მთავარი > თანამედროვე მამები > ადამიანს უნდა ჰქონდეს არა მარტო ლაპარაკის არამედ მოსმენის კულტურაც

ადამიანს უნდა ჰქონდეს არა მარტო ლაპარაკის არამედ მოსმენის კულტურაც


15-11-2013, 00:03
 

ადამიანს უნდა ჰქონდეს არა მარტო ლაპარაკის არამედ მოსმენის კულტურაც

 

   სახელითა მამისითა და ძისათა და წმიდისა სულისათა!

   ჩვენთან არს ღმერთი!

   ძველი რომაელები ამბობდნენ: „რომ გაჩუმებულიყავი და არაფერი გეთქვა, ფილოსოფოსად დარჩებოდიო...’’ ადამიანი თავისი მეტყვე-ლებით ამჟღავნებს საკუთარ აზროვნებას, რომელიც ხშირად არასწორია ან ზერელე. ამგვარად, უმეტესად არასწორი საუბრით ვაფუჭებთ საქმეს.

   ბრძენ ადამიანებს ასევე უთქვამთ: სიტყვა, რომელსაც შენ ამბობ, ვერცხლია ან ეგეც არ არის, ხოლო დუმილი - ოქროაო. უნდა ითქვას, რომ ეს საკითხი - ლაპარაკი თუ მოსმენა, - ძალიან მნიშვნელოვანია ადამიანისთვის. სამწუხაროა, რომ ამისთვის არ ვამზადებთ  ჩვენს შვილებს და ამიტომ ხშირად წაგებული  ვრჩებით  და დიდ შეცდომას ვუშვებთ.

   რა არის მოსმენა? თქვენ შეიძლება თქვათ, რომ ყველას არ უნდა მოუსმინოს ადამიანმა. მინდა ვურჩიო ყველა ჩვენგანს და საკუთარ თავსაც, - ყოველთვის ყველას მოვუსმინოთ. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყველაფერი ისე უნდა შევასრულოთ, როგორც გვითხრეს. უნდა მოვისმინოთ, გავიაზროთ და შემდეგ გადავწყ-ვიტოთ - მისაღებია თუ არა იგი და გავაკეთოთ ისე, როგორც სწორად მივიჩნევთ. რაც უფრო მეტს მოუსმენს სხვა ადამიანი, მით უკეთესია, რადგან გაიგებს განსხვავებულ მოსაზრებებს და შეძლებს, ეს აზრები შეადაროს, შეაჯეროს ერთმანეთს და საბოლოოდ, საუკეთესო შეარჩიოს. ამიტომ, მინდა ყველას ვურჩიო და მათ შორის საკუთარ თავსაც, აღვზარდოთ ჩვენში მოსმენის კულტურა, ვუსმინოთ ერთმანეთს. ადამიანს უნდა ჰქონდეს არა მარტო ლაპარაკის კულტურა, არამედ მოსმენის კულტურაც, მაშინ ნაკლებ შეცდომებს დავუშვებთ.

                                                                   

 

 

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II

 

უკან დაბრუნება