მთავარი > სხვადასხვა > სული და სულიერება

სული და სულიერება


6-08-2013, 00:05
სული და სულიერება   ადამიანის სული ღმერთს ეკუთვნის. მან ის თავისთვის შექმნა; ადამიანის სული - ეს ღვთაებრივი სიყვარულის ობიექტია, მთელს ქმნილ სამყაროში ერთადერთი ძვირფასეულობაა, რომლის თავისად ქონა სურს უფალს.

 

* * *

   სულის ველი - ეს მარადისობაა. ეს თითქოსდა გამოსვლაა დედამიწის მიზიდულობიდან. ეს გონების მიქცევაა ღვთაებისაკენ, ეს ლოცვის მეშვეობით გამოღვიძებაა სულისა.

 

არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)

 

 

* * *

   ადამიანი ხილული სახით ხორციელია, მაგრამ სხეული მაცოცხლებელ სუნთქვას ატარებს, რომელიც უშუალოდ შემოქმედისგანაა.

   ეს სული აკავშირებს ადამიანს ზეციურ, სულიერ სამყაროსთან. ესაა მცირე ალი, მსგავსი მარადიული ღვთიური ალისა, და მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი სხეული ასე უბადრუკად და საცოდავად არსებობს დედამიწაზე მწერთა და ცხოველთა შორის, ამ ალით ის ზეცასა და მარადისობას უკავშირდება.

 

წმ. მღვდელმთავარი ნიკოლოზ სერბი (ველიმიროვიჩი)

 

 

* * *

   ამგვარად, სულიერი ხედვის შესაძენად, სიბრმავის, სიცრუისა და ზნედაცემულობისაგან გასანთავისუფლებად საჭიროა იმ ძირითადი მართლმადიდებლური ცნებით გამოხატული შინაგანი განწყობილება მივიღოთ, როგორიცაა სინანული და მორჩილება.

 

მღვდელი ვლადიმერ ელისეევი

 

 

* * *

   გინდათ, თქვენი სულის ფასი იცოდეთ? შეხედეთ გამოსყიდვის ფასს. არა მთელი ქვეყნის ოქრო, მთელი ქვეყანაც კი, იმ ყველაფრით, რაც კი მასშია, არამედ თავად უფალი იყო ჩვენი გამოსყიდვის ფასი.

 

* * *

   როგორც სხეული კვდება მაშინ, როდესაც სული მას თავისი ძალის გარეშე ტოვებს, ასევე კვდება სულიც, როდესაც სული წმიდა მას თავისი ძალის გარეშე ტოვებს.

 

* * *

   როცა დაითმენს ტანჯვას უფლისათვის, მაშინ განიწმიდება სული.

 

წმიდა იოანე ოქროპირი

 

 

* * *

   ვაი, სულო ჩემო! რატომ ხარობ ამ ცხოვრებით? რატომ ატარებ მის ისედაც მცირეოდენ დღეებს დაბნეულად? განა არ იცი, რომ სადაცაა მოგიხმობენ?

 

წმიდა ეფრემ ასური

 

 

* * *

   ვისაც სურს სულიერი ხედვის მდგომარეობა მუდმივად შეინარჩუნონ, მათ უნდა იზრუნონ, რომ მუდამ მორჩილებაში იყვნენ; ნუ იმართლებენ თავს, ნუ განიკითხავენ ახლობლებს, ხოლო მორჩილებაში თავის დადანაშაულებით, ღვთისა და ადამიანების წინაშე საკუთარი ცოდვების აღიარებით წარსდგნენ.

 

წმიდა ეგნატე ბრიანჩანინოვი

 

 

* * *

  

   თუკი ადამიანის სული ამქვეყნიურ ცხოვრებაშივე არ მიიღებს სულიწმიდის საღმრთო მადლს დიდი რწმენისა და მრავალი წრფელი ლოცვა ვედრებისათვის, და თუკი არ ეზიარება ღვთაებრივ ბუნებას, მაშინ ასეთი სული უღირსი იქნება ცათა სასუფეველის დამკვიდრებისა.

 

წმიდა მაკარი დიდი

 

 

* * *

   ნეტარ სულს სწყურია საუკუნო ცხოვრების მოპოვება, მაგრამ ვნებიანი სურვილები გვიტაცებენ და მათი სიყვარულის გამო გავურბივართ ჭირთა და განსაცდელთ ცხოვრებაში. შევიგნოთ, რომ ღვთის მცნებები კი არ არიან მძიმენი, არამედ მათ ამძიმებენ ჩვენი ბოროტი ვნებები.

 

ღირსი ზოსიმე პალესტინელი

 

 

* * *

   მრავალი რამ გამოვცადე ცხოვრებაში და სულის მშვიდობისა და სიმყუდროვისათვის უკეთესი ვერაფერი ვნახე, გარდა ზომიერი ნაყროვანებისა, ერთ ადგილზე მკვიდრობისა და უფლის სიტყვის ბეჯითად სწავლისა.

 

არქიმანდრიტი თეოფანე ნოვოზერელი

 

 

* * *

  

   სულიერ კანონთა დარღვევით იტანჯებიან თავად დამრღვევნი.

 

არქიმანდრიტი ეპიფანე თეოდოროპულოსი

 

 

* * *

   სულიერ ცხოვრებას ბევრი სიხარული ახლავს. სიხარულისგან ამქვეყნად არა ხარ, არაფერი გაწუხებს: ბავშვი ხარ და შენში უფალია დავანებული.

 

ბერი ამფილოქე

 

 

* * *

   სული რომელიც თავად სნეულია და სხვებს ასწავლის ბრმა წინამძღოლს ჰგავს.

 

წმიდა ისააკ ასური

 

* * *

   ჩვენი სული ღმერთისგანაა და მხოლოდ ღმერთში ჰპოვებს თავისთვის ნამდვილ მოსვენებასა და ნეტარებას.

 

ნეტარი ავგუსტინი

  


უკან დაბრუნება