მთავარი > მნიშვნელოვანი თემები > ცრუ ერთობის მაგალითები (ნაწილი II)

ცრუ ერთობის მაგალითები (ნაწილი II)


9-11-2013, 00:02

 

 

 

 

კრიპტოქრისტიანები და კრიპტოისლამიტები

   1453 წლის 11 მაისს თურქებმა კონსტანტინოპოლს ალყა შემოარტყეს. რომმა დანაპირები არ შეასრულა - არ ჩაერია კონფლიქტში. ბერძნები იძულებულნი იყვნენ თავიანთი მცირე ძალებით გაეწიათ წინააღმდეგობა მტრისათვის. 28 მაისს, როცა დედაქალაქი ალყაში იყო, უეცრად ზეციდან იმავე წლის 1 აპრილს, აღდგომის ღამეს, შეიკრიბნენ მართლმადიდებლები, რათა ეპისკოპოსისაგან ლოცვა - კურთხევა და წმიდა ზიარება მიეღოთ. არავინ ელოდა ბრწყინვალე დღესასწაულზე მოღალატურ სიტყვას: იმის ნაცვლად, რომ ეპისკიპოსს თავისი სამწყსო მოსალოდნელი აღმსარებლური სიკვდილისათვის განემკტიცებინა, მართლმადიდებელმა ხალხმა იუდას ამბორი მიიღო: „მიტროპოლიტმა იოანემ „ქრისტეს აღდგომა" კი არ ახარა ხალხს: არა, იგი არწმუნებდა ქრისტიანებს „მოჩვენებითად ეთქვათ უარი მართლმადიდებლობაზე და მუჰამედის სარწმუნოება მიეღოთ. ის განმარტავდა, რომ ეს იქნებოდა მხოლოდ გარეგნული უარყოფა, და თავად მისცემდა უარყოფის პირველ მაგალითს. ხალხი აღარ უსმენდა ეპისკოპოსს... როგორც ბრძანებს წმიდა წერილი - „დავსცენ მწყემსი და განიბნინენ ცხოვარნი".

   ამრიგად, ისლამთან მიმართებაში კრიპტოქრისტიანები შემდეგნაირად იქცეოდნენ: საჯაროდ უარყოფდნენ ქრისტეს და იღებდნენ მუჰამედის სარწმუნოებას, ამავე დროს, თავიანთ თავს ფარულ ქრისტიანებს უწოდებდნენ.

   იოანეს მიმდევრების კრიპტოქრისტიანობა იმით გამოიხატებოდა, რომ ისინი შაბათობით ჩუმად ანთებდნენ სანთლებს მართლმადიდებელი წინაპრების საფლავებთან. ამ მოღალატე მიტროპოლიტს თურქებმა მულა ალი შეარქვეს. ის რამდენიმე წელიწადში სხვა ქალაქში გადაიყვანეს. აქ შეხვდა მას თავისი ღვიძლი ძმა და მტკიცედ ამხილა მართლმადიდებლობის მოღალატე „მღვდელმთავარი". მათი შეხვედრა მუსლიმებმა დაინახეს და მულა ალი ქრისტიანად მიიჩნიეს, დაიჭირეს უბედური და იქვე მოკლეს, ხოლო სხეული ორმოში გადააგდეს. მრავალი წელია იქ დევს ქვა წარწერით: „არც თქვენი (ქრისტიანი), არც ჩვენი (მუსლიმი)".1

   რჯულის მოჩვენებითი აღიარება კონსტანტინოპოლის დაცემამდე თურქების მხრიდანაც შეინიშნებოდა. თეოდორე ბალსამონე (რჯულის კანონის ცნობილი განმმარტებელი) წერს: „გადაუხდელი ვალების გამო დასჯის შიშით თურქებს ქრისტიან მღვდლებთან მოსანათლად მოჰყავდათ თავიანთი შვილები. ისინი ნათლობას ერთგვარ სამკურნალო საშუალებად მიიჩნევდნენ".

 

 

 

 

 


1Плоды. Зкуменического древа. Слово о Криптохристианах. Свящ. Константин (Флоров). Т. 32. М. 2005. გვ. 405.

 

 

Xareba.net - ის რედაქცია 

 

 


უკან დაბრუნება