მთავარი > კითხვა-პასუხი > კითხვა - პასუხი
კითხვა - პასუხი27-09-2013, 06:18 |
გიორგის შეკითხვა: მამაო მაინტერესებს ვეგეტარიანელობა
მიიჩნევა თუ არა მართლმადიდებლური სწავლებით ცოდვად? და თუ მიიჩნევა, რატომაა ცოდვა.
პასუხი: ისეთი მკაცრი ასკეტები, რომლებიც მხოლოდ ველური თაფლით, უდაბნოს მცენარეებით და ა. შ. იკვებებოდნენ, ისინი ვეგეტარიანელებზე უფრო მაგარი ვეგეტარიანელები იყვნენ. ასკეტი წმიდა მამები ყოველივეს ღვთისთვის ითმენდნენ. ხოლო ვეგეტარიანელი თავისი მსოფლმხედველური შეხედულებით აკეთებს ამას. ეს სხვადასხვა მოტივაციაა. მე ვიცნობ მღვდელს, რომელიც მრავალი წელია არ ჭამს ხორცს (ხორცის ჭამა მხოლოდ ბერ - მონაზვნებს ეკრძალება). მასთან მივიდნენ მამები და ჰკითხეს რა მიზეზით იკავებდა ხორცის ჭამისაგან თავს. თუ ხორცის სიძულვილის გამო არ ჭამდა, მაშინ ეს არასწორი მიზეზი და მოტივი იქნებოდა. ამიტომ მან მათთან ერთად შეჭამა ხორცი, რითაც დაადასტურა, რომ ყოველივეს ღვთისთვის აკეთებდა. მას შემდეგ ამ მღვდელს ხორცი არ უჭამია. რჯულის კანონში მითითებულია იმ პირუტყვისა თუ ნადირის ხორცი, რომლის ჭამა არის აკრძალული. თუ ქრისტიანი ღვთისთვის „ვეგეტარიანელობს", ლოცვა - კურთხევით ეს შესაძლებელია. ხოლო ეკლესიის მიღმა მყოფს გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი პრობლემები ექნება, ვიდრე ესაა.
ღმერთმა დაგლოცოთ!
უკან დაბრუნება |