მთავარი > სხვადასხვა > მოწყალების გაცემა
მოწყალების გაცემა25-03-2014, 00:07 |
ეგრეთუე რომელიც გლახაკთ მოწყალებით უკეთილოდ განმზადებული
არის, ის სიძისა ქრისტესთანა სასუფევლად შევალს; და რომელნიც გლახაკთ განმზადებულნი
არ არიან, იმათთვის სასუფევლის კარი დაიხვშის: რამდენიც ქრისტეს ხმა უყონ, - ქრისტესგან
ეს ხმა ესმისთ: „არა გიცნი თქუენ, ვინანი ხართ".
წმიდა ანტონ ჭყონდიდელი
* * * თუ ლოცულობ და მოწყალებას არ გასცემ, მაშინ შენი ლოცვა მკვდარია. იყავ ხელგაშლილი: დაეხმარე გაჭირვებულებს. მოწყალება და ლოცვა ხელიხელგადახვეულნი დადიან.
ბერი გიორგი
* * * რამდენი ფული წავიდა ჩემი ხელიდან, მაგრამ წავიდა დანიშნულებისამებრ: ავადმყოფებისთვის, ღარიბებისთვის, გაჭირვებულებისთვის. ყოველთვიურად ვეხმარები გაჭირვებულებს პროდუქტით და ფულით. მე ერთხელ გავცემ, ღმერთი ათმაგად მიბრუნებს.
ბერი იაკობი
* * * როდესაც ადამიანი მოწყალებას კეთილი განწყობით გასცემს და არა - კაცთმოთნეობით, ღმერთი მას არ დატოვებს და დადგება დრო და მის გულში ალაპარაკდება იგი.
* * * ქრისტე ამბობს, რომ ვინც ითხოვს, ყოველგვარი გამოცდის გარეშე უნდა მივცეთ მას. და მას, ვინც ითხოვს, გაჭირვებული რომც არ იყოს, აუცილებლად უნდა დავეხმაროთ. გიხაროდეს, რომ მოწყალების გაღების საშუალება გაქვს. ღმერთი „წვიმს მართალთა ზედა და ცრუთა". და მაშ ჩვენ რატომ არ უნდა დავეხმაროთ მოყვასს?! განა თავად კი ვიმსახურებთ ყველა იმ წყალობას, რასაც ღმერთი მოგვაგებს?! მან „რაცა ცოდვათა ჩუენთაებრ მიყო ჩვენ, არცა უსჯულოებათა ჩვენთაებრ მიყო ჩვენ, არცა უსჯულოებათა მომაგო ჩვენ". ვიღაც საცოდავი დახმარებას გთხოვს, მის მიმართ რაიმე ეჭვიც რომ გქონდეს დაეხმარე მას, რომ შემდეგ ამის გამო განსაცდელში არ ჩავარდე.
* * * სიმდიდრეს, რომელიც ღარიბებზე არ გაიცემა, ჩვენი სულების ცხონებისათვის და მიცვალებულთა განსვენებისათვის, ადამიანისათვის დამანგრეველია. მოწყალება, რომელსაც ქვრივებს, ავადმყოფებს, ობლებს და სხვა საბრალოებს ვაძლევთ, ძალიან წაადგება ჩვენი გარდაცვლილი ახლობლების სულებს. იმიტომ რომ, როდესაც მიცვალებულების სახელზე მოწყალებას გავცემთ, მისი მიმღები ამბობს: - „ღმერთმა შეუნდოს, ღმერთმა აკურთხოს მისი სული!" თუკი ვინმე სნეულებისაგან იტანჯება, მუშაობა არ შეუძლია, ან ვალებშია ჩავარდნილი და შენ ასეთ მძიმე მდგომარეობაში ეტყვი მას: - „აიღე ეს ფული ამა და იმ ადამიანის სულის მოსახსენებლად". ის იტყვის: - „ღმერთმა აპატიოს და ღმერთმა აკურთხოს მისი სული". მოწყალების მიმღები ლოცულობს მიცვალებულის სულისათვის და ეს ძლიერად შეეწევა მას.
მამა პაისი მთაწმინდელი
* * * ქველმოქმედი კაცი მოკეთდება; ვინც სხვას არწყულებს, თავად დარწყულდება. ხორბლის დამჭერს წყევლის ხალხი, გამცემის თავზე კურთხევაა. ვინც სიკეთეს მიელტვის, მადლს მოიხვეჭს, ბოროტების მძებნელს კი ბოროტება ეწევა.
იგავნი სოლომონისა, თ. 11-13
* * * ქრისტიანს მოწყალების გაღება შეუძლია არა მარტო ნივთიერად, არამედ, თავისი ცოდნით, შრომით, რჩევითა და სხვა სახითაც.
წმიდა მამა თეოფანე დაყუდებული
* * * ღმერთთან ხელშეკრულება დავდე: მე მოწყალების გაღებით ვაცარიელებ ჩემს ჯიბეს, ის კი ხელახლა მივსებს. მას არასოდეს დაურღვევია ჩვენი ხელშეკრულება, და მე დავარღვიო? ეს არასოდეს არ მოხდება!
ბერი ეპიფანე
* * * ჩვენ მოწყალენი უნდა ვიყოთ, რათა ჩვენც ვიქნეთ შეწყალებულნი. მივცეთ გაჭირვებულებს ჩვენი შემოსავლის მეათედზე მეტი, რათა ჩვენი სიმართლე არემატებოდეს ფარისევლებისა და მწიგნობრებისას - ისინი ხომ მხოლოდ მეათედს გასცემდნენ. ასე მოვიპოვებთ ზეციურ სასუფეველს.
არქიმანდრიტი ეპიფანე თეოდოროპულოსი
* * * წმიდა და უმწიკვლო ღმრთისმსახურება ღმრთისა და მამის წინაშე ისაა, რომ გაჭირვებაში მიხედო ქვრივ - ობლებს, და ამ ქვეყნისგან შეუგინებლად დაიცვა თავი.
კათოლიკე ეპისტოლენი იაკობისა, თ. 1
* * * ჰოი მეუფეო! ეგე ბრძოლა მტერისა ბოროტისა არს, რათამცა ეკკლესიათა და აღაპთა მიზეზითა გლახაკთა უწყალოებასა შინა მოგვალს, არა თუ ამას იტყვის ღმერთი ვითარმედ ეკკლესიანი (არა) შეამკუენითო, არამედ მშიოდა და არა მეცით მე ჭამადიო, ვითარცა იტყვის იოანე ოქროპირი ესრეთ სწავლათა თვისთა მიერ; მოწყალება გლახაკთა მოიყუანა და ფრიად განყოფად იწყო უღონოთა და დავრდომილთა, ვიდრე არღარა სახილველად საკვირუელ იყო, რომელნი იგი იცნობდეს პირუელ.
წმიდა გიორგი მთაწმინდელი უკან დაბრუნება |