მთავარი > სხვადასხვა > ქრისტიანული იგავები
ქრისტიანული იგავები23-10-2013, 00:03 |
ფული და უფულობა
ერთხელ სულიერმა შვილმა ჰკითხა მოძღვარს: -რისი ბრალია, მამაო? მიდიხარ ღარიბთან, შესჩივლებ შენს გაჭირვებას და ის განუგეშებს, გეხმარება, როგორც შეუძლია. მიდიხარ მდიდართან და ის შენს გასაჭირს ცალი ყურით ისმენს, თითქოს არც არაფერი. ნუთუ ფული ადამიანს ასე აფუჭებს?- გაიხედე ფანჯარაში. რას ხედავ? -ბავშვიან ქალს, ოთხთვალას, ხალხს, რომელიც ბაზარში მი-იჩქარის. - კარგი. აბა, ახლა სარკეში ჩაიხედე. იქ რას ხედავ? - სარკეში რა უნდა დავინახო, მამაო? მხოლოდ საკუთარ თავს ვხედავ. - ფანჯარაც მინისაა და სარკეც მინისაა. მაგრამ საკმარისია, მინას მცირეოდენი ვერცხლი დაუმატო, რომ უკვე საკუთარი თავის მეტს ვეღარაფერს დაინახავ.
ბევრი ფული და სიმდიდრე
ერთ ბერს ერთ ადამიანზე ჰკითხეს, იყო თუ არა ის მდი-დარი. -არ ვიცი, - უპასუხა მან. ჩემთვის მხოლოდ ის არის ცნობილი, რომ მას ბევრი ფული აქვს.-ე.ი. ის მდიდარია? -იყო მდიდარი და გქონდეს ბევრი ფული, არ არის ერთი და იგივე, - უპასუხა ბერმა. - ნამდვილად მდიდარი არის ის, ვინც სრულიად კმაყოფილია იმით, რაც აქვს. ის, ვისაც სურს ჰქონდეს უფრო მეტი, ვიდრე აქვს, ღარიბია მასზე, ვისაც არაფერი აქვს, მაგრამ თავისი ცხოვრებით კმაყოფილია.
უკან დაბრუნება |