მთავარი > კალენდარი, მთავარი გვედის ფოტო > 5 ოქტომბერი (ახ. სტ.) - წმიდა იონა წინასწარმეტყველის ხსენების დღე

5 ოქტომბერი (ახ. სტ.) - წმიდა იონა წინასწარმეტყველის ხსენების დღე


4-10-2020, 15:20

 

5 ოქტომბერი (ახ. სტ.) - წმიდა იონა წინასწარმეტყველის ხსენების დღე

 


 

   22 სექტემბერს (ახალი სტილით 5 ოქტომბერს) მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს წმინდა იონა წინასწარმეტყველის ხსენების დღეს. 

  წმინდა იონა წინასწარმეტყველი ისრაელის მეფის, იერობოამ II-ის დროს ცხოვრობდა. უფალმა მას დაავალა გამგზავრებულიყო ნინევიაში, ასურელებთან, რომლებიც ისრაელის მტრები იყვნენ და გაეფრთხილებინა ისინი, თუ ცოდვებს არ მოინანიებდნენ და ძველებურ ცხოვრებას განაგრძობდნენ, უფალი მათ გაანადგურებდა. იონა წინასწარმეტყველის ცხოვრებით მტკიცდება, რომ ღმერთს არა მხოლოდ თავისი რჩეული ხალხი, ისრაელი უყვარდა, არამედ ასურელების გადარჩენისათვისაც ზრუნავდა და გაუგზავნა მათ წინასწარმეტყველი იონა. ეს არის ღვთის საყოველთაო სიყვარულის გამოხატულება. 

   ნინევია, უდიდესი და სახელგანთქმული ქალაქი, მდებარეობდა ტიგროსის აღმოსავლეთ სანაპიროზე, დღევანდელი ერაყის ქალაქ მოსულის ადგილას. 
  იონას, ალბათ, არ უნდოდა მტრების დახმარება და გადაწყვიტა არ წასულიყო ნინევიაში. ჩაჯდა გემში და სხვა მიმართულებით, თარშისკენ გაემგზავრა. 

   ზღვაზე ქარიშხალი ამოვარდა. მგზავრები ძალიან შეშინდნენ... წარმართებმა წილიც კი ჰყარეს, ვისი ბრალი იყო მათ თავს მოწეული უბედურება. წილის ყრამ წმინდა იონაზე მიუთითა. წმინდა იონა მიხვდა თავის დანაშაულს, მიხვდა, რომ ეს ღვთის რისხვა იყო და თქვა, მე ჩამაგდეთ ზღვაში და ზღვა დაცხრებაო. 

  ასეც მოხდა, წმინდა იონა ჩააგდეს ზღვაში. ქარიშხალი დაცხრა. წმინდა იონა კი ვეშაპმა ჩაყლაპა (დიდმა თევზმა, სამი დღე და ღამე ვეშაპის მუცელში იყო იონა, ინანიებდა თავის ცოდვას და ღმერთს პატიებას სთხოვდა. ასევე გალობდა. ღმერთმა აპატია თავის წინასწარმეტყველს და ვეშაპმა ის ამოაგდო თავისი მუცლიდან. 

   წმინდა იონა გაემგზავრა ნინევეში და მეფესა და იქაურებს ღვთის ნება უქადაგა და გააფრთხილა, რომ დაიღუპებოდნენ თუ არ მოინანიებდნენ. 

 ნინეველებმა დაიჯერეს, მოინანიეს, ძაძებით შეიმოსნენ, მარხვა დაიწყეს და ღმერთმაც დაინდო ისინი. 

  წმინდა იონას სამი დღე ვეშაპის მუცელში ყოფნა და ხსნა, სიმბოლურად წინასახე იყო ქრისტეს სამი დღის მერე საფლავიდან მკვდრეთით აღდგომისა. იესო ახსენებდა კიდეც წმინდა წინასწარმეტყველს და გადატანითი მნიშვნელობით მიუთითებდა "ნათესავი ბოროტი და მემრუშე სასწაულსა ეძიებს, და სასწაული არა ეცეს მას, გარნა სასწაული იგი იონა წინაწარმეტყუელისაჲ" (მათე, 16,4).

 

Xareba.net - ის რედაქცია 


უკან დაბრუნება