მთავარი > სხვადასხვა > ცრუმოძღვრება

ცრუმოძღვრება


2-09-2013, 00:08
ცრუმოძღვრება   ახლა ისეთი პერიოდია, როცა ძალიან აქტიურად შემოდის სხვადასხვა მოძღვრება უცხოეთიდან. მაგრამ ქართველმა ერმა უნდა დაინახოს, თუ რა არის ჩვენთვის მისაღები და სასარგებლო, და რა არაა სასარგებლო, რა უნდა მივიღოთ და რა არ უნდა მივიღოთ. ქართველმა კაცმა უნდა გაარჩიოს თეთრი და შავი, ანუ რომელია ის გზა, რომელსაც ადამიანი მიჰყავს ჯოჯოხეთში და რომელია გზა, სასუფევლისკენ. უნდა გვასხოვდეს ისიც, რომ სასუფეველიცა და ჯოჯოხეთიც აქ, დედამიწაზე იწყება.

 

საქართველოს კათოლიკოს - პატრიარქი ილია II

 

 

* * *

   დაიცავი გონება და გული ცრუმოძრვრებათაგან. ნუ ისაუბრებ ქრისტიანობის შესახებ ცრუ აზრებით მოწამლულ ადამიანებთან. ნუ წაიკითხავ ცრუმოძღვართა მიერ ქრისტიანობის შესახებ დაწერილ წიგნებს. ჭეშმარიტებაში სული წმიდა მკვიდრობს - სული ჭეშმარიტებისა. სიცრუეში ეშმაკის სული მკვიდრობს და მოქმედებს. იგი არის სიცრუე და მამა სიცრუისა.

 

წმიდა ეგნატე ბრიანჩანინოვი

 

 

* * *

   ეკრძალეთ ცრუ წინასწარმეტყველთ, რომლებიც მოვლენ თქვენთან ცხვრების სამოსით, ხოლო შიგნით არიან მტაცებელი მგლები.

   თავიანთი ნაყოფით იცნობთ მათ; განა ეკლაზე კრეფენ ყურძენს, ან ნარზე ლეღვს?

   ასე, ყველა ვარგის ხეს ვარგისი ნაყოფი გამოაქვს, და ყველა უვარგის ხეს უვარგისი ნაყოფი გამოაქვს.

   არ შეუძლია ვარგის ხეს უვარგისი ნაყოფის გამოღება და უვარგის ხეს უვარგისი ნაყოფის გამოღება.

   ყოველი ხე, რომელიც არ გამოიღებს ვარგის ნაყოფს, მოიჭრება და ცეცხლს მიეცემა.

   ასე რომ, თავიანთი ნაყოფით იცნობთ მათ.

 

სახარება მათესი, თ. 6-7

 

 

* * *

   ვიცი მამაო მფლობელო, რამეთუ დაშრიტე ცეცხლი იგი მათი სრულიად, რომელსა ესვიდეს უსჯულონი იგი; არამედ მოგვმადლენ უფალმან, რათა აღტყინებულიცა იგი უჩინო ცეცხლი, რომელ აღუგზნიეს შენთვის ეშმაკსა განსაცდელად დაშრიტო ადვილად. არა უმეცარ არს სიწმიდე შენი, რამეთუ მრავლითა ჭირითა გვიღირს შესვლად სასუფეველსა ღუთისასა. ხოლო ნუ შესძრწუნდები მათისა მისგან მოძღურებისა, ვინაიდგან იტყვს მოციქული, ვითარმედ „მაჭირვებელთა თქუენთა ჭირი ეგე შენი, მათი დაცემა და განბნევა".

 

ეპისკოპოსი აბიბო ნეკრესელი

 

 

* * *

   თითოეული ცრუ სწავლება სამშვინველის ამბოხია (უფრო სწორად მშვინვიერი ვნებების, უპირველესად კი სიამაყის და ჟინისა) სულის წინააღმდეგ, სამშვინველისა, რომელიც მოკავშირედ ფანტაზიას უხმობს და დემონურ ძალებთან შეერთებით, თავისი გამომგონებლური ევრისტიკის და ემოციების მეშვეობით ერთგვარ ზღაპრულ ციხე - კოშკში ის სიკვდილამდე ცხოვრობს.

 

არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)

 

 

* * *

   მართლმადიდებლობის გარდა ამქვეყნად არსებული ყველა რელიგია მცდარია და ვერ აცხოვნებს ადამიანს. მცდარი რელიგია დასცინის კაცს. თითოეულ ჩვენთაგანს გარდაცვალებისთანავე გაუცხადდება, რამდენად მყარია ის, რასაც მიანდო თავისი სასოება. როგორ შეძრწუნდებიან ისინი, ვინც იხილავს მაშინ, რომ მოტყუვდა არჩევანში.

 

* * *

   ყოველ მიწიერ (ადამიანისმიერ) სარწმუნოებას ეწოდება ადამიანის სახელი: მაჰმადიანი - მუჰამედიდან, პაპისტი - რომის პაპიდან, ლუთერანელი - მარტინ ლუთერიდან, იუდეველი - იუდადან, პაშკოველი - პაშკოვიდან და სხვ. მისთ. - ესენი არ არიან ღმერთისაგან და ღმერთი არ არის მათში, ვინაიდან, უკეთუ ისინი ღმერთისაგან არიან, რად იწოდებიან ადამიანთა სახელებით; ერთადერთი და ჭეშმარიტი სარწმუნოება არის მართლმადიდებლობა, რომელიც თვით უფლის სახელით იწოდება - ქრისტიანენი.

 

 წმიდა მამა თეოფანე დაყუდებული

 

 

* * *

   მართლამდიდებლური ეკლესიიდან განდგომილებმა სიცოცხლეც რომ შესწირონ ქრისტეს სახელის აღსარებას, მათი ცოდვა სისხლითაც კი არ ჩამოირეცხება. წარუშლელი და უმძიმესია განხეთქილების დანაშაული და არ იწმინდება თვით მოწამეობითაც კი.

 

წმიდა მამა ირინეოს ლიონელი

 

 

* * *

   უფრთხილდი მწვალებლური სწავლებების კითხვას, რამეთუ ყველაზე მეტად ეს ამხედრებს გმობის სულს შენს წინააღმდეგ.

 

წმიდა ისააკ ასური

 

 

* * *

   ჩვენი ცხოვრების მტერმა - ეშმაკმა დაბადა მრავალი ცრუ მოძღვრება, ერესი, სექტა და განხეთქილება, რომელთა მეშვეობითაც სამუდამოდ აშორებს ადამიანებს უფლისაგან.

 

წმიდა მამა იოანე კრონშტანდტელი

 

 

* * *


   ძლევის გარეშე - არ არის და არც შეიძლება იყოს ჭეშმარიტი ქრისტიანობა! ამიტომ ჩვენ არ გვაქვს ერთი გზა ათასნაირ მოდერნისტულ სექტასთან, არც ეკუმენისტებთან, არც ნეო - ჰილიასტებთან.

   ჩვენი სარწმუნოებაა - წმინდა მოღვაწეთა სარწმუნოება - „რწმენა სამოციქულო, რწმენა მამობრივი, რწმენა მართლმადიდებლური". განუხრელად მას და მხოლოდ მას მოვეჭიდებით ცბიერი დღეების განცდისას! - ამინ.

 

მთავარეპისკოპოსი ამბერკი

 


უკან დაბრუნება