მთავარი > წმ. მამათა საგანძურიდან > ნუ იქნები მცონარე!

ნუ იქნები მცონარე!


17-10-2013, 21:13
ნუ იქნები მცონარე!

   ნუ დატოვებ ასევე შეუმჩნევლად, თუ რა საკვირველი, ღვთის მოყვარე და მსასოებელი იყო ანა წინასწარმეტყ-ველი, რომლის სახელს ახსენებს დღევანდელი სახარება. იგი იყო ოთხმოცდაოთხი წლის ქვრივი, ქმართან ცხოვრობდა მხოლოდ შვიდი წელი. დანარჩენი თავისი ცხოვრება გაატარა ტაძრის ეზოში, ,,რომელი არა განეშორებოდა ტაძრისა მისგან მარხვითა და ვედრებითა  და მსახურებითა  დღე და ღამე’’, იტყვის, დღევანდელი სახარება (ლუკ. ბ, ლზ.). ნეტავ მსმენელთაგან ერთი ქალი მაინც დაფიქრდეს წამით და ჰკითხოს თავის თავს გულში: რომელი ცხოვრება სჯობს მისი დაფანტული, ამაო, აღელვებული, ჭორითა და ბოროტი სიტყვით სავსე თუ ანა ქვრივისა, რომელიც დღე  და ღამე ლოცვით, ვედრებით და მსახურებით არ  შორდებოდა ტაძარს. ამას რომ ვინმე ჰკითხავდეს თავის თავს, მისი სინდისი და გული შეატყობინებდა, რა საშინელი და სამწუხარო განსხვავება არსებობს მას და ანა წინასწარმეტყველს  შორის. ეს იქნებოდა მისთ-ვის დიდი მხილება და შეგონება. ამინ.

                                                                                             

 

                                       წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსი


უკან დაბრუნება