მთავარი > თანამედროვე მამები > ამონარიდი უწმინდესის ილია II-ს საშობაო ეპისტოლედან (1980 წ.)
ამონარიდი უწმინდესის ილია II-ს საშობაო ეპისტოლედან (1980 წ.)29-11-2013, 00:02 |
ადამიანი ვალდებულია იბრძოლოს ბოროტების წინააღმდეგ. ვინ უნდა იყოს ჩვენი დასაყრდენი ამ ბრძოლაში? - ღმერთი, ქრისტე, ჭეშ-მარიტება, სიმართლე. "ნათელი ქრისტესი განგუანათლებს ყოველთა" - ეს ნათელი იმდენად ძლიერია და ცხოველმყოფელი, რომ იგი აცისკროვნებს ხილულსა და უხილავ სამყაროს, აღწევს ადამიანის სულისა და სხეულის ყველა ნაწილში, იგი ანათებს, უხმობს ქვეყანას, გარდაქმნის მას, განსაკუთრებით ბრწყინვალედ ანათებს სიბნელეში, რომელიც ცდილობს მის შთანთქმას, მაგრამ სიბნელე, თუმცა დიდია თავისი მოცულობით, უძლურია ნათელის წინაშე.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II
უკან დაბრუნება |