მთავარი > უნია > ცრუ ერთობის მაგალითები (ნაწილი I) - "ფერარო-ფლორენციის" უნია
ცრუ ერთობის მაგალითები (ნაწილი I) - "ფერარო-ფლორენციის" უნია7-11-2013, 00:06 |
ფერარო - ფლორენციის უნია უფალმა ჩვენმა, იესო ქრისტემ, ამქვეყნიური ცხოვრებით, ჯვარცმით თავგანწირული სიყვარულის მაგალითი გვიჩვენა. წმიდა წერილი ბრძანებს: „უფროს ამისსა სიყვარული არავის აქუს, რაითა სული თვისი დადვას მეგობართა თვისათვის." (იონ. 15, 13). მით უფრო დიდი სიყვარული აქვს უფალს მისი, ვინც ამქვეყნიურ ცხოვრებას სწირავს მართლმადიდებლობისათვის.ნუ ვიტყვით, რომ აღმსარებლური ღვაწლი არ არის მისაწვდომი, „რამეთუ გულსა გრწამს სიმართლედ, ხოლო პირითა აღიარებ საცხოვრებელად". (რომ. 10, 10). ღმერთი მადლმოსილებით აძლიერებს თავის ერთგულ მსახურებს. მაგრამ ეშმაკი ცბიერ და სულმოკლე ადამიანებს, საკუთარი თავის გამართლების გამო ქრისტეს უარ-მყოფელთ, მოჩვენებითი კეთილმსახურებით ნიღბავს. ამ ადამიანებს ეკლესიამ კრიპტოქრისტიანები* უწოდა. მათ ამქვეყნიური ხრწნადი ცხოვრების შენარჩუნების მიზნით, თავიანთი თავი მარადიული სატანჯველისთვის გაიმეტეს. აი ეს გახლავთ ამ ერესის არსი. ქრისტეს საჯარო უარყოფა, მართლმადიდებლური სწავლების თანა-ხმად, უმძიმესი ცოდვაა. ასეთ ცოდვაში ჩავარდნილი ადამიანი, წმიდა ბასილი დიდის კანონის თანახმად, მთელი ცხოვრების მანძილზე უნდა ინანიებდეს. მას მხოლოდ სიკვდილის წინ შეუძლია მიეახლოს წმიდა ზიარებას. (იხ. 73-ე კანონი). მაგრამ ეს კანონი მხოლოდ იმ შემთხვევაში მოქმედებს, როდესაც ადამიანი გულწრფელად შეი-ნანებს, დაუბრუნდება დედაეკლესიას და ეპისკოპოსისაგან მიიღებს მიტევებას. თუ ადამიანმა უარყო თავისი ჭეშმარიტი სარწმუნოება და უცხო სარწმუნოების საზოგადოებაში იმყოფება, ამავე დროს ამბობს, რომ არის ფარული ქრისტიანი - ეს უკვე ერეტიკული სწავლებაა. კრიპტოქრისტიანობა XV ს. - ში აღმოსავლეთში გაჩნდა. მოგეხსენ-ებათ, 1430 წელს დაეცა თესალონიკი. ბიზანტიის მძლავრი იმპერი-ისაგან მხოლოდ დედაქალაქი კონსტანტინოპოლი, მისი მიმდებარე მიწების ვიწრო ზოლი და რამდენიმე კუნძულიღა დარჩა. ამ დროს თურქეთის სულთანმა მუჰამედ II - მ კონსტანტინოპოლის აღება გადაწყვიტა. იმპერატორი სულთანის ქვეშევრდომი გახდა, მაგრამ დასავლეთში, ლათინებთან ეძებდა მხარდაჭერას. ბიზანტიის მმა-რთველთა წინაშე სიკვდილსიცოცხლის საკითხი დადგა: ან უნდა დამორჩილებოდნენ ღვთის ნებას და უცხოტომელთა შემოტევა ცოდვების გამო სასჯელად მიეღოთ - „წინაშე მტკიცესა ხელსა ღმრთისასა" (1 პეტ. 5, 6), ან ეპოვათ გადარჩენა ლათინებთან. მცირედმორწმუნე იმპერატორმა იოანე პალეოლოგმა მეორე გზა აირ-ჩია. იმპერატორი და პაპი ევგენიოს IV შეთანხმდნენ, მოეწვიათ მსოფლიო კრება, კონსტანტინოპოლისა და ლათინების წარმომად-გენლებისაგან შემდგარი. ფერარაში დაწყებული კრება გაძლიერე-ბული ზეწოლის შედეგად ფლორენციაში გადაიტანეს. იქ მთავარი სადაო საკითხი იყო ლათინური სწავლება სულიწმიდის მამისა და ძისაგანაც გამომავლობის (ფილიოქვე) შესახებ. ბერძენმა მამებმა ეს საკითხი კანონიკურ საფუძველზე დააყენეს და ამტკიცებდნენ, რომ რომაელ - კათოლიკები დაუშვებლად მოიქცნენ, როცა მრწამსში შეიტანეს სწავლება სულიწმიდის „და ძისაგანაც" გამომავლობის შე-სახებ. ეს აკრძალული იყო III მსოფლიო კრების მიერ. ლათინები ცდილობდნენ თავის გამართლებას, მაგრამ რადგან მცდელობას შედეგი არ მოჰყვა, რომაელ - კათილოკებმა ეს საკითხი კანონიკური საფუძვლებიდან დოგმატურში გადაიტანეს. სწორედ ამ დროს აღი-მაღლა ხმა წმ. მარკოზ ეფესელმა. მან თავისი მკაფიო დასაბუთებით დაგმო ლათინების მწვალებლობა. თავიდან ყველა ბერძენი მამა მარკოზ ეფესელის თანამოაზრე იყო. იმპერატორი, პოლიტიკური მოტივით აღძრული, არწმუნებდა ეპი-სკოპოსებს, მამებს, შეთანხმებულიყვნენ ლათინებთან. წმიდა მღვდე-ლმთავარმა მარკოზმა უშიშრად უარყო იმპერატორის წინადადება და რომაელ - კათილიკებს ერეტიკოსები უწოდა. ლათინები ბერძნე-ბისაგან ზეწილისა და მუქარის შედეგად ბერძენი მამები დათანხმდნენ მრწამსის ლათინურ ვარიანტს. ის - ის იყო შეთანხმება დასასრულს მიუახლოვდა და ეკლესიების შეერთების აქტი შედგა, რომ ერთ-ადერთმა იერარქმა მტკიცედ და კადნიერად განცხადა უარი უნიის* ხელმოწერაზე. ეს იერარქი წმ. მარკოზ ეფესელი იყო. წმ. მარკოზ ეფესელის გადაწყვეტილება ფატალური დარტყმა აღმო-ჩნდა უნიისათვის. მას იმპერატორმა, პატრიარქებისა, მიტროპო-ლიტებმა და სხვა მაღალი წოდების წარმომადგენლებმა ანუ ადმი-ნისტრაციულად მთელმა მართლმადიდებელმა ეკლესიამ მოაწერა ხელი. და მაინც მრავალთა მიერ ხელმოწერილი დოკუმენტი ფა-რატინა ქაღალდს დაემსგავსა, რაკი ხელს არ აწერდა მარკოზ ეფესელი! როცა პაპმა ევგენი მეოთხემ ვერ იხილა მარკოზ ეფესელის ხელმოწერა, თქვა: „მაშ ასე, ჩვენ ვერაფერს მივაღწიეთ". წმიდა მღვდელმთავარი და აღმსარებელი მარკოზ ეფესელი, სნეუ-ლი, სასიკვდილო ავადობით (კუჭ - ნაწლავის კიბოთი) დაუძლუ-რებული, გახლდათ სულიერი ცენტრი, მოძღვარი და ბურჯი მართ-ლმადიდებელი ეკლესიისა. კონსტანტინოპოლში დაბრუნებისას იმპერატორმა დაინახა, თუ რაო-დენ არამყარია ძალადობისა და კომპრომისის გზით „მიღწეული" ერთობა ეკლესიებისა. ბერძენმა სასულიერო პირებმა და ერისკაცებმა, უნიის შესახებ რომ შეიტყვეს, ფრიად გაღიზიანდნენ. ისინი უნიატებს ერეტიკოსებს უწოდებდნენ. ალექსანდრიის, იერუსალიმისა და ანტიოქიის პატრი-არქებმა 1443 წელს იერუსალიმში მოიწვიეს კრება, რომელზეც გა-ნაყენეს უნიის ყველა მომხრე, რაც დადასტურებულ იქნა 1450 წელს კონსტანტინოპოლის კრებაზე. მაგრამ ღალატის გამო ღვთის რისხვა კონსტანტინოპოლს მაინც არ აცდა.
*კრიპტო (ბერძნ. - ფარული) - ანუ როდესაც ფარულად აღიარებს ქრი-სტეს სარწმუნოებას, ხოლო ცხადად სხვა რჯულის შემსრულებელია. *სიტყვა „უნია"- კავშირს ნიშნავს. გარეგნულად მართლმადიდებელი, მაგრამ კათოლიკური ეკლესიის იერარქიული სტრუქტურის წევრი, მათი დოგმატების დამცველი. „უნიატი", აღმოსავლური წესის კათოლიკეა.
Xareba.net - ის რედაქცია
უკან დაბრუნება |