მთავარი > სხვადასხვა > პირფერობა
პირფერობა26-11-2013, 06:20 |
უკომპრომისო
ბრძოლა არ უნდა შევანელოთ პირფერობასთან, რათა ღვთაებრივმა სიმშვიდემ დაივანოს
ჩვენში. პირფერობა ამკვიდრებს ერთგვარ სიცრუეს ჩვენში, რაც გვაშორებს ღმერთს და
მოყვასს.
სულიერი დეგრადირების ამ საფეხურზე ადამიანი ცდილობს სხვას თავი კეთილსინდისიერად მოაჩ-ვენოს და სამართლიანი კაცის იმიჯი შეინარჩუნოს. ამ გზით ლამობს იგი მოიხვეჭოს სხვისი პატივისცემა ანდა მოხერხებულად დაფაროს თავისი უკეთური მიდრეკილებანი. თვალსაჩინო ნიმუში პირფერობის ცოდვისა მოცემულია წმიდა წერილში ფარისევლების სახით - „რათა ეჩუენნენ კაცთა მმარხველად" (მათ. 6, 16). პირფერობა ცხოვრების სხვადასხვა სფეროში ვლინდება: მამაკაცისა და ქალის ურთიერთობაში, როცა მცდუნებელი (კაცი თუ ქალი) სიყვარულსა და ერთგულებას ეფიცება მეორეს; მეგობრულ დამოკიდებულებაში, როცა თავს მეგობრებად მოაჩვენებენ; პოლიტიკურ ცხოვრებაში, როცა ტირანები თუ დემოკრატები ყალბად საუბრობენ სამშობლოსადმი სიყვარულზე და აღწევენ კიდეც თავიანთ მიზანს. პირფერობა დიპლომატიაში, მეცნიერებასა თუ ხელოვნებაში, როცა უმაღლესი იდეალების უანგარო სიყვარულს გვეფიცებიან, სინამდვილეში კი ხალხის კეთილგანწყობის მოსა-პოვებლად ფაცურობენ. ნაწილობრივ პირფერობის მაგალითები ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებასაც არ აკლია.1პავლე მოციქულის შეგონებით დავასახელებთ სათქმელს: „ამისთვის განიშორენით ტყუილი, იტყოდეთ ჭეშმარიტსა კაცად - კაცადი მოყვასისა თვისისა თანა, რამეთუ ვართ ურთიერთარს ასოებ". (ეფ. 4. 25).
1Православное Нравственное Богословие. Н. Стеллиций.
მოამზადა დეკანოზმა კონსტანტინე ჯინჭარაძემ უკან დაბრუნება |