მთავარი > საცდურები > ექსპანსია... ცივილურად

ექსპანსია... ცივილურად


10-10-2013, 17:56
ექსპანსია... ცივილურად   1. თურქულად 

   ბოლო დროს ჩვენს სამშობლოში განვითარე-ბული მოვლენები შეუძლებელია არ აღაშფო-თებდეს ქართველ ადამიანს. ვგულისხმობთ სხვადასხვა ქვეყნების იდეოლოგიურ, ფინან-სურ თუ ფიზიკურ ზეწოლას საქართველოზე. როგორც ჩანს, მტერმა ტაქტიკა შეცვალა. ჩვენს თვალწინ ხორციელდება მცოცავი ოკუპაცია ინფორმაციის მასობრივი საშუალებების მეშვეობით საზოგადოების ზომბირება - დეგრადაცია, უცხო რელიგიურ შეხედულებათა მოხვევა და ა. შ.

   ამჯერად თურქული ექსპანსიის თავისებურებაზე ვისაუბრებთ.

  XX საუკუნეს ისლამის აღორძინების ეპოქად მიიჩნევენ ექსპერტები. ბოლო ათეული წლებია მთელ მსოფლიოში მომრავლდნენ მისი მიმდევრები. განსაკუთრებით სწრაფი ტემპით გავრცელდა ისლამი აფრიკის კონტინენტზე. არანაკლებ პოპულარული და მიმზიდველი გახდა ის აშშ - სა და ევროპის ქვეყნებში - საფრანგეთში, იტალიაში, გერმანიასა და ინგლისში.

   ჩვენს ქვეყანაში, მოგეხსენებათ, საუკუნეებია ცხოვრობენ მუსლიმე-ბი. ვგულისხმობთ როგორც აჭარელთა ერთ ნაწილს (თავის დროზე ძალით რომ მოწყვიტეს დედასაქართველოს და დედაეკლესიას) და, აგრეთვე, ჩვენთან მოგვიანებით დამკვიდრებულ აზერბაიჯანის მოსა-ხლეობას.

   ბოლო წლებში თურქეთის ეკონომიკური პროდუქცია მეტად და მე-ტად გავრცელდა საქართველოში. პარალელურად ისლამურმა პროზე-ლიტიზმმაც იჩინა თავი. ამთავითვე ვიტყვით: თუ ადრე ისლამი მახვილითა და ძალადობით ვრცელდებოდა დაპყრობილ ქვეყნებში, დღეს მეთოდი მეტწილ „მშვიდობიანი" და „ცივილურია". სახეცვ-ლილმა ფორმამ თითქოს მიაბუნდოვანა მიზანი ისლამისტებისა: საკუთარი მსოფლმხედველობა სხვა ქვეყნებსაც, სხვა ხალხებსაც მოა-ხვიონ თავს.

   საამისოდ მნიშვნელოვან როლს, რა თქმა უნდა ფინანსები ასრულ-ებს. გახშირდა მეჩეთების მშენებლობა, განათლების მისაღებად ქა-რთველი ახალგაზრდების (აჭარლების) ისლამურ სასწავლებლებში გა-გზავნა. ეს ყოველივე მუსლიმი სასულიერო პირების მომრავლებას იწვევს და შესაბამისად ისლამური აგიტაცია - პროპაგანდაც ძლიერ-დება.

   არსობრივად ეს არის ომი, რომელსაც მხოლოდ ფორმა აქვს „მშვი-დობიანი", მიზანი კი იგივე, რაც ძალადობრივ ექსპანსიას.

   სწორედ ისლამური პროზელიტიზმის გამო გახდა ბათუმში დიდი მეჩეთის აშენების საკითხი აქტუალური. ქვეყანაში ჩატარებულმა გამოკითხვამ ცხადყო, რომ საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას - 90 % - ზე მეტს, არ სურს ბათუმში მეჩეთის აგება. ამიტომაც ისლამურმა ძალებმა გადაწყვიტეს საზოგადოების სხვა ხე-რხით „დამუშავება", რასაც, მათი აზრით, ბუნებრივად და უმტკივ-ნეულოდ მოჰყვება ჩანაფიქრის განხორციელება.

   რა ხერხია ასეთი? თურქული სერიალები ქართულ სატელევიზიო სივრცეში - გახლავთ პასუხი. დიახ, სწორედ თურქულმა სერიალებმა შეავსო საქართველოს წამყვან სატელევიზიო არხებზე პროგრამული ბადის ლამის ყოველი საათი და წუთი.

   მოგეხსენებათ, ქართველი ტელემაყურებელი მეტწილად ბრაზილი-ურ - კოლუმბიურ სერიალთა მდაბიო, გამრყვნელი შინაარსის ფილმებით ჰყავდათ ჩვენს ე. წ. „ტელებოსებს" გატაცებული. აი, თურ-ქულმა სერიალებმა კი სულ სხვა „იმიჯი" შეიძინა. აქ ხომ მამაკაცის ღირსებასა და ვაჟკაცობაზეა ყურადღება გამახვილებული, ხსენებულ სერიალებთან შედარებით უფრო ზნეობრივი ელფერი დაჰკრავს გა-რემოს და ა. შ.

   რა ხდება ამ დროს თანამედროვე სერიალებში? რამდენადაც ვიცით, მისი თითქმის არც ერთი პერსონაჟი არ არის „სავსე ქართული პატიოსნებით", რწმენით, ვაჟკაცობით. თითქმის ყველა ან ლაზღან-დარაა, ან უპრინციპო, ან მოძველბიჭო, ან კრიმინალისა თუ ნარკო-მანიისკენ მიდრეკილი, ჰომოსექსუალიც კი და ა. შ. და ა. შ. ამ ფილმების „შემოქმედთ" სურთ დაგვაჯერონ, რომ ესაა თანამედ-როვეობა და ასე უნდა მოვუახლოვდეთ ევროპას, წავშალოთ, გავა-ნადგუროთ დრომოჭმული ტრადიციული და „ახალი ქართველის" ტიპს ასე უნდა ჩავუყაროთ საფუძველი.

   ყოველივე ამის ფონზე, ჩვენს „განვითარებად" (მხოლოდ სოციალურ - ეკონომიკური მდგომარეობის გამო - ავტ.) შერაცხულ სამშობლოში, ბუნებრივია მოსახლეობის საკმაო ნაწილს „შედევრად" მოეჩვენა თუ-რქული სერიალები. ფსიქოლოგიური ფანდი, რომელიც მოხერხე-ბულად გამოიყენა ოპონენტმა ჩვენს წინააღმდეგ, სამწუხაროდ, არცთუ უშედეგო გამოდგა. ის მომდევნო გამოკითხვასა და არჩევნებზეა გათვლილი - ამ სერიალებით დაზომბირებულის შემდეგ სურათი სულ სხვაგვარი იქნება.

   სავალალოა, რომ ქართველი ტელემაყურებელი დღეს თურქების მო-ჩვენებითი ღირსებით იხიბლება. როგორც ჩანს, გვავიწყდება საქა-რთველოს ისტორია: მეტეხის ხიდზე გაბრწყინებული ასი ათასი მოწამე, დავითგარეჯის მონასტერში მოწყვეტილი ექვსი ათასი ბერი, შირაზს წამებული ქეთევან დედოფალი, კრწანისის ველს რომ დააკვდნენ, ის არაგველები, ბახტრიონის აღებას რომ შეეწირნენ ის გმირები - წმ. ბიძინა, წმ. შალვა და წმ. ელიზბარი, უფრო ადრე, არგვეთში ურჯულოების მიერ სარწმუნოებისათვის ძმები - დავით და კონსტანტინე მხეიძეები, მოგვიანებით აჭარაში, ქრისტიანობისათვის თავდადებული და ბრძოლის ველზე მოწყვეტილი ქართველები და, ნეტავ, რომელი ერთი ჩამოვთვალოთ?!

   მტრისთვის სწორედ ქართველი იყო ღირსების, ვაჟკაცობისა და სი-წმინდის სიმბოლო. ამიტომ გაქრისტიანდა მრავალი მუსლიმი და არც ისე ცოტა მათგანი წმინდანიც შეიქნა (წმ. აბო თბილელი, ევსტათი მცხეთელი და სხვა). ოსმალეთი კი ყოველთვის მოსყიდვით, ცბი-ერებითა და მზაკვრობით ცდილობდა ქართველის გადაბირებას. როცა ამ გზით ვერაფერს აღწევდა, მაშინ სასტიკ და დაუნდობელ წამებას მიმართავდა.

   საერთოდ, ისლამი, მართლმადიდებლობისაგან განსხვავებით, ძალ-ადობისაკენ მოწოდებით არის გაჯერებული. ყურანში მუჰამედი ამ-ბობს: „ ... მე მახვილით მოვევლინე და მაქვს ბრძანება ღვთისაგან - მოვაკვდინო ყოველი, რომელიც არ დაემორჩილება ჩემს სიტყვას".ეს სიტყვები ნათლად წარმოაჩენს ამ რელიგიის წარმომავლობას - არ არის ის ღვთისაგან. ყოვლადმოწყალე ღმერთი არავის აიძულებს სარწმუნოების მიღებას ნების წინააღმდეგ, მით უფრო, ვინმეს მოკ-ვლას ამის გამო.

   აღსანიშნავია ისტორიული ფაქტი: თუ თურქს ვალის გაუსტუმრო-ბლობის და არა წამების მუქარის გამო ქრისტიანულ გარემოში ჯა-რიმის გადახდა ან სხვა რამ ასეთი სასჯელი ელოდება, ის უმალ ქრისტიანულად ინათლებოდა ამის გამო.

  სხვა კუთხითაც შევხედოთ ისლამს. როგორი დამოკიდებულება აქვთ მუსლიმ „ღირსეულ მამაკაცებს" თავიანთ მეუღლეებთან და ზოგადად ქალებთან? ობიექტურობის გამო მივუთითებთ იმ ფაქტებს, რომ-ლებზეც არ საუბრობენ ან სდუმან ისლამის აპოლოგეტები.

   ყურანი ასწავლის, რომ „მამაკაცი ქალზე მაღლა დგას, იმიტომ რომ ალაჰმა პირველებს უპირატესობა მიანიჭა, რადგან თავისი ქონებიდან ახარჯავენ მათ" (შდრ. ყურანი 4. 38).

   გავრცელებული ხადისის (მუჰამედის გამონათქვამი) თანახმად, ქა-ლების უმრავლესობა ჯოჯოხეთში აღმოჩნდება. იბნ უმარი ამბობს: „ქალებმა გაეცით მოწყალება, ითხოვეთ შენდობა, ვინაიდან ვხედავ, რომ ჯოჯოხეთის ცეცხლში უმრავლესობა თქვენ ხართ" (მუსლიმ. 1879).

    ქალების უკიდურეს დამცირებას ისლამში ადასტურებს პოლიგამი-ის (მრავალცოლიანობა) პრინციპი. მოგეხსენებათ, აქ მამაკაცს აქვს უფლება იყოლიოს ოთხი ცოლი. ამავე დროს, მას შეუძლია დაარღვიოს ცოლქმრული ერთგულება (სხვა ქალთან, საყვარელთან). ხოლო ქა-ლებს, მამაკაცებისაგან განსხვავებით, არა აქვთ რამდენიმე ქმრის ყოლის უფლება. გარდა ამისა, კაცს ამ ოთხი ქორწინებიდან ნების-მიერი შეუძლია გააუქმოს, ხოლო მომდევნო ქორწინებისა თუ გან-ქორწინების რიცხვი უკვე არც არის დასახელებულ - განსაზღვრული. ქმარი უფლებამოსილია გაეყაროს მეუღლეს მიზეზის აუხსნელადაც, მარტივი ფრომით (ტალაკით), ანუ დადგენილი ფრაზის თქმით: „შენ გაშვებული ხარ" ან „შეუერთდი შენს გვარს". ხოლო ქალს განქორ-წინების მოთხოვნის უფლება მხოლოდ სასამართლოს განაჩენის სა-ფუძველზე ეძლევა მაშინ, თუ ქმარს ფიზიკური ნაკლი აქვს, ან თუ იგი სასტიკად ექცევა ან არ აძლევს მას საარსებო სახსარს.

   მეტიც: ყურანით ურჩი ცოლების ცემა ნებადართულია (ყურანი 4. 34). აღსანიშნავია, რომ დღესაც კი გამოიცემა წიგნები, რომლებიც ქა-ლის „მართებულ" ცემას ეძღვნება.2

    ვფიქრობთ კომენტარები აქ ზედმეტია. მხოლოდ ერთს დავძენთ:

  მართლმადიდებელი ეკლესია სრულიად საპირისპირო სწავლებას გვთავაზობს. ცოლქმრული ცხოვრება (ქორწინება) საღვთო საიდუ-მლოს ხარისხშია აყვანილი. „საიდუმლო ესე დიდ არს" - ამბობს პავლე მოციქული. მართლმადიდებლური მოძღვრების მიხედვით, ქმარი უდიდესი პატივისცემითა და სიყვარულით უნდა ეპყრობოდეს ცოლს. „ქმარნი ეგრეთვე თანმკვიდრ იყვენით შენდობით, ვითარცა უუძლუ-რესსა ჭურჭელსა, დედათა მისცემდით პატივსა, ვითარცა თანამკ-ვიდრთა მადლისა ცხონებისა" (1 პეტრ. 3. 7); „ესრეთ ჯერ - არს ქმართა ცოლთა თვისთა სიყვარული, ვითარცა ხორცთა თვისთა, რამეთუ რომელსა უყვარდეს ცოლი თვისი, თავი თვისი უყვარს" (ეფ. 5. 28).

   კიდევ მრავალი მსგავსი ამონარიდის მოყვანა შეიძლება.

  დავუბრუნდეთ მთავარ საკითხს: მაინც რა არის მთელ მსოფლიოში ისლამის გავრცელების ძირითადი მიზეზი? რა იზიდავს თანამედ-როვე ევროპელს ისლამში, რითი იხიბლება ის?

   საქმე ისაა, რომ XX – XXI საუკუნეებში დასავლეთმა გიგანტური ნა-ბიჯები გადადგა რეფორმაციისა და მოდერნიზმის გზაზე. შედეგებმაც არ დააყოვნა: რეფორმატორული ქრისტიანობა ვერ უძლებს ისლამთან მეტოქეობას. ეს ეხება როგორც პროტესტანტიზმს, ასევე კათოლიც-იზმსაც, რომელმაც ვატიკანის მეორე კრების შემდეგ რადიკალურად შეცვალა, დროის სულის მიხედვით „გაათანამედროვა" თავისი სარწ-მუნოება. ესეც ვთქვათ: ოპონენტების საყვედური ქრისტიანობის მიმ-ართ მეტწილად სწორედ დასავლური ქრისტიანობის „დამსახურებაა", ვიდრე მართლმადიდებლობისა; თუმცა მართლმადიდებლობის რეფ-ორმატორებიც რასაკვირველია, უნდა ჩაუფიქრდნენ ვითარებას.

   დასავლური რელიგიების სეკულარული (ამსოფლიური) სულით გა-ჯერებამ, დოგმატური სწავლების განუწყვეტელმა ცვლილებებმა, მოდერნიზმმა, ტაძრებში საკრავი ინსტრუმენტების, სხვადასხვა გასა-რთობი საშუალებებით მრევლის მოზიდვამ და კონცერტებმა, ძველი საღვთისმეტყველო ენით ახლით ჩანაცვლებამ და მსგავსმა რეფო-რმებმა განაპირობა შემდეგი: სულს ღაფავს თანამედროვე კათოლ-იციზმი და პროტესტანტიზმი. ეს არსობრივად მკვდარი რელიგიები უბიძგებს თანამედროვე ევროპელს, ამერიკელსა თუ სხვას, ეძებოს რაიმე სულიერი, რაღაც მისტიკური სხვა რელიგიებსა თუ აღმო-სავლურ კულტებში.

   ამდენად, ისლამის გავრცელება არა იმდენად ისლამის დამსახურ-ებაა, რამდენადაც ადგილობრივი კონფესიების სისუსტე და უსუსუ-რობა. ამას ადასტურებს საფრანგეთის მაგალითი. ბოლო ათეული წლების მანძილზე 100 000 - მდე ადამიანი გამუსლიმანდა. ორჯერ მეტი ფრანგი კი ბუდიზმს დაემოწაფა.

   თავად ისლამის მომხიბვლელობა იმით არის განპირობებული, რომ მუსლიმმა მისიონერებმა ყურადღება სიძველეთა დაცვასა და ტრა-დიციის ერთგულებაზე გაამახვილეს. მოიგეს კიდეც. ახალაშენებულ მეჩეთებში არაბულ ენაზე მიმდინარეობს ლოცვა, მეჩეთები სავსეა ხალხით. მათ შორის მრავალი ევროპელია. დასავლეთის რელიგიური ტაძრები კი დაცარიელდა - აქ ხომ ამსოფლიურის სასიკეთოდ ლამის ყველაფერი დათმეს. ავღნიშნავთ, რომ მოდერნისტულ - ლიბერალურ სულს ჯერ სრულად არ შემოუღწევია ჩვენში. შესაბამისად, ჩვენი ტაძრები საკვირაო მსახურების დროს სავსეა მრევლით.

   კიდევ რა იზიდავს ადამიანს ისლამში? მთავარ მიზეზებს შორის ხა-ზგასასმელია მისი უკიდურესი რაციონალიზმი. ისლამი საიდუმლო-ებებს მოკლებული რელიგიაა. მუსილმანის წინაშე არ დგას აუცი-ლებლობა, თავმდაბლად მიიღოს ის, რაც ადამიანის გონებისთვის მიუწვდომელია. მართლმადიდებლობა კი საეკლესიო საიდუმლოე-ბებითაა სავსე. რაც უფრო უღრმავდება სულიერ ცხოვრებას ქრის-ტიანი, მით უფრო ღრმა სულიერი სამყაროს თანაზიარი ხდება იგი.

   ამდენად, ჩვენ ღვთისმეტყველების შესწავლაში, რელიგიურ ცხოვ-რებაში, ყოველ ლიტურგიაზე ყოველ ხატთან ლოცვის დროს გვჭი-რდება, გვმართებს უკიდურესად თავმდაბალი განსჯა იმისა, თუ რა უსასრულო მარადიული სულიერი სამყაროს წინაშე ვდგავართ.

   იმ რელიგიაში, სადაც ყველაფერი მარტივი და გასაგებია თანამედ-როვე პრაგმატული ადამიანისთვის, უფრო იოლია შესვლა, ადვილია მასთან შეგუება.

   დღევანდელი ადამიანი არასულიერ, ათეისტურ - ნიჰილისტურ გა-რემოშია აღზრდილი. თანამედროვე მეცნიერებითა და პროგრესით, პოლიტიკითა და ეკონომიკით გატაცებული, იგი ფიქრობს, რომ რელიგიაც ასეთივე ზედაპირული უნდა იყოს.

   ამდენად, ნეოფიტ (ახალმოქცეულს) მუსლიმს რჩება შთაბეჭდილება, რომ ისლამი სამართლიანი რელიგიაა; რომ ის ადამიანს აძლევს საშუალებას, შუამავლის გარეშე ესაუბროს ღმერთს.

  ისლამი მიმზიდველი და კომფორტული რელიგიაა იმ კუთხითაც, რომ მასში ფაქტობრივად არ არსებობს სინანულის სწავლება. მუ-სლიმური დოქტრინის თანახმად: „ღმერთი მოწყალე და ყოვლისმიმ-ტევებელია, ის ნებისმიერ ცოდვას გვაპატიებს, გარდა ისლამის უა-რყოფისა".ასეთი თვალსაწიერი კიდევ უფრო გასაგებს ხდის, თუ რატომ ხიბლავს ადამიანს ეს რელიგია. თანამედროვე ადამიანი ხომ საკუთარი თავის შეზღუდვას არ არის დაჩვეული. და აი, სწორედ ისლამი აძლევს მას საშუალებას იცხოვროს ავხორცული ვნებების ამარა და იმავდროულად დალაგებული ჰქონდეს ურთიერთობა (თავისი აზრით) ღმერთთანაც და სინდისთანაც.

   მართლმადიდებლობა იმთავითვე, მონათვლის დღიდანვე, ვნებებ-თან ბრძოლას ასწავლის ადამიანს. ამიტომ ისლამი გაცილებით მიმზიდველი ეჩვენებათ, თუმცა მიმზიდველი, რა თქმა უნდა, არ ნიშნავს ჭეშმარიტს. სახარების მიხედვით, იოლ და გაშლილ გზას წარწყმედისაკენ მიჰყავს ადამიანი. სასუფევლის გზა ეკლიანია და მრავალი სირთულის შემცველი.

   მართლმადიდებლობა ისლამისა და დასავლური რელიგიებისაგან განსხვავებით, არ ელტვის კომფორტს. უნდა გვახსოვდეს: მართლ-მადიდებლობა ჭეშმარიტებაა. ხოლო სადაც ჭეშმარიტებაა, იქ არის შრომაც საკუთარი თავის გამოსწორებისათვის.

   კიდევ ერთი უძლიერესი ფაქტორი, ასეც ვიტყოდით - ქვაკუთხედი, ისლამის გავრცელებისა, გახლავთ მუსლიმი ხალხის ბიოლოგიური გამრავლება. ეს არის ფაქტი იმ ფონზე, როდესაც ევროპელი ხალხები (მათ შორის ჩვენც), არ მრავლდებიან. შედეგებსაც სამწუხაროდ, ვი-მკით.

   რა ვიღონოთ მართლმადიდებლებმა ისლამური პროზელიტიზმის გაძლიერების პირობებში?

   პასუხი უცხადესია:

   1) ჩვენ თვითონ უნდა მოვიქცეთ, ვით მართლმადიდებელი ქრისტ-იანები. ცხოვრებაში შევასრულოთ ქრისტეს მცნებები. ერთმა გაქ-რისტიანებულმა არაბმა თქვა: „ყველა ქრისტიანი ქრისტიანულად რომ ცხოვრობდეს, ისლამი საერთოდ არ იარსებებდაო!" ამ სიტყვებში სი-მართლეა. სამწუხაროდ, ჩვენი ცხოვრების წესი ხშირად არ შეესაბამება სარწმუნოებრივ ხედვას. ამდენად, ქრისტიანობისკენ ნებისმიერი მო-წოდება იქნება არადამაჯერებელი, თუ მას საკუთარი მაგალითითა და გამოცდილებით არ გავამყარებთ.

   2) უნდა გაძლიერდეს მისიონერული მოღვაწეობა მუსლიმურ გარემ-ოში. ავღნიშნავთ, რომ მეუფე დიმიტრი და მეუფე სპირიდონი, სა-მღვდელოებასთან ერთად, ძალღონეს არ იშურებენ ამისათვის. მათი ღვაწლის შედეგად ათასობით ქართველი მუსლიმი უკვე დაუბრუნდა დედაეკლესიას.

  3) ეკლესიის მხრიდან საღვთისმეტყველო დონეზე არგუმენტირებუ-ლი პასუხი უნდა გაეცეს ისლამის გამოწვევას.


 

 

მოამზადა დეკანოზმა კონსტანტინე ჯინჭარაძემ

 

 

 

 

 

 

 

 

1Плоды Экуменического древа Т 31. Максим Грек. გვ. 355.

2Религия Креста и Религия Полумесяца. Ю. Максимов. М. 2008. გვ. 112 – 113.

3იქვე გვ. 114. 

 

 

 

 


უკან დაბრუნება