მთავარი > წმ. მამათა საგანძურიდან > ღვთისმსახურება
ღვთისმსახურება4-03-2014, 00:01 |
აღსარება და ზიარება არსით ყველაზე აღმატებულია ყოველგვარ ღვთიურ ნიჭთაგან. ამასვე განეკუთვნება წმიდა წერილები.
წმიდა მამა ბარსანუფი დიდი
* * * ყველაზე იოლია, მოატყუო საკუთარი თავი და ქედმაღლობდე ცარიელი დიდებით და შენს თავს რაღაცად თვლიდე, როცა არაფერი ხარ.
წმიდა გრიგოლ ღვთისმეტყველი
* * * გახსოვდეს ღმერთი, რათა მას ყოველთვის ახსოვდე შენ.
წმიდა ისააკ ასური
* * * ერთი თვალით ღვთის გულმოწყალებას უმზირე, მეორეთი კი - მის სამართალს.
წმიდა ტიხონ ზადონელი
* * * ვისი გონებაც მიჯაჭვულია რომელიმე მიწიერი საგნისადმი, მას არ უყვარს უფალი.
წმიდა მაქსიმე აღმსარებელი
* * * თავიდან პატივი მივაგოთ უფალს, ხოლო შემდეგ უკვე სხვა დანარჩენზე ვიზრუნოთ.
* * * შენ იზრუნე ღვთისაზე და ღმერთიც იზრუნებს შენსაზე.
წმიდა იოანე ოქროპირი
* * * თავისი მრავალმოთმინებისა და უსაზღვრო კაცთმოყვარეობის გამო უფალი დიდი ხნის განმავლობაში გვაფრთხილებს და გვემუქრება ხოლმე, ვიდრე ნამდვილ სასჯელს მოგვივლენდეს.
ნეტარი ავგუსტინე
* * * ის ვინც ღვთის მსახურების დროს ამაოდ მეტყველებს, არა მარტო უსარგებლოდ დადის ტაძარში, არამედ თავის თავის საზიანოდაც.
წმიდა ბასილი დიდი
* * * თუ წმიდა წერილის თანახმად, მუდამ გემახსოვრება, რომ „ყოველსა ქვეყანასა ზედა არიან სამართალნი" (ფს. 104,7), მაშინ ყოველი შემთხვევა ღვთისშემეცნების მასწავლებლად გექმნება.
წმიდა მარკოზ მოსაგრე
* * * მართალია, ტაძარში ლოცვებსა და გალობებს სამღვდელო პირნი წარმოთქვავენ, მაგრამ ერისკაცნიც ღმრთისმსახურების მოზიარენი არიან.
წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსი
* * * უფალი ყველაფერს ავსებს და ყველაფრის გარეთ არსებობს.
წმიდა იოანე დამასკელი
* * * უფალი ყოველ ადგილას არის, მაგრამ არც ერთ მათგანში არ მდგომარეობს.
წმიდა კირილე იერუსალიმელი
* * * უფალი შეუძლებელს არაფერს გვთავაზობს, არამედ მხოლოდ იმას, რისი მიღწევაც შეუძლებელია.
ნეტარი იერონიმე
* * * ღვთისმოყვარე არის იგი, ვინც ყოველივე ბუნებისმიერ და უცოდველ საქმეებს არ ეწინააღმდეგება და თუ რაიმე კეთილი საქმის ქმნა შეუძლია, არ დაიზარებს.
ღირსი იოანე სინელი
* * * ღმერთზე ფიქრისას სულიც კი თითქოს მუნჯდება და დუმდება... დგება ჟამი დუმილისა და იმისა, რომ ცნობიერებაში ფარულად გვეპყრას ამ გამოუთქმელი საღმრთო ძალის აუხსნელი სასწაული.
წმიდა გრიგოლ ნოსელი
* * * ყველაფერი ისე გააკეთე და ყველაფერზე ისე იფიქრე, რომ სათნოეყო უფალს: და თუკი ასე არ ფიქრობ, ყოველგვარი შენი საქმე უფასურია.
წმიდა ეფრემ ასური
* * * ჩვენი ცხოვრებაც და ჩვენი ცხოვნებაც ღმერთთან ცოცხალ კავშირში მდგომარეობს. დაცემის შედეგად ჩვენ ეს კავშირი დავკარგეთ: მაგრამ მოვიდა ღმერთი განხორციელებული - ძე ღმრთისა მხოლოდშობილი და თავის იპოსტასში დაცემული კაცობრივი ბუნება ღმერთთან შეაერთა, ყველა მორწმუნე თავის თავთან გააერთიანა და ამით ღმერთს შეუერთა...
წმიდა კიპრიანე კართაგენელი უკან დაბრუნება |