მთავარი > პაპიზმი > ცრუ ერთობის მაგალითები (კრიპტოკათოლიციზმი)

ცრუ ერთობის მაგალითები (კრიპტოკათოლიციზმი)


12-11-2013, 00:01

ცრუ ერთობის მაგალითები (კრიპტოკათოლიციზმი)

 

 

კრიპტოკათოლიციზმი

    ლათინო - პაპიზმის თემას დავუბრუნდეთ.

   ვატიკანი გასული საუკუნეების მსგავსად აღმოსავლეთისაკენ თავი-სი გავლენის გაფართოებას კვლავ ცდილობს. ფლორენციის უნიისაგან განსხვავებით, დღეს პაპისტები უფრო დახვეწილი მეთოდებით მო-ქმედებენ - ერთი მხრივ მართლმადიდებელი სერბების გენოციდით, უნიატების მიერ დასავლეთ უკრაინაში მართლმადიდებელი ტაძრე-ბის „დაპყრობით", მეორე მხრივ, „სიყვარულის დიალოგით" „და ეკ-ლესიების" გაერთიანების სურვილით.

   როგორც ცნობილია, ვატიკანის II რეფორმატორულმა კრებამ მიზნად დაისახა კათოლიკური ეკლესიის რელიგიური ცხოვრების „გამოცო-ცხლება". რომაული კათოლიციზმი ღრმა სულიერ კრიზისს განიცდის. ამდენად, მართლმადიდებელ ეკლესიასთან დაახლოებას პაპისტე-ბისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს, მაგრამ ეს სიახლოვე მა-რთლმადიდებლებისთვისაა სახიფათო და დამღუპველი.

   მართლმადიდებელთა გადაბირების მიზნით კათოლიკურმა ეკლეს-იამ ახალი მზაკვრული ხერხი მოიფიქრა. კათოლიკე პპროფესორის ა. ვანჟეს თქმით, „ნებადართულია მართლმადიდებლობიდან კათოლი-ციზმში მოქცეულთათვის ფარული გაწევრიანება" ანუ „კრიპტო" კა-თოლიციზმი.

  აღსანიშნავია, რომ ტერმინი - „კრიპტო - ფარული კათოლიკე" - არ გულისხმობს ფორმალური კავშირის გაწყვეტას მართლმადიდებელ ეკლესიასთან. კათოლიციზმში ფარული გაწევრიანება სასულიერო პირის იმავე ხარისხში დატოვებას ნიშნავს, ანუ: გაკათოლიკების შემდეგ ეს პირი აგრძელებს მოღვაწეობას მართლმადიდებელ ეკლესი-აში, რათა მართლმადიდებელ მრევლში პაპისტური სწავლებისადმი კეთილგანწყობა დანერგოს. ამგვარ პოლიტიკას ვატიკანი ერთობ ფრთხილად, ხშირად საღვთისმეტყველო საკითხებში გაუცნობიერებ-ულთათვის შეუმჩნევლადაც ახორციელებს.

  ვატიკანი მართლმადიდებელი ეკლესიის წიაღში მყოფ უნიატებს უფლებას აძლევდა ლიტურგიის დროს არ გამოეთქვათ „ფილიოქვე" (ცვლილება მრწამსის მუხლში, თითქოს სულიწმიდა „და ძისაგან" - ც გამოვალს) არ მოეხსენებინათ პაპი და ა. შ.

   თავად ფარული ანუ კრიპტოკათოლიციზმის იდეა არა რომში, არ-ამედ რუსეთში დაიბადა. მისი ფუძემდებლები ვლადიმერ სოლო-ვიოვი და პირველი რუსი კათოლიკე მღვდელი ნიკოლოზ ტოლსტოი იყვნენ.

   გაკათოლიკების შემთხვევაში მართლმადიდებელ მრევლს ნება ეძლ-ეოდა, შეენარჩუნებინა ჩვეული ბიზანტიური ღვთისმსახურება - ე. წ. კათოლიციზმის „აღმოსავლური წესით" აღსრულება.

   „აღმოსავლური წესი" ვატიკანის მოღვაწეობის ახალი მეთოდია, რომ-ლის გამოყენება, იეზუიტების აზრით, უშედეგო უნიების შემდეგ გახდა აუცილებელი. უნიებმა (ფერარო - ფლორენციის, ბრესტის, ბა-ლამანდის) მართლმადიდებელთა მხოლოდ მცირე ნაწილის გადაბი-რება მოახერხეს.

  ვატიკანში კარგად ესმით, რომ მართლმადიდებელთა აგრესიული მეთოდით გალათინებას, შესაძლოა, საპასუხო ანტიკათოლიკური მო-ძრაობა მოჰყვეს. ეს კი არასასურველი ფაქტი იქნება „ეკლესიათა გაე-რთიანების" იდეის განვითარებისათვის. ე. ი. ფარული გაკათოლიკება გულისხმობს გარეგნულად ბიზანტიური წესისა და საეკლესიო ტი-პიკონის შენარჩუნებას, მაგრამ რომის პაპის პრიმატის აღიარებას.1

   ამრიგად, დღეს მრავალი გამოთქვამს მართლმადიდებლობისა და პა-პიზმის, ერთი შეხედვით, მსგავსი ქრისტიანული მიმდევრობების, გაერთიანების სურვილს, მაგრამ... უპირველესყოვლისა უნდა გავია-ზროთ, თუ რა გვაშორებს ერთმანეთს. ერთნი ფიქრობენ, რომ ესაა რომის პაპის უცდომელობის დოგმატი, მეორენი - ეკლესიოლოგიური განსხვავება. ზოგიერთები მიგვითითებენ ისტორიულ მიზეზებზე, კერძოდ, პოლიტიკურ დაპირისპირებაზე რომის პაპებსა და კონსტა-ნტინოპოლის პატრიარქებს შორის. ნაწილობრივ ეს ასეცაა, მაგრამ უმთავრესი, რაც ჩვენ გვყოფს, დოგმატური საკითხებია, სახელდობრ: რომის ეკლესიის განდგომილობა იმ დოგმატებისაგან, რომლებიც ოდ-ესღაც საერთი იყო დასავლეთისა და აღმოსავლეთისათვის.

   რაც უნდა სასურველი იყოს ერთობა ნებისმიერი ხერხით ამის მიღ-წევა შეუძლებელია. ჩვენ ვერაფერს დავთმობთ იმ საგანძურიდან, რასაც ეკლესიის სწავლება ჰქვია, იმ წმიდა დოგმატებიდან, რომლებიც მივიღეთ მოციქულთაგან და სულიწმიდის მთაგონებით მსოფლიო კრებებმა განსაზღვრეს.

   ყურადსაღებია, რომ „კრიპტო" პრინციპი აქ განხილულ რელიგიებს შორის რჯულის სწავლების დონეზეა აყვანილი. მხოლოდ მართლმა-დიდებლობისთვის არის ღალატის ტოლფასი ყოველგვარი ფარული რელიგიურობა.

 

 

 

 


1Ватикан – Натиск на Восток. М. 2000. გვ. 5-7.

 

 

 

Xareba.net - ის რედაქცია 

 


უკან დაბრუნება