მთავარი > წმ. სპირიდონ ტრიმიფუნტელი, მთავარი გვედის ფოტო > წმიდა სპირიდონი, ტრიმიფუნტელი ეპისკოპოსი, საკვირველთმოქმედი (+დაახლ. 348)
წმიდა სპირიდონი, ტრიმიფუნტელი ეპისკოპოსი, საკვირველთმოქმედი (+დაახლ. 348)14-11-2013, 08:10 |
მოგეხსენებათ, წმ. სპირიდონ ტრიმიფუნტელის უხრწ-ნელი სხეული საბერძნეთში კუნძულ კორფუზე (კერკირა) ბრძანდება. წმინდანის სხეულზე ნადები, საგანგებოდ დამზადე-ბული ფაჩუჩი წმინდა მღვდელმთავარი უდიდესი მეოხია ღვთის წინაშე. დღესაც მისდამი აღვლენილი გულმხურ-ვალე ლოცვის შედეგად უამრავი ადამიანი იკურნება უკურნებელი სნეულებებისაგან. წმ. სპირიდონს ევედრებიან მატერიალური სიდუხჭირისა და სხვა სულიერი თუ ფიზიკური პრობლემების დროს. წმინდა სპირიდონ ტრიმიფუნტელის სხეული თბილია და მუდმივად 36.6 ტემპერატურას ინარჩუნებს. მისი უხრწნელი სხეული ყოველ-თვის იწვევდა მართლმადიდებელი და არამართლმა-დიდებელი ფიზიოლოგების გაოცებასა და აღტაცებას. ემანუელ თეოტოკისი კერკირას ისტორიისადმი მიძღვნილ წიგნში წმინდანის უხრწნელი სხეულის შესახებ წერს: "(სხეული) რბილი და ელას-ტიურია, გამოსცემს კეთილსურნელებას, იგი უხრწნელია. როდესაც მის სხეულს ლიტანიობისას მინის ლუსკუმით გამოაბრძანებენ, წმინდანის სახის ნაკვთები ფართოვდება”. სხეული დღესაც უხრწნელად ინახება. სხეული ცოცხალივით გამოიყურება, თითის შეხებისას იზნიქება და შემდეგ ისევ სწორდება. წელიწადში 3-4-ჯერ უცვდება ფაჩუჩი, ის მიდის ყველასთან, ვისაც სწამს მისი და მას მოუხმობს დასახმარებლად. წმიდა სპირიდონ ტრიმიფუნტელს აცმე-ვენ აბრეშუმის, ოქრომკედით ნაქარგ ფაჩუჩებს, რომელსაც ყოველ წელიწადს 3-4-ჯერ უცვლიან, რადგანაც გაცვეთილი ხვდებათ ხოლმე. ამ ფაჩუჩებს ანაწილებენ მორწმუნე მრევლში. წმინდაო მღვდელმთავარო სპირიდონ ევედრე ღმერთსა ჩვენთვის.
უკან დაბრუნება |