მთავარი > თანამედროვე მამები, მთავარი გვედის ფოტო > თავმდაბლობა განსწავლის ცოდვილებს

თავმდაბლობა განსწავლის ცოდვილებს


25-11-2013, 00:05
თავმდაბლობა განსწავლის ცოდვილებს   თუკი ჩვენ გვსურს ვინმე მოვიზიდოთ ქრისტიანობისკენ, ანდა განვაშოროთ ცოდვილ ცხოვრებას, ამ საქმეში თავმდაბლობა უფრო დაგვე-ხმარება, ვიდრე  ბრძნული საუბრები და მტკიცებულებები. რასაკვირვე-ლია, ესენიც აუცილებელია, მაგრამ უნდა დავიწყოთ სწორედ თავმდა-ბლობით. ნებისმიერი ცოდვის მიზე-ზი არის სიამაყე, ამიტომ ყოველი უნანელი ცოდვილი , მეტად თუ ნაკლებად, შეპყრობილია ამ ვნებით. სწორედ სიამაყე უშლის მას ხელს, რომ ღვთის წინაშე შეინანოს. ამაყ ადამიანზე ჩვენი ჭკუა - გონება და ცოდნა  შთაბეჭდილებას ვერ მოახდენს: ის თვლის, რომ ერთიცა და მეორეც მას უფრო მეტად აქვს, ვიდრე სხვებს. მასზე მხოლოდ თავმდაბლობა იმოქმედებს - ის, რაც სრულებით არ გააჩნია.

   ერთხელ საროვოში ცნობის მოყვარეობის დასაკმაყოფილებლად ერთი გენერალ - ლეიტენანტი ჩავიდა. იგი შესანიშნავ მუნდირში იყო გამოწყობილი და თავისი ორდენებით თავს იწონებდა. მონასტრის შენობები, რომ დაათვალიერა, უკვე წასვლას აპირებდა, მაგრამ გზად მემამულე ალექსი პროსკუდინს შეხვდა და საუბარი გაუბა. ალექსიმ შესთავაზა გენერალს, სანამ საროვოს დატოვებდა, დიდი მამა, სერაფიმე, მოენახულებინა. გენერალმა ჯერ უარი განაცხადა, მაგრამ შემდეგ თანამოსაუბრის დაჟინებულ თხოვნას დაჰყვა.

   როგორც კი სტუმრები ბერის სენაკში შევიდნენ, მათ წმინდა სერაფიმე შეეგება და გენერალს მუხლი მოუდრიკა. სახელოვანი ბერის ასეთმა თავმდაბლობამ გენერალი გააოგნა. პროსკუდინი მიხვდა, რომ სენაკში აღარ უნდა გაჩერებულიყო და წინკარში გავიდა, გენერალი კი მარტო დარჩა ღირს მამასთან. რამდენიმე წუთის შემდეგ სენაკიდან ტირილის ხმა მოისმა: გენერალი პატარა ბავშვივით მოთქვამდა. ნახევარ საათში კარი გაიღო. წმინდა სერაფიმემ ხელკავით გამოიყვანა სტუმარი, რომელსაც ხელები სახეზე აეფარებინა და ისევ ტიროდა. ორდენები და ქუდი წმინდანის სენაკში დარჩენოდა. მონასტრის გადმოცემა გვანცნობს, რომ გენერალს ბერთან საუბრის დროს ორდენები თავისით ჩამოუცვივდა. წმინდა სერაფიმემ მისი ნივთები სენაკიდან გამოიტანა და ორდენები ქუდზე დაუმაგრა. შემდგომში გენერალ - ლეიტენანტი ამბობდა, რომ მთელი ევროპა შემოიარა, იცნობს სხვადასხვა გვარის უამრავ ადამიანს, მაგრამ პირველად ნახა ისეთი თავმდაბლობა, რომლითაც მას საროველი ბერი შეხვდა. გენერალი შეძრა აგრეთვე წმინდა მამის წინასწარმხედველობამაც, რადგან ბერმა მთელი მისი ცხოვრება თვალწინ გადაუშალა, თვით ყველაზე დაფარული საქმეებიც კი. სხვათა შორის, როცა მას მკერდიდან ორდენები დაცვივდა, ღირსმა მამამ უთხრა:

    - ეს იმიტომ, რომ შენ ისინი დაუმსახურებლად გაქვს მიღებული.

   ძვირფასო მკითხველო, ყურადღება მიაქციე: თვით დიდმა მამამაც კი, სერაფიმე საროველმა, ადამიანის დახმარება ცხონების საქმეში მის წინაშე მდაბალი თაყვანისცემით დაიწყო. წმინდანმა იცოდა, რომ გენერალზე ვერანაირ ზემოქმედებას  ვერ მოახდენდა ვერც სასწაულები, ვერც წინასწარმხედველობის ნიჭი - მანამ, სანამ მის სიამაყეს არ მოათვინიერებდა. მხოლოდ მას შემდეგ, რაც ღირსმა მამამ თავმდაბლობით სძლია გენერალის ამპარტავნებას, მის სულზე  უკვე თავისი მადლმოსილი ძალით იმოქმედა. თუკი ასე იქცეოდა დიდი წმინდანი, რაოდენ  უფრო მეტად გვმართებს ჩვენ მსგავსი ქმედება, - ჩვენ, რომელთაც ზებუნებრივი ნიჭები არ გაგვაჩნია. ვითარებები კი მრავლად შეგვემთხვევა იმისთვის, რომ თავი დავიმდაბლოთ ჩვენს გარშემო  მყოფი ადამიანების ქრისტესკენ მოსაქცევად.

                                                                            

 

 

დეკანოზი ვიაჩესლავ ტულუპოვი

 

უკან დაბრუნება