მთავარი > წმ. მამათა საგანძურიდან > ცოდვა

ცოდვა


6-03-2014, 00:04
ცოდვა   ადამიანი, რომელიც ცოდვას სჩადის, არა მხოლოდ თავის თავს იგდებს სნეულებასა და უბედურებაში, არამედ სენსა და განსაცდელს წინასწარ უმზადებს თავის შთამომავლობასაც, რადგან მისი ხორციელი, თუ სულიერი თვისებები შვილებსა და საერთოდ, მომავალ თაობებზე გადადის.

 

წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსი

 

 

* * *

   აკი, გაურბიხარ, საყვარელო ძმაო, ფიცხელ ცეცხლს, რათა სხეული არ დაგეწვას! მაშ, ცოდვებსაც გაექეცი, რათა შენი სხეული, სულთან ერთად, ჯოჯოხეთის დაუშრეტელ ცეცხლში სამარადისოდ არ იწვოდეს!

 

* * *

   გეშინოდეს იმავე ცოდვებით დაცემისა, რომლებიც უკვე მიუტევებია შენთვის ღმერთის მოწყალებას სინანულის საიდუმლოში, მაგრამ თუკი შენი უძლურების გამო კვლავაც დაეცემი უწინდელი შეცოდებით, მაინც ნუ წარიკვეთ სასოს! ღმერთის მოწყალება უსაზღვროა, წრფელი სინანულის ძალა კი ადამიანში - განუზომელი.

 

წმიდა ეფრემ ასური

 

 

* * *

   არ არსებობს ტირანია, რომელიც უფრო აუტანელი იქნებოდა, როგორც ჩვევა; ტყუილად როდი უწოდებენ მას მეორე ბუნებას.

 

* * *

   არცერთი მათგანი, ვისაც თვალთა წინაშე ჯოჯოხეთის სატანჯველი აქვს, არ ჩავარდება გეენიაში; არცერთი მათგანი ვინც გეენიას არად აგდებს, ვერ გაექცევა მას.

 

* * *

   ბევრს ვიცნობ ისეთს, ვინც გოდებს თავისი ცოდვების გამო, მაგრამ კეთილს არაფერს აკეთებს: ვითომ კიდევაც მარხულობენ, მაგრამ ფულს მეზვერეთა მსგავსად ეხარბებიან, მრისხანებენ და მოყვასზე კეთილი სიტყვის ნაცვლად ძვირის თქმა ურჩევნიათ. ეს არ არის სინანული! თუ მარხულობ და თანაც გულში გიპყრია სიამაყე, ბოროტება, ცილისწამებით სჭამ მოყვასს, ამით არა თუ სარგებელს ვერ მიიღებ სულისათვის, არამედ პირიქით - ავნებ საკუთარ თავს.

 

წმიდა იოანე ოქროპირი

 

 

* * *

   არაწმიდანი გარეგნულად ცოცხლები კი არიან, მაგრამ გარდაცვლილებზე უფრო უბედურად გრძნობენ თავს.

 

წმიდა ამბროსი მედიოლანელი

 

 

* * *

   არც ერთი ღვაწლი ისე მარჯვედ და ისეთი ძალით არ განაგდებს ცოდვას, როგორც მოძღვრისათვის ყოველდღიური აღსარების ჩაბარება.

 

წმიდა მამა ეგნატე ბრიანჩანინოვი

 

 

* * *

   და ვინც აცთუნებს თუნდაც ერთ ამ მცირეთაგანს, რომელთაც მე ვწამვართ, უჯობს წისქვილის დოლაბი დაჰკიდონ ყელზე და ზღვაში დანთქან.

 

სახარება მარკოზისა, თ. 9-10

 

 

* * *

   ვიდრე დანაშაული ჯერ კიდევ მცირეა და კარგად არ მომწიფებულა, მოიკვეთე იგი, ვიდრე ტოტები ფართოდ გამოუტანია და მომწიფებულა.

 

წმიდა ისააკ ასური

 

 

* * *

   ერთ - ერთი ყველაზე დიდი ცოდვა ჩვენი დროისა, დილიდან საღამომდე, განუწყვეტლივ სხვათა ცოდვების განსჯაა. თვით ცოდვილთა მონანიებასაც კი არ ძალუძს, დაადუმოს სხვათა ჭრილობების განახლების მოყვარულთა ბაგენი, კარგი იქნებოდა, მხოლოდ ცოდვათა განსჯა რომ კმაროდეს, მაგრამ ისინი იბერებიან და დემონურ ზომებს აღწევენ!

 

წმ. მღვდელმთავარი ნიკოლოზ სერბი (ველიმიროვიჩი)

 

 

* * *

   ვინც საკუთარ ცოდვებს არ გლოვობს, არ უნდა ელოდოს, რომ ამ ქვეყნიდან განსვლისას თავისი შეწყალების შესახებ ეუწყება რაიმე.

 

ღირსი იოანე სინელი

 

 

* * *

   ვინც ცოდვა არ მოიძულა, ის თუნდაც არ აღასრულებდეს მას, მაინც ცოდვილებში ითვლება.

 

წმიდა ნილოს სინელი

 

 

* * *

   თვალხილული ბრმაა ის, ვინც ვერ ხედავს, რამდენად დამღუპველია მისი ცოდვა.

 

წმიდა გრიგოლ ღვთისმეტყველი

 

 

* * *

   თუ გაურბიხარ ხალხის ჭორაობას შენი საქციელის შესახებ, მაშინ ეს საქციელი შეწყვიტე და ჭორიც აღარ იქნება.

 

წმიდა ისიდორე პელუზიელი

 

 

* * *

   მომიტევეთ, ვისაც ახსოვს სიკვდილი, მას არ შეუძლია სცოდოს.

 

ღირსი ისიქიოსი

 

* * *


   საჭიროების შემთხვევაში შეცოდებას სიკვდილი ამჯობინე.

 

წმიდა ტიხონ ზადონელი


უკან დაბრუნება