მთავარი > კითხვა-პასუხი > კითხვებზე პასუხი

კითხვებზე პასუხი


6-12-2013, 20:43
 

კითხვებზე პასუხი

 

   

   ნანას შეკითხვა: რას ნიშნავს უფლის სიტყვები: „ვიდრემდე ვიყო თქვენ თანა? ვიდრემდე თავს - ვიდებდე თქვენსა". (მარკ. 9. 19).

   პასუხი: სახარების ეს მონაკვეთი კონტექსტიდანაა ამოვარდნილი. მისი შინაარსი ტექსტის სრული წაკითხვით ხდება გასაგები. იქ საუბარია უძლურის განკურნებაზე, რაც ვერ შეძლეს მოციქულებმა. მაცხოვარმა ამ სიტყვებით ამხილა მოციქულები მცირედმორწ-მუნეობაში და დასძინა: „ესე ნათესავი ვერ შესაძლებელ არს განსვლად, გარნა ლოცვითა და მარხვითა". (მარკ. 9. 29). ანუ ლოცვისა და მარხვისა ღვაწლის გაძლიერებისკენ მოუწოდა მათ.

 

   ნანას შეკითხვა: ხომ არ შეურაცხვყოფთ უფალს, როდესაც მოყვასს უსინდისოდ მოვიხსენებთ?

   პასუხი: ყველა ცოდვა უფლის შეურაცხყოფას ნიშნავს. მოყვასის მსგავსი მოხსენებით ვარღვევთ ქრისტეს მცნებას: „გვიყვარდეს მოყვასი, ვითარცა თავი თვისი". სადაც არ არის მოყვასის სიყვარული. ცხადია, ღმერთის სიყვარულიც არ გვექნება. ეს ორი მცნება ურთიერთკავშირშია. შესაბამისად, ერთის დარღვევით, ვარღვევთ მეორესაც.

 

   ნინოს შეკითხვა: როგორ უნდა მოვექცეთ „იაღოველთა" ლიტერატურას?

   პასუხი: ე. წ. „იაღოველებს" უნდა ვუწოდოთ რასელისტები, ვინაიდან იაღოვა - ღმერთის ერთ - ერთი სახელწოდებაა, რომელიც ყველგან მყოფს ნიშნავს. რასელი კი მათი სექტის ფუძემდებელია.

   რასელისტების ლიტერატურა ერეტიკული შინაარსისაა, შესაბამი-სად ის არ უნდა წავიკითხოთ, და არც სახლში გავიჩეროთ.

   სექტანტის მიერ შემოთავაზებულ ლიტერატურაზე უარი უნდა ვთქვათ. ხოლო თუ ვინმემ გაუცნობიერებლად შემოიტანა სახლში ის, შეგვიძლია დავწვათ. მაგრამ ეს არ უნდა განხორციელდეს დემონს-ტრაციულად სექტანტის წინაშე. წინააღმდეგ შემთხვევაში მან შეიძლება იჩივლოს.

 

 


 

 

 


უკან დაბრუნება