მთავარი > თანამედროვე მამები > ლოცვის შესახებ
ლოცვის შესახებ11-10-2013, 00:01 |
არსებობს
სატაძრო და საშინაო, პირადი ლოცვა. სატაძრო ლოცვა აუცილებელია ქრისტიანის ცხონებისა-თვის.
დედამიწაზე ყველა ტაძარი საღმრთო მადლის უხილავი არხებით უკავშირდება ერთმანეთს. როგორც
რადიუსები, იკვეთებიან ცენტრში, ისე იკვეთება ყოველ ეკლესიაში სულიერი სხივები, რომლებიც
სხვა ტაძრებიდან და წმინდანთა გულებიდან მოემართება. ამიტომ ვერთვებით რა სატაძრო მსახურებაში,
მთელი მსოფლიო ლოცულობს ჩვენთვის და ჩვენ - ყველასათვის. ჩვენთვის ლოცულობენ იერუსალიმშიც,
სადაც უფლის საფლავია და ათონზეც, სადაც ქალს ფეხი არსოდეს არ დაუდგამს...
არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი) უკან დაბრუნება |