მთავარი > სხვადასხვა > ქრისტიანული პატერიკები

ქრისტიანული პატერიკები


28-10-2013, 00:05

ქრისტიანული პატერიკები

 

ბერი და ყაჩაღები

 

   ერთხელ მონასტერს ყაჩაღები დაესხნენ და შევიდნენ წინამძღვრის კელიაში, უთხრეს: ,,ჩვენ მოვედით, რათა წავიღოთ ყველაფერი, რაც არის შენს კელიაში’’. მან კი უპასუხა: რაც გაგიხარდებათ, შვილებო, წაიღეთ. მათ წაიღეს ყველაფერი, რაც კელიაში იპოვეს და წავიდნენ. დაავიწყდათ მხოლოდ საფულე, რომელიც დამალული იყო. ბერმა სასწრაფოდ მოძებნა ის, დასტაცა ხელი და დაედევნა ყაჩაღებს: ,,შვილო, აიღეთ, რაც დაგავიწყდათ სენაკში.’’ დაინახეს რა ბერის ასეთი სიკეთე, ყაჩაღებმა დაუბრუნეს მას ყველაფერი და მოინანიეს. ეუბნებოდნენ ერთმანეთს ეს ნამდვილად ღვთიური ადამიანია.

 

 

ნეტარი მაკარი და კელიის ქურდები

 

   ნეტარმა მაკარიმ, ერთხელ, თავის კელიაში ქურდი დაიჭირა. ის შესასვლელთან მდგარ ვირს, ხურჯინით, მოპარულ ნივთებს ჰკიდებდა. მაკარიმ არ შეიმჩნია, რომ ის იყო პატრონი ამ ნივთებისა და ტვირთის შეკვრაში უსიტყვოდ დაეხმარა. გაუშვა რა ისინი მშვიდობით, ნეტარმა თავისთვის თქვა:

 -ჩვენ არაფერი მოგვყოლია, როდესაც დავიბადეთ, აქედანაც ვერაფერს წავიღებთ, მადლობა უფალს, ყველაფრისათვის.

 

 

ნამდვილი ბერის ქონება ზენა სახლშია

   

   ერთ განდეგილ ბერს ღამით ქურდი ეწვია. ვერ ნახა რა ვერაფერი ფასეული, გაკვირვებულმა ქურდმა ჰკითხა:

-სად არის მთელი შენი ქონება?

-მე ყველაფერი ზენა სახლში დავაბინავე - უპასუხა ბერმა და ხელით ზეცაზე მიუთითა.


უკან დაბრუნება