მთავარი > მნიშვნელოვანი თემები > ცრუ ერთობის მაგალითები (ნაწილი III)

ცრუ ერთობის მაგალითები (ნაწილი III)


10-11-2013, 00:08

ცრუ ერთობის მაგალითები (ნაწილი III)

 

 

კრიპტოიუდაიზმი

   ცნობილია, რომ ყველა ერესი რაღაცით დაკავშირებულია იუდაიზმთან, რომელიც თალმუდისტური „რჩეულობის" პრინციპზეა აგებული. ეს ერესები კრიპტოიუდაიზმის მასწავლებლები არიან. მაგალითად, „შულხან არუხში"* ნათქვამია: „უკუმთან (არა ებრაელი) მიმართებაში არ არსებობს სიცრუე" (Xошен га – Мишпам გვ. 227-28), ანუ ებრაელს შეუძლია იცრუოს, თავი ქრისტიანად მოაჩვენოს, სინამდვილეში კი იუდეველი დარჩეს.

   ხედავდნენ ამგვარ მზაკვრობას წმიდა მამები. მათ მეშვიდე მსოფლიო საეკლესიო კრებაზე მე - 8 კანონით ასე განსაზღვრეს: „ებრაელები არ უნდა მიიღონ (ქრისტიანულ ეკლესიაში), სანამ ისინი მართლმადიდებლობაზე სრულიად გულწრფელად არ მოიქცევიან.

   ებრაული რჯულიდან ზოგიერთნი, შემცდარნი და გზაარეულნი იჩემებენ ქრისტიანობას, მაგრამ დასცინიან ქრისტე ღმერთს. ისინი ცხადად თითქოს უარყოფენ თავიანთ სჯულიერ მოქალაქეობას, მაგრამ ფარულად შაბათობენ და სხვა ებრაულ საქმეებს აღასრულებენ. განვსაზღვრავთ, რომ ისინი არ უნდა მიიღონ არც ზიარებაზე, არც ლოცვაზე, არც ეკლესიაში, არამედ აშკარად უნდა იყვნენ ებრაელები თავიანთი სჯულის წესისამებრ. მათი შვილების მონათვლა არ შეიძლება...

   თუ ვინმე მათგანი მთელი გულით მოიქცევა, აღიარებს ქრისტიანულ სარწმუნოებას, უარყოფს ებრაულ წესებს და საქმეებს, რათა ამით სხვებიც ამხილოს და გამოასწოროს, იგი შეწყნარებული იქნება და მოინათლება ისიც და მისი შვილებიც. მათ მოეთხოვებათ სიმტკიცე ებრაული წესების უარყოფაში, ხოლო თუ ასე არ მოიქცევიან, ვერ შეიწყნარებიან".1

   თუ გავითვალისწინებთ თალმუდისტურ შეხედულებას (თურმე ღმერთმა შექმნა იუდეველები, ხოლო სამოცდათორმეტმა უმდაბლესმა სულმა - მსოფლიოს დანარჩენი ხალხები), კიდევ მრავალ შოვინისტურ მოსაზრებას, გასაგები გახდება წმ. მამების სიფრთხილე ებრაელებთან დამოკიდებულებაში.

 

 

 

 

 

 


1დიდი სჯულის კანონი. მე - 7 მსოფლიო კრება. თბ. 2004. გვ. 193.

 

 

 

 

Xareba.net - ის რედაქცია


უკან დაბრუნება