხი   ნანას შეკითხვა: უფალი სახარებაში ოჯახის წევრთა სულიერ განყოფაზე გვესაუბრება. შეიძლება თუ არა სულიერ მტრად და მაჭირვებლად ჩაითვალოს ოჯახის წევრები, რომლებიც სულიერად გვეწინააღმდეგებიან და გვაბრკოლებენ, და ხომ არ მივაწევთ მათ წყევას დავით მეფსალმუნის სიტყვებით: „მოსრნე მტერნი ჩემნი და წარწყმინდე ყოველი მაჭირვებელნი სულისა ჩემისანი".

   პასუხი: დიახ, მათეს სახარებაში მაცხოვარი ბრძანებს ოჯახის წევრთა განყოფის შესახებ (იხ. 10. 35). აქ, პირველყოვლისა, იგულისხმება სულიერი გამიჯვნა ოჯახის იმ წევრისაგან, რომელიც გვეწინააღმდეგება, ხელს გვიშლის ქრისტეს მცნებების შესრულებას. ყველაფრის საზომი ჭეშმარიტება გახლავთ. თუ ოჯახის ერთი წევრი მართლმადიდებლურად ცხოვრობს, ხოლო მეორე ებრძვის მას, რა საერთო შეიძლება ჰქონდეთ მათ?! ეკლესიის ისტორიამ უამრავი მსგავსი მაგალითი შემოგვინახა, როდესაც ოჯახის წევრები, მშობ-ლები საწამებლადაც კი იმეტებდნენ თავის შვილებს. მაგრამ ჩვენ არა მგონია ასეთ დაპირისპირებასთან გვქონდეს საქმე. გულწრფელი ლოცვით, თავმდაბლობით, სიყვარულით, მოთმინებით ჩვენ შეგვიძ-ლია ოჯახის წევრების მოქცევა ჭეშმარიტებისაკენ. პავლე მოციქული ბრძანებს: „განწმიდნების ქმარი იგი ურწმუნო ცოლისა მისგან მორწმუნისა" (1 კორ. 7. 14), და პირიქით. ასე რომ, ამ კუთხით ვიმუ-შაკოთ.

 

   ირაკლის შეკითხვა: მამაო, ქრისტიანი რომ მუსილმანს ცოლად მიჰყვება, ამასთან დაკავშირებით მაინტერესებს თქვენი აზრი.

   პასუხი:ისლამის თანახმად, მუსლიმს შეუძლია სხვა რჯულის ადამიანის ცოლად მოყვანა, მხოლოდ იმ პირობით, რომ ისიც მუსლიმანი გახდება. ამავე დროს კრძალავს მუსლიმი ქალის გათხო-ვებას სხვა რელიგიის მიმდევარზე. ასე რომ, ძალიან ცუდ ფაქტთან გვაქვს საქმე. ეს მართლმადიდებლობის ღალატის ტოლფასია.

   მაგრამ, თუ გათხოვებამდე ქრისტიანი ქალი დაითანხმებს საქმროს მონათვლაზე, მაშინ, ცხადია, ქორწინება ნებადართული იქნება.

 

 


 

 

 

 


უკან დაბრუნება