მთავარი > წმ. მამათა საგანძურიდან > წმ. იოანე ოქროპირის წერილი
წმ. იოანე ოქროპირის წერილი11-11-2013, 00:07 |
"მე ვხედავ, რომ დღეს ბევრი ნათლობის შემდეგ მოუნათლავებზე უმეტესი დაუდევრობით ცხოვრობს და ქრისტიანული ცხოვრების არანაირ ნიშანსაც კი არ ავლენს. ამიტომაცაა, რომ ვერც სავაჭროში და ვერც ეკლესიაში უცებ ვერც კი გაარჩევ, რომელია მორწმუნე და რომელი ურწმუნო. მხოლოდ საიდუმლოს აღსრულებისას შეგიძლია დაინახო, რომ ერთნი გაჰყავთ, ხოლო მეორენი ტაძარში რჩებიან. მაშინ, როდესაც ეს განსხვავება ადგილის კი არა, ზნეობის მიხედვით უნდა არსებობდეს. გარეგნული ღირსება ჩვეულებრივ გარეგნული ნიშნებითაა შესაცნობი, ხოლო ჩვენი ღირსება სულით უნდა შეიცნობოდეს, მორწმუნე უნდა ჩანდეს არა მხოლოდ მინიჭებული მადლით, არამედ, ახალი ცხოვრებით. მორწმუნე სანთელი და მარილი უნდა იყოს სოფლისთვის. ხოლო, თუკი შენ საკუთარ თავსაც ვერ უნათებ და საკუთარ ლპობასაც ვერ განირიდებ, მაშინ რატომ უნდა გიცნათ შენ? იმიტომ, რომ წმიდა წყალში შთაეფალი? მაგრამ, შესაძლოა ამან სასჯელამდე მიგიყვანოს. უდიდესი პატივი მათთვის, ვისაც ამ პატივის შესაბამისი ცხოვრება არ სურს, აძლიერებს სასჯელს. მორწმუნე მხოლოდ იმით კი არ უნდა ბრწყინავდეს, რაც ღმრთისგან მიიღო, არამედ იმითაც, რაც მას პირადად ეკუთვნის. ეს ყველასათვის სახილველი უნდა იყოს: საქციელითაც, მზერითაც, შესახედაობითაც, ხმითაც. ამის შესახებ იმისთვის ვსაუბრობ, რომ ჩვენი კეთილწე-სიერება გვეტყობოდეს არა საჩვენებლად, არამედ, მათ სასარგებლოდ, ვინც ჩვენ გვიყურებს. ახლა კი, რომელი მხრიდანაც არ უნდა ვეცადო შენს შეცნობას, ყოველმხრივ საწინააღმდეგო მდგომარეობაში გხედავ." უკან დაბრუნება |